ტურიზმი საქართველოში — კავკასიის უძველეს ქვეყანაში, აქტიურადაა წახალისებული ქვეყნის მთავრობის მიერ[1]. ამ სექტორის მართვას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს.
საქართველოს კულტურა უძველესია, ადგილობრივი მოსახლეობა კი სიძველისა და თანამედროვების ნაზავია[2] .
ზოგიერთი ქვეყანა უცბად გიზიდავს, საქართველო კი მაშინვე გაცდუნებს, როგორც კი მის მიწაზე დაადგამ ფეხს
— კალპანა შაჰნის ციტატა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვებ-გვერდიდან[1].
კულტურა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სიტყვა „ღვინო“ ქართული ენიდან მომდინარეობს. სწორედ საქართველოშია აღმოჩენილი ყურძნის თესლისა და მეღვინეობის უძველესი ნაშთები. ამჟამად ქვეყანაში ვაზის 500-ზე მეტი ჯიშია გავრცელებული[3].
როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი ტურისტული გზამკვლევები იუწყება, ომის შედეგად არსებობს ნაღმებისა და სხვადასხვა უხერხულობების რისკები.[2][4] იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც თავიანთ მოქალაქეები ამ რისკების შესახებ გააფრთხილეს, არის ახალი ზელანდია,[5] თუმცა ამ უკანასკნელს ტურისტებისთვის საქართველოში წასვლა არ აუკრძალავს.
პრაქტიკული ინფორმაცია
საქართველოში სტანდარტულ Europlug-ს იყენებენ (220 V, 50 Hz), საერთაშორისო სატელეფონო კოდია +995, გამოიყენება მეტრული სისტემა, ეროვნული ვალუტაა ლარი (GEL)[2].