საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია

Terres australes et antarctiques françaises, abbreviated
საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია
{{{link alias-s}}}
დევიზი: „Liberté, Égalité, Fraternité“
{{{link alias-s}}} მდებარეობა
დედაქალაქიპორტ-ო-ფრანსე
49°15′ ს. გ. 69°10′ ა. გ. / 49.250° ს. გ. 69.167° ა. გ. / -49.250; 69.167
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი
 -  პრეფექტი სესილ პოსო დი ბორჟო
ფართობი
 -  სულ 439 781 კმ2 
მოსახლეობა
 -   შეფასებით 140 
ვალუტა ევრო
დროის სარტყელი UTC+04:00 და UTC+05:00
Internet TLD .tf

საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია, შემოკლებით TAAF (ფრანგ. Terres australes et antarctiques françaises (TAAF)) — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია, რომელსაც გააჩნია სპეციალური სტატუსი. ეს ტერიტორია მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სამხრეთით და შედგება ხუთი ადმინისტრაციული რეგიონისგან:

გეოგრაფია

სენ-პოლის და ამსტერდამის კუნძულები (სენ-პოლისა და ამსტერდამის კუნძულები), კროზეს კუნძულები და კერგელენის არქიპელაგი მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ხოლო ეპარსეს კუნძულები მდებარეობს მის დასავლეთ ნაწილში, მადაგასკარის კუნძულიდან შორიახლოს. ადელის მიწა, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს საფრანგეთი, მდებარეობს ანტარქტიდაში.

სენ-პოლის და ამსტერდამის კუნძულები

სენ-პოლის კუნძული
ამსტერდამის კუნძული

სენ-პოლის და ამსტერდამის კუნძულები წარმოადგენენ ვულკანური წარმოშობის, კლდეებით გარშემორტყმულ ორ კუნძულს. კუნძულების უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 867 მეტრ სიმაღლეზე (დე ლა დივის მთა).

მიუხედავად იმისა, რომ კუნძულები მდებარეობენ ეკვატორთან უფრო ახლო, ვიდრე სამხრეთ პოლუსთან, მათ ხშირად მიაკუთვნებენ სუბანტარქტიკულ კუნძულებს. კლიმატი საკმაოდ რბილი და თანაბარია: ყველაზე ცივი თვის (ივლისი და აგვისტო) ტემპერატურაა — დაახლოებით 11 °С, ყველაზე თბილის (თებერვალი) — 17,5 °C.

კუნძულებზე ბევრი ხეებია, თუმცა ადამიანების მიერ აღმოჩენამდე იქ იზრდებოდა მხოლოდ ბალახი და ბუჩქების რამდენიმე სახეობა. ცხოველთა სამყაროს წარმოადგენენ პინგვინები, სელაპები და ზღვის ფრინველები; აქ ასევე იმყოფებიან ადამიანის მიერ შემოყვანილი ძროხები.

კროზეს კუნძულები

კროზეს კუნძულები

არქიპელაგი შედგება ექვსი ვულკანური კუნძულისაგან და მათზე გარშემორტყმული მცირე რაოდენობით მომცრო კუნძულებისაგან და კლდეებისაგან. მანძილი ყველაზე დასავლეთით მდებარე კუნძულსა და ყველაზე აღმოსავლეთ კუნძულს შორის შეადგენს 100 კმ-ზე მეტს. კუნძულების უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 1050 მეტრ სიმაღლეზე (მარიონ დიუფრენის მთა).

კროზეს კუნძულებზე არ არსებობენ მყინვარები, მაგრამ კლიმატი ნოტიო და ქარიანია. ნალექების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2000 მმ-ს წელიწადში, უპირატესად წვიმის სახით. კუნძულებზე 300 დღეზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოდის წვიმა. წელიწადში 100 დღეზე მეტი ქარის დღის საშუალო სიჩქარე აჭარბებს 100 კმ/სთ-ს. ჰაერის ტემპერატურა მერყეობს ზამთარში −5 °С-დან ზაფხულში +18 °C-მდე. თვის საშუალო ტემპერატურაა — +2 °С-დან +11 °C-მდე.

კუნძულებზე იმყოფება ოქროსთმიანი პინგვინების და სამეფო პინგვინების დიდი პოპულაცია. პინგვინების სხვა სახეობები (პაპუანური პინგვინი) წარმოდგენილია მცირე კოლონიებით.

პინგვინების გარდა არქიპელაგზე ბინადრობენ სელაპები, ხოლო ზღვის ფრინველებიდან ყველაზე უფრო გავრცელებულია ქარიშხალები და ალბატროსები.

კერგელენის არქიპელაგი

კერგელენის არქიპელაგი

კუნძულების ჯგუფი, რომელიც შედგება ერთი დიდი კუნძულისგან და დაახლოებით 300 მომცრო კუნძულებისაგან და კლდეებისაგან. მთელი არქიპელაგის ფართობი შეადგენს 7215 კმ²-ს. მთავარ კუნძულს, სახელად გრანდ-ტერი დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე აქვს სიგრძე დაახლოებით 150 კმ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ — 120 კმ. მთელი არქიპელაგის და კუნძულ გრანდ-ტერის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 1850 მეტრ სიმაღლეზე (როსის მთა).

არქიპელაგის კლიმატი მკაცრი, წვიმიანი და ქარიანია. ქარი ხშირად აღწევს 150 კმ/სთ სიჩქარეს, ხოლო ზოგჯერ 200 კმ/სთ-საც. ყველაზე ცივი თვის ჰაერის ტემპერატურა (აგვისტო) − 1-0 °С, ყველაზე თბილის (თებერვალი) +9 °C. არქიპელაგზე არ არსებობს არც დიდი ყინვები და არც ძლიერი სიცხე. დღის ტემპერატურა, +15 °C-ზე უფრო მეტი საკმაოდ იშვიათადაა.

კერგელენის არქიპელაგზე იმყოფება პინგვინების, სხვა ზღვის ფრინველების და ნამდვილი სელაპების — სამხრეთის ზღვის სპილოების (ლათ. Mirounga) მსხვილი კოლონია. ასევე არსებობენ ბოცვრების და შინაური კატების (ადამიანების მიერ შემოყვანილი) შემდგომში გაველურებული პოპულაციები. არქიპელაგი დაფარულია ბალახით, მთავარ კუნძულზე ზოგ ადგილას იზრდება ძლიერი ქარის გამო მიწაზე გაწვენილი ბუჩქები. ყველაზე გავრცელებული მცენარეა — კერგელენის კომბოსტო.

ეპარსეს კუნძულები

ეპარსეს კუნძულების განლაგება და დეტალური რუკა

გლორიოსის, ჟუან-დი-ნოვას, ბასას-და-ინდიას და ევროპის კუნძულები მდებარეობენ მოზამბიკის სრუტეში მოზამბიკსა და მადაგასკარს შორის. მადაგასკარიდან აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული ტრომელინი. მათი საერთო ფართობია — 44 კმ². ყველაზე დიდი კუნძულია — ევროპა (28 კმ²).

ეპარსეს კუნძულების კლიმატი ტროპიკულია. ისინი მდებარეობენ ციკლონების გზაზე, რომლებიც მოძრაობენ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მთიანი კუნძული ბლოკავს ღრუბლების მოძრაობას.

თითოეული კუნძულის მცენარეული სამყარო უნიკალურია. კუნძულ ევროპაზე ხარობს რძიანას ტყეები, გლორიოსის კუნძულებზე — მანგროს ტყეები, ჟუან-დი-ნოვას კუნძულზე — უნიკალური ქოქოსის პალმა და კაზუარინა, ტრომელინის კუნძულზე — ბალახები და ბუჩქები, ხოლო ბასას-და-ინდიას ატოლზე მცენარეულობა საერთოდ არ არსებობს. მაგრამ, მიუხედავად მცენარეების მცირე რაოდენობის სახეობებისა, კუნძულების ცხოველთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. კერძოდ, წყალქვეშა ფაუნა წარმოდგენილია მარჯნებით, რომლებიც წარმოქმნიან მარჯნის რიფებს და გარს ერტყმიან თითოეულ კუნძულს, ასევე ზღვის კუებით, რომლებითაც სავსეა ევროპის და ტრომელინის კუნძულების ნაპირები. კუნძულ ევროპაზე ასევე არსებობს ზღვის ფრინველების კოლონიები, ისეთების როგორებიცაა: ფრეგატები, ნიჩაბფეხიანები და ფლამინგოები. კუნძულ ევროპაზე ბინადრობენ ველური თხები. მწერებიდან აღსანიშნავია კოღოები.

ადელის მიწა

ადელის მიწა

ადელის მიწის ტერიტორიის საზღვრები გადის ანტარქტიდის სანაპიროზე წერტილებს შორის, რომელთა კოორდინატებია ს. გ. 66°12′ ა. გ. 136°11′ და ს. გ. 66°48′ ა. გ. 142°02′, ამ წერტილებიდან საზღვარი გადის კონტინენტის სიღრმეში 2600 კმ-ით, თვით სამხრეთ პოლუსამდე. სანაპირო ზოლის საერთო სიგრძე შეადგენს დაახლოებით 350 კმ-ს. შექმნილი ტერიტორიის ფართობი შეადგენს 432 000 კმ²-ზე მეტს, რომელიც თითქმის მთლიანად დაფარულია ყინულით.

კლიმატი მკაცრია, ძლიერი ქარების გამო ხშირად ხდება ქარბუქი, ჰაერის ტემპერატურა საკმაოდ დაბალია. პოლარულ სადგურ დიუმონ დ’იურვილზე ზაფხულის საშუალო ტემპერატურა (იანვარი, თებერვალი) მერყეობს საზღვრებში −1 °C-დან +7 °C-მდე, ხოლო ზამთრის (ივლისი, აგვისტო) — −15 °C-დან −20 °C-მდე (უნდა აღინიშნოს, რომ სადგური მდებარეობს სანაპიროზე).

ტერიტორიის ფაუნა განსაკუთრებით მდიდარია ფრინველებით. ადელის მიწაზე ბინადრობენ იმპერატორის და ანტარქტიდული პინგვინები, ადელის პინგვინები, სამხრეთპოლარული მეზღვიები, კაპის ქარიშხალები, სამხრეთის გიგანტური ქარიშხალები და თოვლის ქარიშხალები. ძუძუმწოვრები ძირითადად წარმოდგენილია ნამდვილი სელაპებით (უედელის სელაპი, კიბოსმჭამელი სელაპი, ზღვის ლეოპარდი) და ცელნამგალა ვეშაპით.

ისტორია

1774 წელს საფრანგეთმა არქიპელაგი კერგელენი გამოაცხადა თავის სამფლობელოდ. 1892 წლის 23 აგვისტოს ზუსტად იგივე მოხდა გლორიოსის კუნძულებთან მიმართებაში. შემდგომში, 1897 წლის ოქტომბერში, ფრანგული გახდა კუნძულები ბასას-და-ინდია, ევროპა და ჟუან-დი-ნოვა. 1924 წლის 21 ნოემბერს სენ-პოლის და ამსტერდამის კუნძულები ჩართეს მადაგასკარის ტერიტორიის შემადგენლობაში, მაგრამ 1955 წელს ეს კუნძულები ხელმეორედ მიუერთეს საფრანგეთს; არქიპელაგ კერგელენთან, კროზეს კუნძულებთან და ადელის მიწასთან ერთად ისინი გამოცხადნენ საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებად და მოიპოვეს ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია. 2007 წლის 21 თებერვლის კანონის თანახმად კუნძულები ბასას-და-ინდია, ევროპა, გლორიოსი, ჟუან-დი-ნოვა და ტრომელინი შეყვანილია საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების შემადგენლობაში.

პოლიტიკური მოწყობა

1955 წლის 6 აგვისტოდან საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია საფრანგეთის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ზღვისიქითა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნია. თავიდან ტერიტორია იმართებოდა პარიზიდან, მაგრამ 2000 წლიდან იგი იმართება რეიუნიონიდან (ქალაქი სენ-პიერი), თუმცა ტერიტორიულად არ შედის მის შემადგენლობაში.

მისი ხელმძღვანელია პრეფექტი (2014 წლის 18 სექტემბრიდან — სესილ პოსო დი ბორჟო), რომელსაც ემორჩილებიან ოლქების მეთაურები. ხელისუფლების მეორე ინსტიტუტია — საკონსულტაციო საბჭო, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა სამმართველოების ხელმძღვანელებით: ტექნიკური, სამედიცინო, ადმინისტრაციული და ფინანსური საქმეების, ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების, საერთაშორისო საქმეების, უსაფრთხოების და სხვა.[1]

ტერიტორიული პრეტენზიები

საფრანგეთის უფლებები ადელის მიწაზე არ არის აღიარებული საერთაშორისო თანასაზოგადოების მიერ: მაგალითად, 1959 წლის ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების თანახმად, ამ ტერიტორიებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით და როგორც მოედანი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.

მადაგასკარს გააჩნია პრეტენზიები კუნძულებზე: ბასას-და-ინდია, გლორიოსი, ევროპა და ჟუან-დი-ნოვა, რომლებიც შედიან ეპარსეს კუნძულების შემადგენლობაში — საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ოლქში.

ადმინისტრაციული დაყოფა

ადმინისტრაციულად ეს ტერიტორიები რეიუნიონს ექვემდებარება, თუმცა ისინი რეუნიონის უშუალო ნაწილად არ განიხილება. აქ მდებარეობს ფრანგული კვლევითი სადგური დიომონ დ'იორვილი. ანტარქტიდული ტერიტორია საერთაშორისოდ არ არის აღიარებული, როგორც საფრანგეთის საკუთრება.

საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის შემადგენლობაში შედის ხუთი ადმინისტრაციული რეგიონი:

რეგიონი (ქართ.) რეგიონი (ფრანგ.) ადმინისტრაციული ცენტრი მოსახლეობა
ად.
ფართობი
კმ²
ზამთარი ზაფხული
ამსტერდამის და სენ-პოლის კუნძულები l'île Amsterdam, l'île Saint-Paul მარტინ-დე-ვივიე 25 45 61
კროზეს კუნძულები Îles Crozet ალფრედ-ფორი 25 45 352
კერგელენი les îles Kerguelen ან les îles de la Désolation პორტ-ო-ფრანსე 70 110 7215
ადელის მიწა la Terre Adélie დიუმონ-დ’იურვილი 30 110 432 000
ეპარსეს კუნძულები Îles Éparses სენ-პიერი 38,6
სულ სენ-პიერი 150 310 439 781
წყარო: Organigramme des Terres australes et antarctiques francaises დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)

მოსახლეობა

საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიებს არასოდეს არ ჰყოლიათ მკვიდრი ან მუდმივი მოსახლეობა (მათი კოლონიზაციის ზოგიერთი ძველად გაკეთებული ცდების გარდა), მაგრამ ზოგიერთ მიწას ჰყავს დროებითი მოსახლეობა: ესენი არიან ფრანგი მეცნიერები და სამხედროები. მაგალითად, 2006 წელს რეგიონში იმყოფებოდა დაახლოებით 600 ადამიანი, მათ შორის 400 — მივლინებული მეცნიერი, ხოლო დანარჩენი 200 — სამხედრო. მძიმე კლიმატური პირობების შედეგად, ზაფხულში (დეკემბერ—თებერვალში) მოსახლეობის რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ზამთარში. კუნძული ამსტერდამი არის ერთადერთი მუდმივად დასახლებული ადგილი, მის ადმინისტრაციულ ცენტრ მარტინ-დე-ვივიეში ცხოვრობს 45 მეცნიერ-თანამშრომელი. ეპარსეს კუნძულები საერთოდ არაა დასახლებული.

ეკონომიკა

ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ტერიტორიები პირველ რიგში ფასეულია თავისი ზღვის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონით, რომელშიც შეიძლება იწარმოებოდეს სასარგებლო წიაღისეულის (მაგალითად, მეთანის ჰიდრატი), თევზის და კიბორჩხალების მოპოვება. ზღვის პროდუქტების მოპოვება ზოგჯერ ხორციელდება გემებით, რომელთაც ამის უფლება არა აქვთ, რის გამოც წყლების პატრულირებას ახდენენ საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები. ყველაზე უფრო ხშირად ხდება პატაგონიის ეშვიანის და ლანგუსტების რეწვა.

ეკონომიკური აქტიურობის მეორე სახეა — მეტეოროლოგიური და გეოფიზიკური სადგურების მომსახურება. ამას გარდა, საფრანგეთის სამხრეთულ და ანტარქტიდულ ტერიტორიებზე 1955 წლიდან უშვებენ საკუთარ საფოსტო მარკებს.

საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიების ჯამური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 16 მილიონ ევროს წელიწადში.

ტრანსპორტი

ზღვა — ერთადერთია, რაც აკავშირებს საფრანგეთის სამხრეთულ და ანტარქტიდულ ტერიტორიებს გარე სამყაროსთან. ამ ტერიტორიებზე არ არსებობს არც აეროპორტი და არც აეროდრომი. გამონაკლისია ევროპის, გლორიოსის, ჟუან-დი-ნოვას და ტრომელინის კუნძულები — მათ აქვთ პრიმიტიული ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, რომელსაც მხოლოდ მეცნიერები იყენებენ. 1980 წლიდან სცადეს აეშენებინათ აეროდრომი ანტარქტიდული სადგურ დიომონ დ'იორვილის შორიახლოს, მაგრამ 1996 წელს ეს იდეა საბოლოოდ უარყოფილი იქნა: გათვლებმა აჩვენეს, რომ მისი შენახვის ხარჯები იქნებოდა საკმაოდ დიდი.

კერგელენის არქიპელაგის ადმინისტრაციული ცენტრის — პორტ-ო-ფრანსეს ადგილი — იმთავითვე შეირჩა იმ გათვლებით, რომ მასთან ახლოს იქნებოდა ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, მაგრამ პროექტი ასევე არ იქნა რეალიზებული.

საფრანგეთის სამხრეთულ და ანტარქტიდულ ტერიტორიებს არა აქვთ მსხვილი პორტები — აქვთ მხოლოდ პატარა ნავსაყუდლები. ალტერნატივის არარსებობის გამო დასახლებული პუნქტები და სამეცნიერო-ტექნიკური სადგურები მარაგდება სამეცნიერო-კვლევითი გემით „მარიონ დიუფრენ II-ით“ (ფრანგ. Marion Dufresne 2), რომელიც გაჩერებულია რეიუნიონში. საფრანგეთის სამხრეთულ და ანტარქტიდულ ტერიტორიების ანტარქტიდულ მიწებს ემსახურება გემი „ასტროლაბია“ (ფრანგ. L'Astrolabe), რომელიც გაჩერებულია ქალაქ ჰობარტში (ავსტრალია).

კერგელენის არქიპელაგზე, მიუხედავად გზების არარსებობისა, გამოიყენება ავტომობილი. ავტოპარკი საკმაოდ ღარიბია და ძირითადად შედგება „Renault“ მანქანებისგან. თითოეული სატრანსპორტო საშუალება სავალდებულოდ ოფიციალურად რეგისტრირდება და იღებს საავტომობილო ნომერს, რომელშიც პირველი ორი ციფრი მიუთითებს ექსპლოატაციაში შესვლის წელს, ხოლო დანარჩენი ოთხი — ავტომობილის სერიული ნომრის ბოლო ოთხ ციფრს.

ტურიზმი

1994 წლიდან საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიები მთლიანად გახსნილია ტურისტებისათვის. კროზეს, კერგელენის და ამსტერდამის კუნძულებამდე მისვლა შეიძლება გემით „მარიონ დიუფრენ II“: მოგზაურობას სჭირდება დაახლოებით 28 დღე, რომელთაგან 12–14 დღე გადის ზღვაზე (ცუდი ამინდის გამო გაუთვალისწინებელი საშუალედო გაჩერებების გარდა). პირველი ტურისტები (დაახლოებით 30 ადამიანი) იქ ასეთი მეთოდით მივიდნენ 2009 წელს. მაგრამ საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიების ადმინისტრაცია არ ახორციელებს ტურისტების ჩაყვანას ადელის მიწაზე.

საკუთარი გემებით მისვლა შესაძლებელია, მაგრამ მკაცრად რეგლამენტირებულია. ნაპირზე მისადგომად საჭიროა წინასწარ მიიღოთ ადგილობრივი პრეფექტის თანხმობა. ზოგიერთ ზონაში შეღწევა გახსნილია მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მისიებისთვის. ადამიანებს, რომლებიც არ არიან საფრანგეთის მოქალაქეები, უნდა ჰქონდეთ მოქმედი ვიზა.

ინტერნეტი

საფრანგეთის სამხრეთულ და ანტარქტიდულ ტერიტორიას მინიჭებული აქვს ზედა დონის დომენი — .tf.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Organigramme des Terres australes et antarctiques francaises (PDF). საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ოფიციალური საიტი (2013-10-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2013-11-30.

Read other articles:

Ilustrasi Kaisar Jie dengan sebuah tombak, menunjukkan gaya kepemimpinannya yang otoriter. Digambarkan sedang duduk dengan dua wanita yang merupakan simbol penyalahgunaan kekuasaan. Diambil dari pahatan di rumah sebuah keluarga Wu di Shandong Jie dari Xia Hanzi: 桀 Alih aksara Mandarin - Hanyu Pinyin: Jié - Wade-Giles: Chieh2 - Gwoyeu Romatzyh: Jye Yue (Kantonis) - Romanisasi Yale: Git - Jyutping: Git3 Jie桀Raja dari Dinasti XiaBerkuasa1728-1675 SMKelahirantidak diketahuiDinasti XiaKematia...

 

Dam in California For the Melones Dam in Cuba, see Melones Dam (Cuba). Dam in Near Jamestown, CaliforniaNew Melones DamCountryUnited StatesLocationNear Jamestown, CaliforniaCoordinates37°56′50″N 120°31′41″W / 37.94722°N 120.52806°W / 37.94722; -120.52806Construction began1966; 58 years ago (1966)Opening date1979; 45 years ago (1979)Owner(s)U.S. Bureau of ReclamationDam and spillwaysType of damEarth and...

 

فرانكونيا الوسطى  علم شعار   الإحداثيات 49°20′N 10°50′E / 49.33°N 10.83°E / 49.33; 10.83  [1] تقسيم إداري  البلد ألمانيا[2]  التقسيم الأعلى بافاريا  العاصمة أنسباخ  التقسيمات الإدارية أنسباخإرلنغنفورتنورنبرغشفاباخمنطقة أنسباخمنطقة إرلنغن - هوششتا�...

Liga DunhillMusim1994-95Tanggal27 November 1994 - 30 Juli 1995JuaraPersib BandungPertandingan perdanaPelita Jaya FC 1-0 Persib BandungDegradasi Warna Agung PSIR Rembang PSIM Yogyakarta Asian Club Championship 1995Persib BandungAsian Cup Winners' Cup 1995Petrokimia PutraPemain terbaik Widodo C. Putro(Petrokimia Putra)Pencetak golterbanyak Peri Sandria (34)(Bandung Raya FC)← Perserikatan 1993–94Galatama 1993–94 1995–96 → Divisi Utama Liga Indonesia 1994/1995 (disebut Liga Dunhill untu...

 

Disambiguazione – Se stai cercando altri significati, vedi Giuseppe (disambigua). Giuseppe è un nome proprio di persona italiano maschile[1][2][3][4]. Indice 1 Varianti 1.1 Varianti in altre lingue 1.2 Forme alterate e ipocoristiche 2 Origine e diffusione 3 Onomastico 4 Persone 4.1 Variante Joseph 4.2 Variante Josef 4.3 Variante Josif 4.4 Variante Józef 4.5 Variante József 4.6 Variante Josep 4.7 Variante Josip 4.8 Variante Jozef 4.9 Variante Iosif 4.10 Va...

 

Cet article est une ébauche concernant une localité italienne et le Frioul-Vénétie Julienne. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Pocenia Administration Pays Italie Région Frioul-Vénétie Julienne  Province Udine  Code postal 33050 Code ISTAT 030075 Code cadastral G743 Préfixe tel. 0432 Démographie Gentilé poceniesi Population 2 619 hab. (31-12-2010[1]) Densité 114 h...

Daphne'sCompany typePrivateIndustryFood And BeverageGenreRestaurantsFounded1991; 33 years ago (1991)FounderGeorge KatakalidisHeadquarters6 (as of April 2024)[1], Los Angeles, California, USAArea servedCaliforniaProductsGyros and KabobsServicesSit down and take-away fareWebsitehttp://daphnes.biz Daphne's Greek Cafe or, Daphne's California Greek is an American fast-casual Greek restaurant operating in California. The restaurant name refers to Daphne of Greek mythology ...

 

The SpongeBob Movie: Sponge Out of WaterPoster rilis teatrikalSutradaraPaul TibbittMike MitchellProduserMary ParentCraig Sost[1]Cale Boyter[1]Ditulis olehJonathan AibelGlenn Berger[2]Cerita Stephen Hillenburg Paul Tibbitt[3] BerdasarkanSpongeBob SquarePantsoleh Stephen HillenburgPemeranTom KennyRodger BumpassBill FagerbakkeClancy BrownCarolyn LawrenceMr. LawrenceAntonio BanderasSlashPenata musikJohn Debney[4]PerusahaanproduksiNickelodeon MoviesPar...

 

هذه المقالة عن المجموعة العرقية الأتراك وليس عن من يحملون جنسية الجمهورية التركية أتراكTürkler (بالتركية) التعداد الكليالتعداد 70~83 مليون نسمةمناطق الوجود المميزةالبلد  القائمة ... تركياألمانياسورياالعراقبلغارياالولايات المتحدةفرنساالمملكة المتحدةهولنداالنمساأسترالي�...

Mu Sochua receives the Eleanor Roosevelt Award for Human Rights in 2009 at The George Washington University. This list of human rights awards is an index to articles about notable awards given for the promotion of human rights. These are moral principles or social norms that describe certain standards of human behaviour and are regularly protected as natural and legal rights in municipal and international law.[1] The list is organized by region and country of the main sponsoring orga...

 

American singer-songwriter (born 1941) This article is about the musician. For his debut album, see Bob Dylan (album). Bob DylanDylan in 2010BornRobert Allen Zimmerman (1941-05-24) May 24, 1941 (age 83)Duluth, Minnesota, USOther names Shabtai Zisel ben Avraham (Hebrew name)[1] Elston Gunnn Blind Boy Grunt Bob Landy Robert Milkwood Thomas Tedham Porterhouse Lucky Wilbury Boo Wilbury Jack Frost Sergei Petrov Zimmy Occupations Singer-songwriter painter writer Years active1...

 

Not to be confused with Natalie Grant. American singer-songwriter, musician (born 1960) This article is about the Christian musician. For the American politician, see Amy Grant (politician). For the American singer born in 1880, see Amy Allison Grant. This biography of a living person needs additional citations for verification. Please help by adding reliable sources. Contentious material about living persons that is unsourced or poorly sourced must be removed immediately from the article and...

List of events ← 2004 2003 2002 2005 in Sierra Leone → 2006 2007 2008 Decades: 1980s 1990s 2000s 2010s 2020s See also: Other events of 2005 Timeline of Sierra Leonean history The following list is of events that happened during 2005 in Sierra Leone. Sierra Leone, a country in West Africa, has a special significance in the history of the transatlantic slave trade as the departure point for thousands of west African captives. The capital, Freetown, was founded as a home for repatria...

 

Thoroughfare in Beverly Hills, West Hollywood and Los Angeles, United States This article is about the street in the Los Angeles area. For the 1950 film, see Sunset Boulevard (film). For other uses, see Sunset Boulevard (disambiguation). Sunset BoulevardSunset Boulevard near Vine Street in HollywoodLocation Los Angeles, California, United States Beverly Hills, California West Hollywood, California Nearest metro station  Vermont/SunsetWest end SR 1 (Pacific Coast Highway) in Pa...

 

245

244 ← 245 → 246素因数分解 5×72二進法 11110101三進法 100002四進法 3311五進法 1440六進法 1045七進法 500八進法 365十二進法 185十六進法 F5二十進法 C5二十四進法 A5三十六進法 6Tローマ数字 CCXLV漢数字 二百四十五大字 弐百四拾五算木 245(二百四十五、にひゃくよんじゅうご)は自然数、また整数において、244の次で246の前の数である。 性質 245は合成数であり、約数は 1, 5, 7...

この項目には、一部のコンピュータや閲覧ソフトで表示できない文字(「丸の中のR((R))」登録商標マーク)が含まれています(詳細)。 代表的なゆるキャラ(ご当地キャラ)のくまモン(フィギュア) ゆるキャラは、「ゆるいマスコットキャラクター」[注 1]を略したもので、地域おこしや名産品の紹介、イベントや各種キャンペーンなど地域全般の情報PR、�...

 

Телевидение в Москве появилось в 1931 году и было первым в СССР. Содержание 1 История 1.1 Период монополии Гостелерадио СССР (1931—1989) 1.2 Конец монополии Гостелерадио СССР (1989—1996) 1.3 Дальнейшее развитие (1996—2010) 1.4 Современный период (с 2010 года) 2 Телецентры 3 Эфирное вещание 4 Спис...

 

Spanish legal term and concept This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Fuero – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2023) (Learn how and when to remove this message) Ferdinand the Catholic confirming the fueros of Biscay at Guernica in 1476 Fuero (Spanish: [ˈfweɾo]), Fur (Catala...

Street in Dublin, Ireland Harcourt StreetClockwise from top: Harcourt Street Luas stop outside the old railway station; a tram makes its way down a section of the street lined with Georgian townhouses; a doorway on Harcourt StreetNative nameSráid Fhearchair (Irish)NamesakeSimon Harcourt, 1st Earl HarcourtLength600 m (2,000 ft)Width21 metres (69 ft)LocationDublin, IrelandPostal codeD02Coordinates53°20′07″N 6°15′48″W / 53.335413°N 6.263325°Wþ...

 

この記事には複数の問題があります。改善やノートページでの議論にご協力ください。 出典がまったく示されていないか不十分です。内容に関する文献や情報源が必要です。(2015年1月) 独自研究が含まれているおそれがあります。(2015年1月)出典検索?: B級スポット – ニュース · 書籍 · スカラー · CiNii · J-STAGE · NDL · dlib.jp · �...