ვულკანური წარმოშობის დაუსახლებელი მომცრო კუნძულებისგან შემდგარი ატოლიინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, მოზამბიკის სრუტეში, მადაგასკარიდან მოზამბიკს შორის შუაგზაში, კუნძულ ევროპიდან 80 კმ-ში ჩრდილოეთით. ფართობი — 0,2 კმ². სანაპირო ხაზის სიგრძეა — 35,2 კმ.
ეს წყალქვეშა მთაა სიმაღლით 3000 მეტრი, რომელიც სულ ცოტათია ამოშვერილი ოკეანის დონიდან. ძლიერი მიქცევების პერიოდში ატოლის რიფული ზესაპირი მთლიანად ექცევა წყლის ქვეშ. ზუსტად ამიტომ მის გარშემო ხდებოდა ბევრი გემების ჩაძირვა, რაზეც მოწმობს ჩაძირული გემების დიდი რაოდენობა. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2,4 მეტრზე მდებარეობს, უმდაბლესი — ინდოეთის ოკეანის სანაპირო — 0 მეტრი.