ორივე კუნძული ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი ფართობით, ამსტერდამის კუნძულის ფართობი შეადგენს 58 კმ²-ს, ხოლო სენ-პოლის კუნძულის — 8 კმ²-ს.
ორივე კუნძული ვულკანური წარმოშობისაა, რომლებიც დღეისათვის არააქტიურია და ნაწილობრივ წარმოადგენენ ვიწრო კონტინენტალურშელფს. სენ-პოლის კუნძულის ცენტრში მდებარეობს ყურე — წყლით სავსე ვულკანის კალდერა. ამსტერდამის კუნძული უფრო დიდი და უფრო მაღალია. კუნძულის უმაღლესი წერტილი (დე ლა დივსის მთა) მდებარეობს ზღვის დონიდან 867 მეტრ სიმაღლეზე. ამსტერდამის კუნძულზე ვულკანის უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 1792 წელს.
კლიმატი ზღვის და ზომიერია, მაგრამ საკმაოდ ქარიანია. კუნძულები მდებარეობენ ეგრეთ წოდებული ანტარქტიკული კონვერგენციის ზონაში, რომელიც ინდოეთის ოკეანის თბილ წყლებს და სამხრეთის ოკეანის ცივ წყლებს ყოფს ერთმანეთისგან. კუნძულებზე არ არსებობს თოვლი ან ყინვა.
ამსტერდამის კუნძულზე არსებული დასახლებული პუნქტის — მარტენ-დე-ვივიეს კლიმატი ნაირფეროვანია — დამყარებულია როგორც სითბოს რეკორდი — 26,4 °C 2005 წლის 30 იანვარს ისევე სიცივის რეკორდი 2 °C 1975 წლის 3 ივლისს. წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 14,1 °C-ს.
კუნძულებზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს, მაგრამ ამსტერდამის კუნძულზე ფუნქციონირებს მუდმივი სამეცნიერო ბაზა — მარტენ-დე-ვივიე, სადაც 1949 წლიდან დაწყებული მუშაობენ სამეცნიერო ექსპედიციების მკვლევარები 23-დან 35-მდე თანამშრომლების რაოდენობით სეზონზე დამოკიდებულებით. სენ-პოლის კუნძული დაუსახლებელია, მაგრამ მას ხშირად სტუმრობენ სამეცნიერო ექსპედიციები.
ორივე კუნძული ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ეროვნული ნაკრძალი. ეს ნაკრძალი მოიცავს, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ტერიტორიებს[1].
კუნძულების ბუნებრივი მცენარეულობა მოიცავს ბუნების მსოფლიო ფონდის ბალახის სახეობებს, რომელიც განსაზღვრულია დედამიწის ამ ეკორეგიონისთვის, როგორც სენ-პოლის და ამსტერდამის კუნძულების ზომიერი ზონის მდელოებისთვის.
ამსტერდამის კუნძული ერთადერთი კუნძულია საფრანგეთის სამხრეთულ და ანტარქტიდულ ტერიტორიაში, სადაც შესაძლებელია Phylica arborea-ს ხის სახეობის ნახვა.
2010 წლამდე კუნძულზე ბინადრობდნენ ადამიანის მიერ XIX საუკუნეში შემოყვანილი და შემდგომში გაველურებული ძროხები რაოდენობით 600 სულამდე, გადაშენების პირასაა ხის უნიკალური სახეობა — Phylica arborea. მეორე მხრივ კუნძულის ნიადაგი საკმაოდ გამოფიტულია და მისი ნაწილი კლდეებადაა გადაქცეული[2]. 1987 წლიდან (როდესაც იქ ბინადრობდა 2000 ცხოველი) აღინიშნა ცხოველების სულადობის სტაბილიზაცია, რაც მოხერხდა მათი ბინადრობის ადგილის შემოღობვით, რომელიც კუნძულის ტერიტორიის 20 %-ს მოიცავს, შედეგად საქონლის ეკლიანი მავთულით შემოღობილი სარეზერვაციო ზონის ფართობი შეადგენს 58 კმ²-იანი კუნძულის 12 კმ²-ს. ამ ბარიერის გამოყენებით Phylica arborea-ის სახეობის გაქრობის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა დღეისათვის ის მაინც ადრინდელ მდგომარეობასთან შედარებით მცირე პროცენტს შეადგენს.
2010 წელს მიიღეს გადაწყვეტილება ცხოველების განთავისუფლების შესახებ და ღობის დემონტაჟი საჭირო აღარ გახდა. მეორე წელს, ის აღარ დარჩა, რადგანაც ძროხებმა თვითონ გამოაღწიეს ღობიდან, რომელიც აღმოაჩინეს ბაზის თანამშრომლებმა. დღეისათვის კუნძული თავისუფალია თავისი მსხვილი რქოსანი საქონლისაგან,
ვირთხები, რომლებიც კვერცხებს და ახალდაბადებულებს ზაფხულში მიირთმევენ, მაგრამ დანარჩენ დროს ვეგეტარიანელები არიან.
კატები, რომლებიც ძირითადად იკვებებიან ფრინველებით, თაგვებით და ვირთხებით[2].
1977 წელს კუნძულზე შემოიყვანეს ტალღისებური ასტრილდი (Estrilda astrild), კუნძულ რეიუნიონის ყველაზე პატარა ფრინველი, ეს კუნძულზე შემოყვანილი ერთადერთი ფრინველია[2]. ფრინველი, როგორც სჩანს, არაინვაზიური სახეობაა და მისი პოპულაცია რჩება მუდმივი.
სენ-პოლის კუნძული
ვირთხების პოპულაცია შეფასებულია 50 000 და 100 000 ინდივიდს შორის. 1990-იანი წლების ბოლოს მნიშვნელოვნად შემცირდა ზღვის ფრინველების რაოდენობა, რადგანაც მათ ბუდეებზე მიმდინარეობდა ვირთხების თავდასხმა. კუნძული ვირთხებისაგან მთლიანად განთავისუფლდა 1999 წელს. ამის შემდეგ ზღვის ფრინველების პოპულაცია ნელ-ნელა მატულობს[2].
ისტორია
სენ-პოლის და ამსტერდამის კუნძულების ისტორია, მათი სიახლოვიდან გამომდინარე, ერთნაირია. ისინი მდებარეობენ კეიპტაუნსა და ზონდის კუნძულებს შორის არსებული მარშრუტის სიახლოვეს, ასევე ძველ საზღვაო გზაზე, რომელიც აკავშირებს ევროპას ოსტ-ინდოეთთან. ამსტერდამის კუნძული პირველად მოხსენებულია ფერნანდო მაგელანის 1522 წლის 18 მარტის მსოფლიოს გარშემო პირველი გაცურვის ჟურნალში, რომელიც გაკეთებულია მაგელანიდ მეგობრის ბასკიხუან სებასტიან ელკანოს მიერ. კუნძული სენ-პოლი სავარაუდოდ, პირველად აღორძინების ეპოქის რუკაზე — პორტოლანოზე დაიტანა გეოგრაფმა ევერტ გისბერრსმა 1559 წელს.
ორივე კუნძული რამდენიმეჯერ იყო შემჩნეული XVII საუკუნის დასაწყისიდან დაწყებული. 1618 წელს ნიდერლანდელმა მეზღვაურმა, Haevik Claeszoon van Hillegom-მა დაინახა სენ-პოლის კუნძული, მან ჩათვალა, რომ ის იყო კუნძულის პირველი აღმომჩენი და მას სახელად დაარქვა თავისი გემის სახელი — "Zeewolf". 1633 წელს გუბერნატორმა, ასევე ნიდერლანდელმა ვან დიმენმა კუნძულ ამსტერდამს უწოდა თავისი გემის — "Nieuw Amsterdam"-ის სახელი. მეორე ნიდერლანდელი მეზღვაური ვილემ დე ვლამინკი, დაკარგული გემის ძებნისას ექსპედიციაში ყოფნის დროს პირველად მიადგა ამსტერდამის კუნძულს 1696 წელს.
1793 წელს კუნძულ სენ-პოლზე გადავიდა ჩინეთში მიმავალი ლორდი ჯორჯ მაკარტნი. იქ მას დახვდა ერთი წლის წინ კუნძულზე დარჩენილი კაპიტანი Pierre François Péron ოთხ მეზღვაურთან ერთად, რომლებმაც შეადგინეს კუნძულის რუკა, მაგრამ შეცდომით მას რატომღაც კუნძულ ამსტერდამის რუკა უწოდეს.
1842 წელს კუნძულებისადმი ინტერესი გამოხატა პოლონური წარმოშობის, გემ "Cygne de Granville"-ის კაპიტანმა, ფრანგმაადამ მეროსლავსკიმ და მისმა ძმამ გენერალმალუდვიკ მეროსლავსკიმ. 1843 წელს ადამ მეროსლავსკი წინადადებას აძლევს კუნძულ ბურბონის (რეიუნიონი) გუბერნატორს კონტრ-ადმირალ შარლ ლუი ჟოზეფ ბაზოშს, დაუფლებოდნენ ამ დაუსახლებელ კუნძულებს. სამხედრო გემების არ ქონის გამო, ბაზოში დახმარებისათვის მიმართავს სამიალქნიან გემ "L'Olympe"-ს, რომელსაც მეთაურობდა მარტინ დუპეირა, ვისი დახმარებითაც ადამ მეროსლავსკიმ მიაღწია კუნძულებს მცირე გარნიზონით. ბურბონის გუბერნატორმა თავისი 1843 წლის 8 ივნისის ბრძანებით კაპიტან მეროსლავსკის ჩააბარა კუნძულების ფორმალური მმართველობა საფრანგეთის სახელით.
იმავე დროს დიდმა ბრიტანეთმა პრეტენზია გამოთქვა საფრანგეთის ამ ნაბიჯზე. დიპლომატიური უთანხმოების გასამუხტავად საფრანგეთმა დეპეშა გაუგზავნა ადმირალ ბაზოშს კუნძულებიდან გარნიზონის გამოსაყვანად. ამაზე მეროსლავსკიმ პროტესტი გამოთქვა და კუნძულებზე პოლონეთის დროშის აღმართვითაც დაიმუქრა; შემდეგ მან დაიწყო მოლაპარაკებები ბაზოშთან, მის მეგობარ ადოლფ კამენთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან რეიუნიონში. 1845 წელს მათ დააარსეს ერთი სააქციო საზოგადოება ორი კუნძულის ექსპლოატაციისათვის და ამ ადგილზე ქარხნების ასაშენებლად. სენ-პოლის კუნძულზე, რომელზეც აშენდა ერთი თევზის ქარხანა, იმ პერიოდში ცხოვრობდა 40 ადამიანი, მაგრამ 1853 წელს, მისი დამფუძნებელის გარდაცვალების შემდეგ და კუნძულებზე საფრანგეთის მხრიდან რაიმე ოფიციალურ სუვერენიტეტზე უარის თქმამ, საწარმოს მუშაობა დაიხურა.
1871 წლის იანვარში Réunionais Heurtin და მისი ოჯახი გადავიდნენ ამსტერდამის კუნძულზე და უშედეგოდ სცადეს მსხვილი რქოსანი საქონლის მოშენება და მიწის დამუშავება. რვა თვის შემდეგ ისინი უკან, კუნძულ რეიუნიონზე დაბრუნდნენ, მაგრამ კუნძულზე დატოვეს მსხვილი რქოსანი საქონელი, რომლებიც შემდგომში თანდათან გაველურდნენ.
1874 წლის სექტემბერში გემ "ფერნანდას" ბორტზე მყოფი საფრანგეთის ასტრონომიული მისიის წევრები გადავიდნენ კუნძულ სენ-პოლიზე, რათა თვალი მიედევნებინათ პლანეტავენერისმზის წინ ჩავლისათვის. ამ მისიის დროს გეოლოგმა შარლ ველენმა გამოიკვლია ორივე კუნძული და გამოაქვეყნა პირველი გეოლოგიური მონაცემები. მისია დამთავრდა 1875 წლის იანვარში.
1892 წლის ოქტომბერში ფრანგული გემმით "La Bourdonnais" საფრანგეთმა თავის მფლობელობაში შეიყვანა ორივე კუნძული. 1893 წელს მეორე გემმა, რომელიც კერგელენის არქიპელაგიდან ბრუნდებოდა, დაადასტურა ეს ფაქტი.
1924 წელს სენ-პოლის და ამსტერდამის კუნძულები, მოაქცია ერთ (კერგელენის და კროზეს კუნძულებთან ერთად) მთლიან კოლონიურ ადმინისტრაცია მადაგასკარში, მაშინდელ ფრანგულ კოლონიაში.