სამხრეთი პოლუსი/სამხრეთი გეოგრაფიული პოლუსი — წერტილი, სადაც დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძი კვეთს მის ზედაპირს სამხრეთ ნახევარსფეროში. დედამიწის ზედაპირის ნებისმიერი სხვა წერტილი სამხრეთი პოლუსის მიმართ ყოველთვის ჩრდილოეთით მდებარეობს. განლაგებულია პოლარული პლატოს ფარგლებში, 2800 მ სიმაღლემდე. ყინულების სისქე სამხრეთი პოლუსის რაიონში 2840 მეტრია. პოლუსის სიახლოვეს მდებარეობს სამხრეთი მაგნიტური ველი.
1819 წლის31 მარტს კრუზენშტერმა საზღვაო მინისტრს დე ტრავერს გაუგზავნა წერილი პოლარული წყლების გამოკვლევის შესახებ,[1] სადაც კრუზენშტერნი აღნიშნავდა, რომ საჭიროა ორი ექსპედიციის მომზადება, ერთი — ჩრდილოეთის, ხოლო მეორე — სამხრეთის მიმართულებით. თითოეულ ექსპედიციაში დაგეგმილი იყო ორ-ორ გემის ჩართვა. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამხრეთი პოლუსისკენ მგზავრობას, რომელიც განხორციელდა 1819-1821 წლებში ბელინსჰაუზენისა და ლაზარევის მიერ, რის ხარჯზეც გამოვლინდა კონტინენტი ანტარქტიდა, თუმცა სამხრეთი კონტინენტის საზღვრებისა და გეოლოგიის შესახებ წარმოდგენები ბუნდოვანი იყო XIX საუკუნის ბოლომდე.
1839-1843 წლებში ჯეიმზ კლარკ როსი აწარმოებდა ანტარქტიდის კვლევას. შედეგად აღმოაჩინა ზღვა და შელფური მყინვარი. 1841 წელს როსმა აღმოაჩინა ვულკანი ერებუსი და მთა ტერორი. მნიშვნელოვანი ექსპედიციები ჩატარდა აგრეთვე 1901-1904 წლებში, რომელასც ეწოდა ბრიტანული ანტარქტიდის ექსპედიცია.
სამხრეთ პოლუსი ზამთრის პერიოდში საერთოდ არ იღებს მზის სხივებს. მაისიდანივლისამდე (მხედველობაში თუ არ მივიღებთ მთვარის შუქსა და პოლარულ ნათებას) პოლუსზე გაბატონებულია მუდმივი წყვდიადი. ზაფხულში მზე ყოველთვის ჰორიზონტის თავზეა, რომელიც მოძრაობს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. თუმცა მზე არასოდეს მაღლდება; მაქსიმალურ სიმაღლეს ჰორიზონტის თავზე აღწევს 23,5° დეკემბრის თვეში.
სამხრეთ პოლუსზე არ ხარობს მცენარეულობა; არ არის დამახასიათებელი ფაუნა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აქ რეგისტირებულ იქნა მეზღვიასებრნი. 2000 წელს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყუნულებში აღმოაჩინეს მიკრობები.