ნიკოლოზ სანებლიძე (დ. 31 იანვარი, 1958) — ქართველი პოლიტიკოსი და მეცნიერი. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ 1990-1991 წლებში.
ბიოგრაფია
დაიბადა 1958 წლის 31 იანვარს. 1979 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი .
1979-1988 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1988 წლიდან არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). იყო „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ პოლიტიკური მდივანი, თბილისის მერობის კანდიდატი 2017 წელს.
რესურსები ინტერნეტში
თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები |
---|
| |
|