მიხეილ ჭიაურელი |
---|
|
დაბადების თარიღი |
25 იანვარი, 1894 თბილისი, რუსეთის იმპერია |
---|
გარდაცვალების თარიღი |
31 ოქტომბერი, 1974 (80 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
---|
მოქალაქეობა |
სსრკ |
---|
საქმიანობა |
კინორეჟისორი, მსახიობი |
---|
მეუღლე(ები) |
ვერიკო ანჯაფარიძე |
---|
შვილ(ებ)ი |
|
---|
ჯილდოები |
სტალინური პრემია (1941, 1941, 1943, 1946, 1947, 1950)
საქართველოს სახალხო არტისტი (1943)
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1948)
|
მიხეილ ჭიაურელი (დ. 25 იანვარი, 1894, თბილისი — გ. 31 ოქტომბერი, 1974, იქვე) — ქართველი კინორეჟისორი. საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის, ცხოვრების ამსახველი პომპეზურ-მონუმენტალური ფილმების ავტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1943), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1948), სტალინური პრემიის 6-გზის ლაურეატი (1941 (2-ჯერ), 1943, 1946, 1947, 1950).
ბიოგრაფია
1912 წელს დაამთავრა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლა (ახლანდელი თბილისის სამხატვრო აკადემია) იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. 1915 წლიდან იყო თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის თეატრების მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. 1921 წელს დააარსა თბილისის სატირის თეატრი. როგორც მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში „არსენა ჯორჯიაშვილი“ (1921), „სურამის ციხე“ (1923)
1925–1927 წლებში იყო „მუშათა თეატრისა“ და „წითელი თეატრის“ რეჟისორი და მხატვრული ხელმძღვანელი. დავით ძნელაძესთან ერთად დააფუძნა მუსიკალური თეატრი. კინოში მისი შემოქმედება დაიწყო მსახიობობით. მიღებული აქვს ვენეციის საკავშირო კინოფესტივალის ოქროს მედალი. 1940 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი.
ფილმოგრაფია
ფილმების დამდგმელი რეჟისორი
სცენარის ავტორი ფილმებისა
დამდგმელი მხატვარი ფილმებისა
გადაღებულია ფილმებში
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1941: სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის „დიადი განთიადი“ (1937)
- 1941: სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის „არსენა“ (1937)
- 1943: სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის „გიორგი სააკაძე“ I სერია (1942)
- 1946: სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის „გიორგი სააკაძე“ II სერია (1943)
- 1946: ვენეციის VII საერთაშორისო კინოფესტივალი, ოქროს მედალი და საპატიო დიპლომი, ფილმისათვის „ფიცი“ (1946)
- 1947: სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის „ფიცი“ (1946)
- 1948: სსრკ სახალხო არტისტი
- 1950: დიდი პრიზი კარლოვი–ვარის V საერთაშორისო კინოფესტივალი ფილმისათვის „ბერლინის დაცემა“ (1949)
- 1950: სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის „ბერლინის დაცემა“ (1949)
- 1952: კარლოვი–ვარის VII საერთაშორისო კინოფესტივალი, დიდი პრიზი, ფილმისათვის „დაუვიწყარი 1919 წელი“ (1951)
- ჩეხოსლოვაკიის „თეთრი ლომის“ II ხარისხის ორდენი
- ლენინის ორდენი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
რესურსები ინტერნეტში