1923 წელს დაამთავრა ბორის ჩაიკოვსკის კინოსკოლა. 1924 წლიდან იყო მსახიობი, ოპერატორის თანაშემწე, რეჟისორის ასისტენტი სსრ კავშირის სხვადასხვა კინოსტუდიებში („ლენფილმი“, „სოვკინო“, „სახკინმრეწვი“, „ბელარუსფილმი“, „მოსფილმი“, „ყაზახფილმი“, „აზერბაიჯანფილმი“ და სხვა). რეჟისორობა „სახკინმრეწვში“ დაიწყო 1928 წელს, სადაც მიხეილ ჭიაურელთან ერთად გადაიღო ფილმი „პირველი კორნეტი სტრეშნიოვი“. 1929 წელს, ისევ „სახკინმრეწვში“, უკვე დამოუკიდებლად გადაიღო ფილმი „ომის ღმერთი“.
რეჟისორად მუშაობდა ასევე თეატრში. 1937 წლიდან იყო საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ВГИК) პედაგოგი. 1943 წლიდან იყო სკკპ წევრი.