ივანე პერესტიანი

ივანე პერესტიანი
დაბადების სახელი ივანე პერესტიანი
დაბადების თარიღი 13 აპრილი, 1870
ტაგანროგი
გარდაცვალების თარიღი 14 მაისი, 1959 (89 წლის)
მოსკოვი
საქმიანობა რეჟისორი
მეუღლე(ები) ლუსია ბარხუტდინოვა
ჯილდოები საქართველოს სახალხო არტისტი (1949)

ივანე პერესტიანი (დ. 13 აპრილი, 1870, ტაგანროგი — გ. 14 მაისი, 1959, მოსკოვი) — საბჭოთა რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1949).

ბიოგრაფია

წარმოშობით იტალიელი პერესტიანი რუსული თეატრის ცნობილი მსახიობი იყო და მთელი რუსეთი ჰქონდა მოვლილი.

კინო-კარიერა დაიწყო 1916 წელს, როდესაც კინოსააქციო საზოგადოება „ხანჟონკოვი და კომპანიის“ მიერ გადაღებულ ფილმში „ნუ ერეკები მეეტლევ ცხენებს“, მთავარი როლი შეასრულა. ფილმის რეჟისორი ევგენი ბაუერი პროვინციელი მემამულის როლის შემსრულებელს ეძებდა და პერესტიანი გარეგნულად მებატონის განსახიერება ყოფილა.[1] წერდა სცენარებს. 1917 წელს საკუთარი სცენარით გადაიღო კომედიური ჟანრის ფილმი „თხები, ბეკეკა თხები“, იყო საზოგადოება „მშობლიური კინემატოგრაფიის კავშირის“ თავმჯდომარე, მუშაობდა პედაგოგად რუსეთის სხვადასხვა სასწავლებლებში. კინოს გადაღება რუსეთში დაიწყო, იღებდა სააგიტაციო ფილმებს. 1921 წელს საქართველოში ჩავიდა და განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციაში დაიწყო მუშაობა.

პერესტიანი იყო პირველი ქართული საბჭოთა ფილმის, „არსენა ჯორჯიაშვილის“ რეჟისორი. ფილმის წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძალადობით, ინტრიგითა და სასიყვარული რომანტიკით დახუნძლული ფილმი დადებითად შეაფასეს. ფილმმა იმ დროს ჩვენების რეკორდი მოხსნა, თბილისში ის 155-ჯერ უჩვენეს. პირველ ორ კვირაში მან სრულად აანაზღაურა გაწეული ხარჯები. ფილმი საქართველოს ფარგლებს გასდცა და რუსეთში გავიდა სათაურებით „გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა“, „სიცოცხლე სიკვდილში“, „სიკვდილი სიცოცხლისთვის“. რუსულმა პრესამ მაღალი შეფასება მისცა ფილმს.

1923 წელს პერესტიანმა გადაიღო ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაფუძნებული პირველი ქართული საბჭოთა ფილმი „სურამის ციხე“. ფილმში სურამის ციხის კედლის ამოშენებისას საჭირო იყო პარაკლისისს გადაღება, რისთვისაც დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის დახმარებით 12 მღვდელმა მიიღო ფილმში მონაწილეობა. სცენა თბილისის ბოტანიკურ ბაღში იქნა გადაღებული. მღვდლებმა გასამრჯელოდ თუმანი, ეპისკოპოსმა კი 10 თუმანი მიიღეს. პერესტიანმა ფილმის მონტაჟისას პარაკლისის სცენას ტიტრები „პირფერობა, ფარისევლობა, ცრუმორწმუნეობა“ გაუკეთა. ფილმში მონაწილე მღვდლებმა ამის გამო კათოლიკოს-პატრიარქთან იჩივლეს. გერმანე გოგიტიძემ დახურული ჩვენება მოაწყო კათოლიკოს-პატიარქისთვის, სადაც აჩვენა ფილმის ვერსია, რომელშიც სადავო ტიტრი ამოღებული იყო, მაგრამ კინოთეატრებში ჩვენებისას ტიტრი მაინც დააბრუნა. ფილმზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ კინოსექციამ მისი 14 ასლი დაბეჭდა და გაავრცელა კინოთეატრებში.

1923 წელს პერესტიანმა გადაიღო პირველი ქართული ვესტერნი „წითელი ეშმაკუნები“. 1921 წელს რუსი მწერალი, კინოდრამატურგი და რევოლუციონერი პავლე ბლიახინი მატარებლით კოსტრომიდან ბაქოში მიემგზავრებოდა. მგზავრობა ერთ თვეს გაგრძელდა. ბლიახინმა მატარებელში დაწერა სცენარი და ორი წლის შემდეგ, როცა თბილისში მოხვდა, მიაკითხა კინოსექციას. კინოსექციიდან ის ივანე პერესტიანთან გაგზავნეს, რომელიც მოიხიბლა სცენარით. მიშასა და დუნიაშას როლის შესრულებისთვის პერესტიანმა ცირკში მომუშავე ახალგაზრდა აკრობატები შეარჩია. სცენარის მიხედვით მიშას და დუნიაშას მეგობარი ჩინელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩინელი მსახიობი ვერ იპოვეს და ის ჩაანაცვლეს იმავე ცირკის სენეგალელი მოკრივე კადორ ბენ-სალიმით. რეჟისორმა ასევე ქუჩიდან აიყვანა ბუდიონისა და მახნოს როლის შემსრულებლებიც. გადაღებები 1923 წლის თებერვალში დაიწყო და შემოდგომაზე დასრულდა. უკრაინის სტეპების ნაცვლად, პერესტიანმა მოქმედება მთიან რეგიონებში დადგა, რათა ლანდშაფტი მომხიბლავი ყოფილიყო. ფილმის გადაღებისას რეჟისორმა სცენარი დაკარგა და გადაღება მეხსიერების მიხედვით გააგრძელა. ეს ტიტრებშიც აისახა, სადაც ჩაიწერა, რომ ფილმი სცენარის გარეშეა გადაღებული. ამან ბლიახინის პროტესტი გამოიწვია, ის ნაწარმოების დამახინჯებაზე ჩიოდა. რუსეთში ფილმი გამოვიდა სახელწოდებით „მახნოვშინა“. მან ნამდვილი სენსაცია გამოიწვია. მას უწოდეს „პირველი მერცხალი“, „საბჭოთა კინემატოგრაფიის სასწაული“, „პირველი საბჭოთა კინოშუქურა“ საბჭოთა საზოგადოებაში ფილმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. „წითელ ეშმაკუნები“ პირველი საბჭოთა ფილმია, რომლზეც რეცენზია დაიწერა New York Times-ში. ფილმის პოპულარობა მაყურებელში 20 წელიწადს გაგრძელდა. მეორე მსოფლიო ომის დროს სევასტოპოლის დამცველებს კინოთეატრებსა და ფრონტზე 300-ზე მეტჯერ აჩვენეს ფილმი.

1925 წელს პერესტიანმა გამოუშვა „„სამი სიცოცხლე“, რომელიც გადაღებული იყო გიორგი წერეთლის რომანის, „პირველი ნაბიჯის“ მიხედვით. მთავარმა სარეპერტუარო კომისიამ ფილმი თავიდან დაიწუნა. ფილმის ნაკლად ებრაელი მეირას სახეში დანახული ანტისემიტური ტენდენციები დასახელდა.[2], მაგრამ ფილმი ბევრმა დაიცვა, მათ შორის სსრკ განათლების პირველმა კომისარმა ანატოლი ლუნაჩარსკიმ.[3], რომელმაც ფილმს გზა გაუკვალა კინოეკრანებისკენ. ფილმში ისეთმა მახასიათებლებმა, როგორებიცაა სექსუალობა, ძალადობა, მკვლელობა და მოვლენათა სინქრონულობა, განაპირობა მისი პოპულარობა.[4]ფილმის შემოსავლებმა სამჯერ გადააჭარბა დანახარჯებს, რამაც პერესტიანი გაამდიდრა, რადგან ჯერ კიდევ მოქმედებდა კანონი, რომლის მიხედვით ფილმის შემოსავლიდან გარკვეული წილი რეჟისორსაც ეკუთვნოდა.

1925 წელს პერესტიანმა კვლავ მიმართა ეკრანიზაციას და ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდის“ მიხედვით გადაიღო „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“. პერესტიანმა აქცენტი გააკეთა მსხვილ ხედებზე, მონტაჟურ ცვლებზე და დეტალიზაციის მეშვეობით შესანიშნავ ეფექტს მიაღწია. მშვენივრად იყო ნაჩვენები ყოფითი დეტალები, იმდროინდელი პროვინციული ქალაქი და სოფელი, ქეიფები, ცეკვა ხანჯლური და ხორუმი. ფილმის ავტორებმა მნიშვნელოვანი ფუნქცია დააკისრეს ტიტრებს, რომელთა მეშვეობით გადმოსცემდნენ ცალკეული გმირის ვინაობას, ხასიათს, საქმისადმი დამოკიდებულებას.

„წითელი ეშმაკუნების“ პოპულარობისა და მაყურებლის თხოვნის გამო პერესტიანმა სამი წლის შემდეგ, 1926 წელს უსცენაროდ გადაიღო გაგრძელებები „სავურ სამარე“, „თავადის ასულ შირვანსკაიას დანაშაული“ და „ილან დილი“, მაგრამ რეჟისორი გაიტაცა ტრიუკებმა და ეფექტებმა და ეს ფილმები ვერ ავიდნენ „წითელი ეშმაკუნების“ დონეზე. გაგრძელებები შაბლონურ დეტექტიურ ლენტად გადაიქცა.[5]

1926–28 წლებში ოდესის კინოსტუდიაში დადგა ფილმები: „ზვავი“, „ჭორი“. 1928–32 წლებში მუშაობდა სომხეთის კინოწარმოება „არმენკინოში“, აქ გადაიღო ფილმები: „ზამალუ“ (1929), „ანუში“ (1931). 1937 წელს კვლავ „სახკინმრეწვში“ დაბრუნდა და დადგა საბავშვო გახმოვანებული ფილმი „ორი მეგობარი“.

ჯილდოები და აღიარება

ფილმოგრაფია

ლიტერატურა

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. აკაკი ბაქრაძე, „კინო და თეატრი“ გვ. 69 — „ხელოვნება“, თბილისი, 1989
  2. ჟურნალი „კინო“ N7 გვ. 237 — 1981
  3. А.Луначарский, "Кино и Время", I გვ. 329 — 1960
  4. Denise J. Youngblood, "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s", გვ. 88 — Cambridge University press. 1992
  5. ჟურნალი "Жизнь Искусства" N7 — 1927
  6. Указ Президиума Верховного Совета СССР «О награждении особо отличившихся работников кинематографии»
  7. Указ Президиума Верховного Совета СССР «О награждении орденами и медалями работников кинематографии»
  8. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები. სექტემბერ-ოქტომბერი. 1949. გვ. 3
  9. Указ Президиума Верховного Совета СССР «О награждении орденами и медалями работников кинематографии СССР»

Read other articles:

Koordinat: 49°02′32″N 3°57′32″E / 49.0421111°N 3.9588939°E / 49.0421111; 3.9588939 Moët & ChandonJenisSalah satu pemilik LVMHIndustriPabrik anggurGenreAnggur PrancisDidirikan1743; 280 tahun lalu (1743)PendiriClaude MoëtKantorpusat20, avenue de ChampagneBP 140, 51333 ÉpernayPrancisWilayah operasiSeluruh duniaProdukAnggur PrancisPendapatan€1,2 milyar (2011)Karyawan1.715 (2011)Situs webwww.moet.com Moët et ChandonKawasan wineÉpernayApelasi...

 

D'Academy AsiaMusim 4Penayangan21 Oktober 2018 – 28 Desember 2018Juri Hetty Koes Endang Hendro Saky Zul 2BY2 Dr. Man Tabla Mayuni Omar Hans Anuar DJ Daffy Sukree Mamagh Kerry The Halabala Didinho Marcal Pembawa acara Ramzi Gilang Dirga Irfan Hakim Uyaina Arshad Jirayut Afisan SaluranIndosiarPeserta36Lokasi finalStudio 5 IndosiarPemenangSelfi YammaThe Real Voice of AsiaAsalIndonesiaLagu kemenanganMati RasaGenreDangdutJuara duaLady Rara (1st Runner-Up) Zam Ryzam (2nd Runner-Up)Kronologi◀ 20...

 

Основные статьи: Лев в геральдике и Единорог в геральдике Лев и Единорог — эмблематическая пара, встречающаяся в геральдике, литературе, архитектуре, музыке и изобразительном искусстве. Семантика пары «лев и единорог» может отличаться в зависимости от культурной тра...

Suku Dayak LawanganDaerah dengan populasi signifikanKalimantan Tengah: 100.000. Kalimantan Timur: 16.000. Kalimantan Selatan: 3.000.BahasaLawangan, Maanyan, Banjar, IndonesiaAgama • Kaharingan • Kristen • IslamKelompok etnik terkaitDayak rumpun Ot Danum,Suku Dayak Paser,Suku Dayak Dusun Deyah, Suku Kutai,Suku Dayak Benuaq,Suku Dayak Bentian,Suku Dayak Tunjung,Suku Dayak Taboyan, Suku Dayak Maanyan. Suku Lawangan (Luangan) merupakan salah satu dari suku-suku Dusun (Kelompo...

 

1940 novel by A. E. van Vogt For the manga character, see List of Berserk characters § Slan. For the Irish phrase, see Slán Abhaile. This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Slan – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2009) (Learn how and when to remove this template message) S...

 

Gay and Lesbian Holocaust Memorial Sydney Gay and Lesbian Memorial The Sydney Gay and Lesbian Holocaust Memorial Project was founded by a group of community activists. Over the years they raised funds and decided, with South Sydney City Council, on the site at Green Park in Darlinghurst, in Sydney, Australia. Darlinghurst is considered the heart of Sydney's gay and lesbian population. Green Park is adjacent to the Sydney Jewish Museum, which ensures that the memorial retains its historic mea...

ليقيامعلومات عامةنسبة التسمية Lycus (en) المنطقة تركيا وصفها المصدر  القائمة ... الموسوعة الكتابية للأرشمندريت نيكيفور قاموس بروكهاوس وإفرون الموسوعي الصغير قاموس بروكهاوس وإفرون الموسوعي القاموس الحقيقي للآثار الكلاسيكية للوبكر الموسوعة السوفيتية الكبرى معجم التخاطب ل�...

 

Pour les articles homonymes, voir Saint-Barthélemy et Vals. Saint-Barthélemy-de-Vals Administration Pays France Région Auvergne-Rhône-Alpes Département Drôme Arrondissement Valence Intercommunalité Communauté de communes Porte de Dromardèche Maire Mandat Ludwig Montagne 2020-2026 Code postal 26240 Code commune 26295 Démographie Populationmunicipale 1 847 hab. (2021 ) Densité 91 hab./km2 Géographie Coordonnées 45° 10′ 12″ nord, 4° 52′...

 

Синелобый амазон Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:ВторичноротыеТип:ХордовыеПодтип:ПозвоночныеИнфратип:ЧелюстноротыеНадкласс:ЧетвероногиеКлада:АмниотыКлада:ЗавропсидыКласс:Пт�...

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Masjid Al-ZaytunaAgamaAfiliasiIslamStatusAktifLokasiLokasi Tunis, TunisiaArsitekturPeletakan batu pertama698 M.SpesifikasiMenara1Tinggi menara43 meter (141 ft 1 in) Masjid Al-Zaytuna (Arab: جامع الزيتونةcode: ar is deprecated ) ad...

 

A series of short parody films developed by Steve Oedekerk Not to be confused with Thumb. This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: Thumbs! – news · newspape...

 

Particle accelerator Advanced Photon Source (APS)External view of the APSGeneral propertiesAccelerator typeStorage ringBeam typeElectronTarget typeLight sourceBeam propertiesMaximum energy7 GeVMaximum current100 mAMaximum brightness6×1019 ph./s/0.1%/mm2/mrad2Physical propertiesCircumference1,100 metres (3,600 ft)LocationLemont, IllinoisInstitutionUS-DoEDates of operation1995 – present The Advanced Photon Source (APS) at Argonne National Laboratory (in Lemont, Illinois) is a stora...

American TV series or program Million Dollar Extreme Presents: World PeaceAlso known asWorld PeaceGenre Sketch comedy Surreal humor Shock humor Created byMillion Dollar ExtremeWritten bySam HydeNick RochefortCharls CarrollAndrew RuseDirected byAndrew RuseStarringSam HydeNick RochefortCharls CarrollErick HaydenComposerBrian EllisCountry of originUnited StatesOriginal languageEnglishNo. of seasons1No. of episodes6 (list of episodes)ProductionExecutive producersAndrew RuseSam HydeNick Rochefort...

 

Certina Holding AGCompany typeAktiengesellschaft (German Aktiengesellschaft)IndustryConglomerateFounded1997FounderHans WehrmannHeadquartersGrünwald/Munich , Bavaria, GermanyArea servedWorldwideKey peopleDr. Hans Wehrmann (CEO), Heide Wehrmann (Chairwomen), Dr. Stefan Brungs (Head Automotive Holdings), Marcel Lampey (Head Legal Affairs), Holger Schmidt (Head Service Holdings), Wolfgang Wondra (Head Packaging Holdings), András von Kontz (Head Corporate Development), Giovanni Santamaria (Head ...

 

Technical standard For the UK economic planning forum 1962–1992, see National Economic Development Council. This article needs attention from an expert in Transport. The specific problem is: To distinguish from the fuel economy article. See the talk page for details. WikiProject Transport may be able to help recruit an expert. (April 2014) This article is part of a series onDriving cycles Europe NEDC: ECE R15 (1970) / EUDC (1990) (UN ECE regulations 83 and 101) United States EPA Federal Tes...

  لمعانٍ أخرى، طالع سوريا (توضيح). سوريا Provincia Syriaἐπαρχία Συρίας   الاسم الرسمي (باللاتينية: Syria)‏  موقع الإحداثيات 36°12′N 36°09′E / 36.2°N 36.15°E / 36.2; 36.15   تاريخ التأسيس 64 ق.م  تقسيم إداري  البلد روما القديمة[1]  العاصمة أنطاكية العاصي  تاريخ ال�...

 

Dichostates Dichostates lignarius lacunosus Klasifikasi ilmiah Kerajaan: Animalia Filum: Arthropoda Kelas: Insecta Ordo: Coleoptera Famili: Cerambycidae Genus: Dichostates Dichostates adalah genus kumbang tanduk panjang yang tergolong famili Cerambycidae. Genus ini juga merupakan bagian dari ordo Coleoptera, kelas Insecta, filum Arthropoda, dan kingdom Animalia. Larva kumbang dalam genus ini biasanya mengebor ke dalam kayu dan dapat menyebabkan kerusakan pada batang kayu hidup atau kayu yang...

 

Keuskupan Agung MaltaArchidioecesis Melitensis o MelevitanusArċidjoċesi ta' MaltaKatolik Katedral Santo Paulus, MdinaLokasiNegaraMaltaWilayahPulau MaltaProvinsi gerejawiMaltaSufraganKeuskupan GozoStatistikLuas246 km2 (95 sq mi)Populasi- Total- Katolik(per 2016)Kenaikan 426.000380,000 (89.2%)Paroki70Jemaat460InformasiDenominasiKatolikGereja sui iurisGereja LatinRitusRitus LatinPendirian60 M (sebagai Keuskupan Malta)1 Januari 1944(sebagai Keuskupan Agung Mal...

Pour les articles homonymes, voir Az-Zahir et Sayf ad-Dîn. Cet article est une ébauche concernant l’histoire et une personnalité égyptienne. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Az-Zâhir Sayf ad-Dîn BarquqFonctionsSultan mamelouk burjiteÉgypte1390-1399As-Sâlih Zayn ad-Dîn HajjiAn-Nâsir Faraj ben BarquqSultan mamelouk burjiteÉgypte1382-1389As-Sâlih Zayn ad-Dîn HajjiAs-Sâlih Zayn ad-Dîn...

 

Seaboard Air Line Railroad freight line in South Carolina For CSX's current Charleston Subdivision to the west, see Charleston Subdivision. East Carolina LineOverviewOther name(s)Andrews SubdivisionCharleston SubdivisionStatusstill operating north of Charleston under CSXOwnerSeaboard Air Line RailroadTerminiHamlet, North CarolinaSavannah, GeorgiaTechnicalLine length258.2 mi (415.5 km)ElectrificationNoSignallingCentralized traffic control Route map The Seaboard Air Line Railroad's Ea...