ტაგანროგი (რუს. Таганрог) — ნავსადგური ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, როსტოვის ოლქში. მდებარეობს აზოვის ზღვის პირას, ტაგანროგის ყურეზე, დონის როსტოვიდან დასავლეთით 70 კმ-ის დაშორებით. დაარსდა 1698 წელს პეტრე I-ის მიერ, როგორც სამხედრო პორტი და ციხე-სიმაგრე. ტაგანროგში 1825 წელს გარდაიცვალა იმპერატორი ალექსანდრე I.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო