„საბა“ — 1929 წლის ქართული საბჭოთა, ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო ფილმი, გადაღებული რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის მიერ. ეს იყო ჭიაურელის და მისი მეუღლის, ვერიკო ანჯაფარიძის პირველი თანამშრომლობა კინოში.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ტრამვაის ვატმანი საბა ლოთობისგნ სულიერი გადაგვარების გზაზე დგას. ერთხელ ის შემთხვევით საკუთარ შვილს გაიტანს და მხოლოდ ამის შემდეგ უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ფილმის ბოლოს ჩანან პიონერები, რომლებიც კუბოთი ბოთლს მიასვენებენ. საბას გამოჯანმრთელებულ შვილს უჭირავს პლაკატი „მამა, ნუ სვამ ღვინოს!“ ამ მსვლელობას სამსახურში აღდგენილი საბა ბედნიერი ღიმილით ადევნებს თვალს.
როლებში
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში