„არსენა“ — სს „სახკინმრეწვის“ 1937 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია მიხეილ ჭიაურელი. ფილმი ქართული ხალხური პოემის - „არსენას ლექსის“ მოტივებს ეფუძნება. მისი პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე 1937 წლის 20 მაისს შედგა.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმი XIX ს-ის გლეხთა აჯანყებასა და მის სულისჩამდგმელ ყაჩაღ არსენა ოძელაშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ჩაგრული გლეხობის დამცველი არსენა სათავეში უდგება აჯანყებას, რომელსაც სასტიკად უსწორდებიან რუსის ჯარის ნაწილები. ამ ფონზე იშლება არსენასა და მისი სატრფოს სიყვარულის თემა. უთანასწორო ბრძოლაში აჯანყება მარცხდება, არსენა კი მოღალატის ტყვიით განგმირული იღუპება.[1]
როლებში
ჯილდოები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო