|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამალაძე.
|
ლევან მამალაძე (დ. 17 იანვარი, 1968, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
1990 წელს დაამთავრა თბილისის ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ზოოსაინჟინრო ფაკულტეტი, 1991 წელს — ბოლონიის უნივერსიტეტი, ხოლო 1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1991-1994 წლებში იყო ზოოვეტერინარული ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მწვანეების პარტია“. 1994 წლიდან პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში.
არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიების ავტორი.1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა - „ჯიშთაშორისი შეჯვარების მეთოდით პროდუქტიულობის ამაღლება მეცხოველეობაში“.
რესურსები ინტერნეტში