2012 წლის 30 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს შინაგან მინისტრის პირველ მოადგილედ (ამიტომ შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება), ხოლო იმავე წლის 27 ნოემბერს საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.[3] 2013 წლის ნოემბერში დატოვა აღნიშნული თანამდებობა.[4] 2017 წელს, თანამოაზრეებთან ერთად დააარსა შემოქმედებითი სტუდია (შემდგომში — ტელევიზია) „პოსტივი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2018 წლის აგვისტომდე. 2018-2021 წლებში იყო პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. 2021 წლის 21 თებერვალს განაცხადა, რომ „დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით“ ბრუნდებოდა ტელეკომპანია „პოსტივიში“ და „უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით“ დაიცავდა „2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს“, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ დაადასტურა, რომ ტელეკომპანიაში საქმიანობას წყვეტდა და „ბრძოლას ახალ ამპლუაში განაგრძობდა“.[5]