თენგიზ გელოვანი (დ. 25 ნოემბერი, 1947, თბილისი — გ. 4 სექტემბერი, 1993) — ქართველი გეოგრაფი, პოლიტიკოსი.
1973 წელს დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. 1973-1990 წლებში იყო სამეცნიერო-საპროექტო ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი. საქართველოს რადიკალურ-მონარქისტული კავშირის მთავარი საბჭოს წევრი. 1992-1993 იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „რადიკალ–მონარქისტთა კავშირი“.
რესურსები ინტერნეტში