ზურაბ კიკალეიშვილი (დ. 22 ივნისი, 1950, მარტვილი) — ქართველი პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი.
1974 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
რესურსები ინტერნეტში