ერნან კრესპო
ერნან ხორხე კრესპო (ესპ. Hernan Jorge Crespo; დ. 5 ივლისი, 1975, ფლორიდა, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა „რივერ პლეიტის“, „პარმას“, „ლაციოს“, „ინტერის“, „ჩელსის“, „მილანის“, „ჯენოას“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. არგენტინის ორგზის ჩემპიონი და ლიბერტადორესის თასის მფლობელი „რივერ პლეიტის“ შემადგენლობაში. იტალიის თასის, იტალიის სუპერთასის და უეფა-ს თასის მფლობელი „პარმას“ შემადგენლობაში. იტალიის სუპერთასის მფლობელი „ლაციოს“ შემადგენლობაში. იტალიის სუპერთასის მფლობელი „მილანის“ შემადგენლობაში. ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი და ინგლისის სუპერთასის მფლობელი „ჩელსის“ შემადგენლობაში. იტალიის სამგზის ჩემპიონი და იტალიის სუპერთასის ორგზის მფლობელი „ინტერის“ შემადგენლობაში. პანამერიკული თამაშების ჩემპიონი და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1998, 2002 და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.
სანაკრებო კარიერა
1995–2007 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 64 მატჩი ითამაშა და 35 გოლი გაიტანა.
მიღწევები
საკლუბო
- რივერ პლეიტი
- პარმა
- ლაციო
- მილანი
- ჩელსი
- ინტერი მილანი
სანაკრებო
- არგენტინა
ინდივიდუალური
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| მეკარეები | |
---|
| მცველები | |
---|
| ნახევარმცველები | |
---|
| თავდამსხმელები | |
---|
|
|
|