ჯანლუკა ძამბროტა

ჯანლუკა ძამბროტა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯანლუკა ძამბროტა[1]
დაბადების
თარიღი
19 თებერვალი, 1977 (1977-02-19) (47 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
კომო, იტალია
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1994–1997 კომო 48 (6)
1997–1999 ბარი 59 (6)
1999–2006 იუვენტუსი 217 (7)
2006–2008 ბარსელონა 58 (3)
2008–2012 მილანი 80 (2)
2013–2014 კიასო 10 (2)
სულ 472 (26)
ეროვნული ნაკრები
1999–2010 იტალია 98 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჯანლუკა ძამბროტა (იტალ. Gianluca Zambrotta; დ. 19 თებერვალი, 1977, კომო, იტალია) — იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონი (2006), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (2000).

საკლუბო კარიერა

კომო

ჯანლუკა ძამბროტამ პროფესიონალური კარიერა „კომოში“ დაიწყო 1994 წელს, 17 წლის ასაკში. ახლგაზრდა მცველს საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება მხოლოდ ერთ მატჩში მოუწია. მომდევნო სეზონში კომო სერია ბ-ში გადავიდა და ძამბროტაც უკვე რეგულარულად ხვდებოდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში. „კომოში“ ორი სეზონი გაატარა, ამ ხნის განმავლობაში 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

ბარი

მალე ძამბროტათი უკვე „ბარის“ ხელმძღვანელები დაინტერესდნენ და ჯანლუკამაც კლუბის შეცვლა გადაწყვიტა. იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი 1997 წელს შედგა. გადასვლის პირველ სეზონში მარცხენა განაპირა მცველის პოზიციაზე თამშობდა. 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლის გატანა მოახერხა. პირველი გოლი ვენეციას გაუტანა, მეორე კი სან სიროზე „ინტერის“ კარში შეაგდო. მალე იტალიის 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელმა დინო ძოფიმ ძამბროტა ნაკრებში გამოიძახა. ჯანლუკა გახდა პირველი ფეხბურთელი „ბარიდან“, რომელმაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა.

მომდევნო 1998-1999 წლების სეზონში 32 შეხვედრა ჩაატარა „ბარის“ მაისურით და 4 გოლი გაიტანა. მისი შესანიშნავი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა და მალე ძამბროტამ „იუვენტუსისგან“ შემოთავაზება მიიღო. კარლო ანჩელოტის საკუთარი გუნდის შემადგენლობაში სურდა ეხილა.

იუვენტუსი

2000 წელს ზამთრის სატრანსფერო სეზონის გახსნისთანავე ჯანლუკა ძამბროტა „იუვენტუსში“ გადავიდა, „ბებერ ქალბატონს“ მცველის შეძენა 8 მილიონი ევრო დაუჯდა. ამ კლუბში თამაში საშუალებას აძლევდა საკუთარი შესაძლებლობები უმაღლეს ევროპულ ტურნირებში გამოევლინა და სკუდეტოსთვისაც ებრძოლა.

ტურინში გადასვლის პირველივე სეზონში ქვეყნის პირველობის შანსი ჰქონდა, თუმცა ბოლო ტურებში დაკარგეს ქულები. ბოლო მატჩში ძამბროტამ წითელი ბარათიც მიიღო პიერ ლუიჯი კოლინასგან. „იუვენტუსის“ წაფორხიალებით ისარგებლა „ლაციომ“ და საბოლოოდ ჩემპიონის ტიტული სწორედ რომაელებს ერგოთ.

მეორე სეზონში 2000-2001 წლებში ძამბროტამ 29 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. თუმცა ახლაც მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა. კარიერაში პირველი სკუდეტო 2001-2002 წლების სეზონში მოიპოვა. 32 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ძამბროტა დაშავდა და მომდევნო სეზონის პირველი ნახევარი თითქმის სრულად ჩააგდო. ამ ხნის განმავლობაში მისი ადგილი მარჯვენა ფლანგზე მაურო კამორანეზიმ დაიკავა.

გამოჯანმრთელების შემდეგ „იუვენტუსის“ მაშინდელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ძამბროტა მარცხენა მხარეს გაამწესა. პოზიციის შეცვლას ხელი არ შეუშლია და აქაც ისევე კარგად ათამაშდა, როგორც მოპირდაპირე ფრთაზე თამაშობდა. ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო მაშინ, როდესაც მეორე სკუდეტო მოიგო და მაშინაც როდესაც „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია. 2003 წელს იტალიური ფინალი გაიმართა ტურინელები „მილანელებს“ ეცილებოდნენ ტიტულის მოგებაში. საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. „როსონერის“ ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს დარტყმები და „იუვენტუსი“ ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

2005 წელს ძამბროტამ სკუდეტო მეოთხედ მოიგო. იმ პერიოდში ჯონათან ძებინა დაშავდა, გუნდში კი ჯორჯო კიელინი მოვიდა. ჯანლუკამ კვლავ მარცხნივ გადაინაცვლა, მარჯვენა ფლანგი კი ახალწვეულმა ჩაიბარა. იმავე წელს კლუბთან კონტრაქტი 2010 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა 2006 წელს იტალიურ ფეხბურთში კიდევ ერთი დიდი სკანდალი აგორდა, „იუვენტუსი“ გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულეს, სკუდეტო ჩამოართვეს და სერია ბ-ში დაააქვეითეს.

ტურინში გატარებული შესანიშნავი 7 სეზონის შემდეგ ძამბროტამ კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და „ბარსელონაში“ გადავიდა ლილიან ტურამთან ერთად.

ბარსელონა

ჯანლუკა ძამბროტა „ბარსელონაში“ 2006 წელს გადავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მცირე შესვენება აიღო. სეზონის დაწყებამდე კატალონიელებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნე მოაწყვეს, ძამბროტაც იქ შეუერთდა ახალ გუნდს. თუმცა მხოლოდ ბოლო თამაშში, 13 აგვისტოს, „ნიუ იორკ რედ ბულსის“ წინააღმდეგ ითამაშა. ოფიციალური დებიუტი კატალონიური კლუბის შემადგენლობაში მოგვიანებით, 17 აგვისტოს, ესპანეთის სუპერ თასსზე „ესპანიოლის“ წინააღმდეგ შედგა.

ძამბროტამ პირველი გოლი „ბარსელონას“ მაისურით პრიმერა დივიზიონის მორიგ ტურში 2007 წლის 17 მარტს „რეკრიატივო“ გაუტანა. ვისენტე კალდერონზე „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ 6-0 მოგებულ შეხვედრაში ჯანლუკამ თავისი წვლილი შეიტანა და კიდევ ერთი გოლი ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე.

კატალონიაში ძამბროტამ ორი სეზონი გაატარა ამ ხნის განმავლობაში 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლის გატანა შეძლო.

მილანი

ძამბროტა მილანელოში ვარჯიშზე 27 ნოემბერი 2008.

2008 წელს ძამბროტამ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. საბოლოო არჩევანი „მილანზე“ გააკეთა. ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე გააფორმა. „როსონერიმ“ 9 მილიონი ევრო გადაუხადა ესპანელებს. თავად ძამბროტა კი წელიწადში 4 მილიონ ევროს იღებს. „მილანი“ იმ დროს საკადრო პრობლემებს განიცდიდა. დაცვის მარჯვენა ფლანგი ჯანლუკას ანდეს. პირველი გოლი ახალი კლუბის რიგებში 31 სექტემბერს „ლაციოს“ გაუტანა.

ახალ 2009-2010 წლების სეზონში „მილანში“ დიდი ცვლილებები მოხდა გუნდიდან წავიდა კაპიტანი პაოლო მალდინი, მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ლეონარდომ ჩაანაცვლა, რომელიც კახა კალაძეს არ სწყალობდა, ამიტომ მარცხენა ფლანგზე ძამბროტამ მათი ადგილი დაიკავა. „როსონერი“ ჩემპიონთა ლიგიდან უკვე გამოვარდა, გუნდი არასტაბილურად გამოიყურებოდა სერია A-შიც, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ძამბროტა ამ სეზონსაც ტიტულის გარეშე დაასრულებდა.

ეროვნული ნაკრები

ახალგაზრდული ნაკრები

ჯანლუკა ძამბროტამ სერია ა-ში გამოჩენისთანავე ეროვნული ნაკრების მესვეურების ყურადღებაც მიიქცია. მალე 21 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს. პირველი მატჩი „აძურას“ მაისურით 1998 წლის 25 მარტს მალტის წინააღმდეგ ჩაატარა. იმავე წლის 22 აპრილს უელსის წინააღმდეგ პირველი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში ნაკრებში გამოჩენის პირველ სეზონში ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა. „სკუადრა აძურას“ მაისურით მოედანზე ხშირად ჩნდებოდა მომდევნო წელსაც.

ევრო 2000ზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ძამბროტა დაუბრუნდა ახალგაზრდულ ნაკრებს და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწლეობის მისაღებად გუნდთან ერთად გაემგზავრა. საწყის ეტაპზე, ჰონდურასთან და ავსტრალიასთან ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა შეცვლაზე შევიდა ნიგერიასთან. ეს ბოლო თამაში აღმოჩნდა ასაკობრივ ნაკრებში.

ეროვნული ნაკრები

მას შემდეგ, რაც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კაპიტანი პაოლო მალდინი ნაკრებიდან წავიდა, მარცხენა ფლანგისთვის კონკურენცია დაიწყო. იმ პერიოდში ჯანლუკა ძამბროტა იუვენტუსში სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა და კარგ სეზონსაც ატარებდა. სწორედ ამიტომ საბოლოო არჩევანი სწორედ მასზე გაკეთდა და ძამბოტამაც მალე მოახერხა ნაკრებში ადგილის დამკვიდრება.

თავისი პირველი გოლი სკუდრა აძურას რიგებში 2004 წლის გაზაფხულზე ტუნისის ნაკრებს გაუტანა.

ევრო 2004-ზე ძამბროტა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად წავიდა. მართალია, ის ჩემპიონატი იტალიის ნაკრებმა სუსტად ჩაატარა, თუმცა ჯანლუკა იმ მცირერიცხოვან იტალიელებს შორის აღმოჩნდა, რომელმაც კარგი შეფასება დაიმსახურა.

გერმანია 2006

ჩემპიონატებზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ სკუადრა აძურას მთავარი მწვრთნელი შეიცვალა — ჯოვანი ტრაპატონის შემდეგ მარჩელო ლიპი მოვიდა. ლიპის ფორმაციის ნაკრებში ძამბროტამ დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩაიბარა და შეუცვლელი ფიგურა გახდა.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩვი მატჩებიც სრულად ჩაატარა, ამიტომ მისი გამგზავრება გერმანიაში ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. თუმცა მუნდიალის მოსამზადებელ პერიოდში ტრავმა მიიღო. ლიპიმაც მაშინვე დანიელე ბონერა გამოიძახა და ჯანლუკას შემცვლელად წაიყვანა. ძამბროტამ ფორმის აღდგენა მალე მოახერხა და მსოფლიო ჩემპიოპნატზე მხოლოდ პირველი მატჩი გამოტოვა. მიუხედავად ამისა, იტალიამ განის დამარცხება მოახერხა. 17 ივნისს შეერთებული შტატების წინააღმდეგ მოედანზე ძამბროტა მოედანზე გამოვიდა და მარცხენა ფლანგი ჩაიბარა. ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

მომდევნო ეტაპზე ავსტრალიის წინააღმდეგ ძამბროტამ ყვითელი ბარათი მიიღო. იმ შეხვედრაში მსაჯმა მარკო მატერაცი გააძევა, მიუხედავად ამისა კაცნაკლულმა იტალიამ მეტოქის დამარცხება მაინც მოახერხა. 95-ე წუთზე ტოტიმ გაიტანა.

მეოთხედფინალში აპენინელები უკრაინელებს დაუპირისპირდნენ. ძამბროტა მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, მე-6 წუთზე ანგარიში სწორედ მან გახსნა. ეს მისი პირველი გოლი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. იმ შეხვედრაში ჯანლუკამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, როდესაც საკუთარი ნაკრები გაშვებული გოლისგან იხსნა. მარჩელო ლიპიმ ნაკრებში გარკვეული კორექტივები შეიტანა, უკვე მეორე ტაიმში ძამბროტამ ფლანგი შეიცვალა და საგოლე პასიც მიითვალა. 69-ე წუთზე საჯარიმოში პენალტის ნიშნულთან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ლუკა ტონის, რომელსაც ანგარიშის ორამდე გაზრდა არ გასჭირვებია.

ნახევარფინალში იტალიელები მასპინძელ გერმანელებს დორტმუნდში დაუპირისპირდნენ. ძამბროტა კვალავ მარჯვენა მცველად გამოვიდა მოედანზე. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დამატებით დროში კი იტალიელებმა 2:0 დაამარცხეს მეტოქე.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის 9 ივლისს გაიმართა. ძამბროტასთვის ეს პირველი ფინალი იყო ნაკრების შემადგენლობაში. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. საქმე პენალტებამდე მივიდა. ჯანლუკას არ დაურტყამს თერთმეტმეტრიანი, სამაგიეროდ მისმა თანაგუნდელებმა ზუსტად შეასრულეს ყველა დარტყმა და იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მეოთხედ მოიგო.

ჯანლუკა ძამბროტამ მუნდიალზე რამდენიმე პოზიციაზე ითამაშა და დაკისრებულ მოვალეობებს შესანიშნავად გაართვა თავი, ამიტომაც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ტიტულები

საკლუბო

იუვენტუსი სერია ა: 2002, 2003

იტალიის სუპერთასი: 2003

ინტერტოტოს თასი: 1999

ბარესელონა ესპანეთის სუპერთასი: 2006

სანაკრებო

მსოფლიო ჩემპიონი: 2006

პირადი

შედის ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში

შედის უეფას წლის გუნდში: 2006

ფიფპროს მსოფლიო XI: 2006

შედის მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში

რესურსები ინეტრნეტში

სქოლიო

  1. FIFA World Cup South Africa 2010 – List of Players (PDF). Fédération Internationale de Football Association (FIFA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 5 June 2013.
  2. Gianluca Zambrotta. AC Milan website. AC Milan. ციტირების თარიღი: 28 May 2012.

Read other articles:

American baseball player Baseball player Mike MontgomeryMontgomery with the Chicago Cubs in 2017Free agent PitcherBorn: (1989-07-01) July 1, 1989 (age 34)Mission Hills, California, U.S.Bats: LeftThrows: LeftProfessional debutMLB: June 2, 2015, for the Seattle MarinersKBO: July 3, 2021, for the Samsung LionsMLB statistics (through 2020 season)Win–loss record23–34Earned run average3.84Strikeouts415KBO statistics (through 2021 season)Win–loss record2-5Ear...

 

 

Hakeem Abdul Olajuwon -- lahir dengan nama Akeem Abdul Olajuwon -- (lahir 21 Januari 1963) adalah seorang mantan pemain bola basket dari tim Houston Rockets pada kompetisi NBA.Dengan tinggi 2.13 m, Hakeem termasuk dalam lima pemain tengah legendaris NBA, bersama dengan Bill Russell, Wilt Chamberlain, Kareem Abdul-Jabbar, dan Shaquille O'Neal. Hakeem Olajuwon berasal dari Nigeria, Ia ke Amerika hanya dibekali sebuah mimpi dan sebuah kesanggupan yang luar biasa untuk mempelajari Game of Basketb...

 

 

Voce principale: Associazione Calcio Prato. Associazione Calcio PratoStagione 1963-1964Sport calcio Squadra Prato Allenatore Luigi Ferrero poi Dino Ballacci Presidente Dino Baldassini Serie B18º posto. Retrocesso in Serie C. Coppa ItaliaSecondo turno. Maggiori presenzeCampionato: De Dura (34) Miglior marcatoreCampionato: Taccola (19) 1962-1963 1964-1965 Si invita a seguire il modello di voce Questa pagina raccoglie le informazioni riguardanti l'Associazione Calcio Prato nelle competizi...

内華達州 美國联邦州State of Nevada 州旗州徽綽號:產銀之州、起戰之州地图中高亮部分为内華達州坐标:35°N-42°N, 114°W-120°W国家 美國建州前內華達领地加入聯邦1864年10月31日(第36个加入联邦)首府卡森城最大城市拉斯维加斯政府 • 州长(英语:List of Governors of {{{Name}}}]]) • 副州长(英语:List of lieutenant governors of {{{Name}}}]])喬·隆巴爾多(R斯塔...

 

 

Richard Alan Rick MastracchioLahir11 Februari 1960 (umur 64)Waterbury, ConnecticutStatusPurnawirawanKebangsaanAmerika SerikatPekerjaanInsinyurKarier luar angkasaAntariksawan NASAWaktu di luar angkasa227 hari, 13 jam , 38 menitSeleksi1996 NASA GroupTotal EVA9Total waktu EVA53 jam, 4 menitMisiSTS-106, STS-118, STS-131, Soyuz TMA-11M (Expedition 38/39)Lambang misi Richard Alan Rick Mastracchio (lahir 11 Februari 1960) adalah seorang insinyur Amerika Serikat dan mantan antariksawan NASA. Ia...

 

 

City in Colorado, United States Home rule municipality in Colorado, United StatesGlenwood Springs, ColoradoHome rule municipality[1]View of Glenwood Springs from Lookout Mountain.Location of the City of Glenwood Springs in Garfield County, Colorado.Glenwood SpringsLocation of the City of Glenwood Springs in the United States.Coordinates: 39°32′44″N 107°20′05″W / 39.54556°N 107.33472°W / 39.54556; -107.33472Country United StatesState Colora...

Italian painter Madonna and Child, 1495–1499, Castello Sforzesco, Milan Giovanni Ambrogio Bevilacqua, also known as il Liberale Bevilacqua (active by 1481 to at least 1512) was an Italian painter active in Lombardy in a late-medieval or early Renaissance style. He was a pupil of Vincenzo Foppa of Milan.[1] Biography Bevilacqua was apparently born in Milan to a carpenter named Pietro. By 1481, he was noted under the patronage of Duke Francesco Sforza. He signed in 1485 a fresco depic...

 

 

BordersCompany typePrivateIndustryRetail (Specialty) Online shoppingFounded1997; 27 years ago (1997)Defunct2012; 12 years ago (2012)HeadquartersMelbourne, AustraliaNumber of locationsAustralia (Formerly 26) New Zealand (Formerly 5) Singapore (Formerly 2)ProductsBooks, Maps, CDs, DVDs, Calendars, Gift Packs, Magazines, Board Games, EncyclopediasWebsitewww.borders.com.au (Australian site) www.borders.co.nz (New Zealand site) www.borders.com.sg (Singaporean s...

 

 

American animated television series This article is about the television series. For the titular squad of clones, see Clone Force 99. Star Wars: The Bad BatchGenre Action-adventure Science fiction Created byDave FiloniBased onStar Warsby George LucasDeveloped by Dave Filoni Jennifer Corbett Directed byBrad Rau (supervising)Voices of Dee Bradley Baker Michelle Ang Composers Kevin Kiner Sean Kiner Deana Kiner Country of originUnited StatesOriginal languageEnglishNo. of seasons3No. of episodes47...

وحدات من قوة حدود شرق الأردن. صورة التقطت بين عامي 1934-1939 قوة حدود شرق الأردن هي قوة عسكرية تشكلت في 1 أبريل سنة 1926 من قبل حكومة الانتداب البريطاني على فلسطين كبديل عن قوات الدرك البريطانية في فلسطين. كانت مهمتها الدفاع عن الحدود الشمالية والجنوبية لشرق الأردن. كانت القوة جزء�...

 

 

2008 Maltese general election ← 2003 8 March 2008 2013 →   First party Second party   Leader Lawrence Gonzi Alfred Sant Party Nationalist Labour Last election 51.79%, 35 seats 47.51%, 30 seats Seats won 35 34 Seat change 4 Popular vote 143,468 141,888 Percentage 49.34% 48.79% Swing 2.45pp 1.28pp Prime Minister before election Lawrence Gonzi Nationalist Elected Prime Minister Lawrence Gonzi Nationalist Politics of Malta Republic Constitution...

 

 

Cagar Alam Nasional WolongAnak panda di pusat pembiakan panda Cagar Alam WolongLetakKabupaten Wenchuan, Provinsi Sichuan  TiongkokKota terdekatChengduKoordinat31°1′12″N 103°6′0″E / 31.02000°N 103.10000°E / 31.02000; 103.10000[1]Luassekitar 2.000 km2 (770 sq mi)Didirikan1963 Cagar Alam Nasional Wolong (Hanzi sederhana: 卧龙自然保护区; Hanzi tradisional: 臥龍自然保護區; Pinyin: Wòlóng Zìránbǎohùqū) ...

Kiryat MosheLingkunganNegara IsraelProvinsiYerusalemKotaYerusalemZona waktuUTC+3 (EAT) • Musim panas (DST)UTC+3 (EAT) Kiryat Moshe adalah sebuah lingkungan di kota suci Yerusalem di Provinsi Yerusalem, tepatnya di sebelah timur Israel.[1] Referensi ^ National Geospatial-Intelligence Agency. GeoNames database entry. (search Diarsipkan 2017-03-18 di Wayback Machine.) Accessed 12 May 2011. lbsLingkungan di YerusalemLingkungan-lingkungan Yerusalem sebelah timur garis genc...

 

 

For the mountain in Antarctica, see Fairchild Peak. Mountain in Colorado, United States Fairchild MountainFairchild Mountain, viewed from Trail Ridge RoadHighest pointElevation13,508 ft (4,117 m)[1][2]Prominence922 ft (281 m)[2]Parent peakYpsilon Mountain[2]Isolation1.19 mi (1.92 km)[2]Coordinates40°28′06″N 105°39′51″W / 40.4683168°N 105.6641704°W / 40.4683168; -105.6641704[3]...

 

 

Northrop YA-13 adalah pesawat versi serangan dari jenis Northrop Gamma. Setelah menerima perubahan mesin, pesawat itu dibentuk ulang menjadi XA-16. Northrop Gamma 2C adalah sebuah demonstrator yang didanai perusahaan berdasarkan desain Northrop Gamma 2A dan 2B. Ini desain awal yang terutama dirancang sebagai pembalap atau upaya rekor kecepatan. Kokpit kedua pesawat 2A dan 2B yang jauh ke belakang pada pesawat dekat ekor, tetapi untuk kokpit Gamma 2C itu bergerak maju ke posisi yang lebih kon...

Patrick Malahide nel 2012. Patrick Malahide, pseudonimo di Patrick Gerald Duggan[1] (Reading, 24 marzo 1945), è un attore britannico. Indice 1 Biografia 2 Filmografia 2.1 Cinema 2.2 Televisione 3 Doppiatori italiani 4 Note 5 Collegamenti esterni Biografia Patrick Duggan è nato a Reading, Berkshire da genitori irlandesi. Ha iniziato la sua carriera nel 1976 e da allora è apparso in numerose serie televisive, soprattutto britanniche, oltre che in vari film cinematografici. Tra i suoi...

 

 

Arts centre and former church in Chichester, England St Andrew-in-the-Oxmarket ChurchSt Andrew-in-the-Oxmarket Church in 2012.General informationAddressSt Andrew's Court, East StreetTown or cityChichesterCountryEnglandCoordinates50°50′12″N 0°46′36″W / 50.8366°N 0.7768°W / 50.8366; -0.7768Current tenantsOxmarket Centre of ArtsConstruction started13th century St Andrew-in-the-Oxmarket Church (later known as the Chichester Centre of Arts and the Oxmarket Centr...

 

 

Structure in watercraft construction For other uses, see Strake (disambiguation). A clinker-built Viking longship, whose overlapping planks constitute strakes. Garboard strakes and related near-keel members Diagram of typical modern metal-hulled ship’s exterior plating, with a single strake highlighted in red On a vessel's hull, a strake is a longitudinal course of planking or plating which runs from the boat's stempost (at the bows) to the sternpost or transom (at the rear). The garboard s...

This article is an orphan, as no other articles link to it. Please introduce links to this page from related articles; try the Find link tool for suggestions. (January 2020) Rebeca Mondragón UribeBorn(1912-05-18)May 18, 1912Sayula, Jalisco, MexicoDiedAugust 14, 1949(1949-08-14) (aged 37)Mexico CityResting placePanteón EspañolOccupationpoet, actorLanguageSpanishAlma materUniversity of Guadalajara Rebeca Mondragón Uribe (1912–1949) was a Mexican poet of the postmodernist movemen...

 

 

KRN redirects here. For other uses, see KRN (disambiguation). Władysław Gomułka led the Polish Workers' Party, which established the State National Council Krajowa Rada Narodowa in Polish (translated as State National Council or Homeland National Council, abbreviated to KRN) was a parliament-like political body created during the later stages of World War II in German-occupied Warsaw, Poland. It was intended as a communist-controlled center of authority, challenging organs of the Polish Un...