ნილტონ დოს სანტოსი (პორტ. Nílton dos Santos; დ. 16 მაისი, 1925, რიო-დე-ჟანეირო — გ. 27 ნოემბერი, 2013, იქვე) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, მარცხენა მცველი[1]. თამაშობდა „ბოტაფოგოში“. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 75-ჯერ და 3 გოლი გაიტანა.
ნილტონ სანტოსი მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი (1958, 1962) და ვერცხლის პრიზიორია (1950). ასევე არის სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი და 3-გზის ვერცხლის პრიზიორი. „ბოტაფოგოსთან“ ერთად არის რიო-დე-ჟანეიროს 4-გზის ჩემპიონი, რიო-სან-პაულოს ტურნირის 2-გზის გამარჯვებული; მოგებული აქვს სხვა ტიტულებიც. „ბოტაფოგოს“ რეკორდსმენი ჩატარებული თამაშების რაოდენობის მიხედვით[2]. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა[3]. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 22-ე ადგილზე დასახელდა.[4] ბრაზილიური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზის წევრი.[5]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო