ანდრეი შევჩენკო
Андрі́й Шевче́нко
|
პირადი მონაცემები |
---|
სრული სახელი |
Андрі́й Микола́йович Шевче́нко[1] |
---|
დაბადების თარიღი |
29 სექტემბერი, 1976 (1976-09-29) (48 წლის) |
---|
დაბადების ადგილი |
დვორკივშინა, უკრაინის სსრ |
---|
სიმაღლე |
183 სმ |
---|
სათამაშო პოზიცია |
თავდამსხმელი |
---|
ახალგაზრდული კარიერა |
---|
1986–1993 |
დინამო კიევი |
---|
პროფესიონალური კარიერა* |
---|
წლები |
გუნდი |
მატჩი |
(გოლი) |
---|
1994–1999 |
დინამო კიევი |
117 |
(60) |
---|
1999–2006 |
მილანი |
208 |
(127) |
---|
2006–2009 |
ჩელსი |
48 |
(9) |
---|
2008–2009 |
მილანი (იჯარა) |
18 |
(0) |
---|
2009–2012 |
დინამო კიევი |
55 |
(23) |
---|
სულ |
|
446 |
(219) |
---|
ეროვნული ნაკრები‡ |
---|
1994–1995 |
უკრაინა U18 |
8 |
(5) |
---|
1994–1995 |
უკრაინა U21 |
7 |
(6) |
---|
1995–2012 |
უკრაინა |
111 |
(48) |
---|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 23 ოქტომბერი, 2012 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ივნისი 2012 |
ანდრეი შევჩენკო (უკრ. Андрій Шевченко; დ. 29 სექტემბერი, 1976, დვორკივშინა, უკრაინა) — უკრაინელი სპორტსმენი, თანამედროვე ფეხბურთის სუპერვარსკვლავი.
ბიოგრაფია
ანდრეი დაიბადა 1976 წლის 29 სექტემბერს კიევის ოლქის იაგოტინსკის რაიონის სოფელ დვირკივშინაში პრაპორშჩიკის ნიკოლოზ შევჩენკოს ოჯახში.
ვაჟის დაბადების შემდეგ მალე შევჩენკოების ოჯახი კიევში გადავიდა საცხოვრებლად. იქ შევჩენკომ დაიწყო სწავლა ობოლონსკის 216–ე საშუალო სკოლაში, რომლის მოსწავლეები ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან მოიპოვონ შევჩენკოს მერხზე დაჯდომის უფლება. მაგრამ წარწერა 'აქ იჯდა შევჩენკო' ამოკაწრულია რამდენიმე მერხზე, და რომელია მათ შორის ნამდვილად შევჩენკოს მერხი არავინ იცის.
კლასი, რომელშიც ანდრეი ერთსულოვნად აირჩიეს ფიზ. მომზადების ორგანიზატორად, ითვლებოდა სუსტად, ის დააკომპლექტეს იმ ბავშვებისაგან, რომლებიც ვერ მოხვდნენ ფიზიკისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლების ჯგუფებში. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ბავშვებისათვის რომ ჩამოეყალიბებინათ მეგობრული და გულისხმიერი კოლექტივი. ლიდერი რა თქმა უნდა ანდრიუშა შევჩენკო იყო. ის იღებდა მონაწილეობას 'თემურელების' მოძრაობაში, მაკულატურასაც აგროვებდა, გოგოებსაც იცავდა. მაგრამ მასწავლებლებს ისიც ახსოვთ, თუ როგორ მონაწილეობდა ანდრეი ჩხუბებში, ტუალეტებშიც ეწეოდა და საერთოდ არაფრით არ გამოირჩეოდა ჩვეულებრივი საბჭოთა მოსწავლეებისაგან.
სანაკრებო კარიერა
შეჩენკო მონაწილეობდა მსოფლიოსა (2006 წ.) და ევროპის (2012 წ.) საფეხბურთ ჩემპიონატებზე. თითოეულ ტურნირზე მან 2-2 გოლი გაიტანა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შევჩენკომ სანაკრებო კარიერა დაასრულა.[2]
ტიტულები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო