გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) — გაეროს სააგენტო, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება დაიცვას ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული და მოქალაქეობის არმქონე პირები. აგრეთვე, სააგენტო საკუთარ ბენეფიციარებს ეხმარება ნებაყოფლობითი რეპატრიაციის, ადგილსამყოფელ ქვეყანაში ინტეგრაციისა და მესამე ქვეყანაში განსახლების პროცესში.

ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი შეიქმნა 1950 წლის 14 დეკემბერს (კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 1949 წლის 3 დეკემბრის N 319 A (IV) რეზოლუციით), მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. ორგანიზაციის შტაბბინა მდებარეობს შვეიცარიაში ქალაქ ჟენევაში. 1954 და 1981 წლებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატი დაჯილდოვდა ნობელის მშვიდობის პრემიით. ამჟამად ორგანიზაცია წარმოდგენილია მსოფლიოს 134 ქვეყანაში, სადაც დასაქმებულია 16 803 ადამიანი.

ისტორია

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთა ლიგის გაუქმების და გაეროს ფორმირების პარალელურად ევროპა ლტოლვილთა კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. 1947 წელს გაერომ ჩამოაყალიბა ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონალურად მალევე მოიშალა, თუმცა იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემის სიმძაფრიდან გამომდინარე, 1950 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, რომლის მთავარ ფუნქციას იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაცვა, დახმარება და რეპატრიაციის პროცესში მათი ხელშეწყობა წარმოადგენს.

1951 წელს გაერომ ოფიციალურად მიიღო ლტოლვილის სტატუსი, საიდანაც გამომდინარე ლტოლვილი არის პირი, რომელმაც რასის, რელიგიის, იდენტობის, პოლიტიკური პოზიციის ან სოციალური ჯგუფის კუთვნილების გამო არსებული დევნის ფარგლებში დატოვა და არ შეუძლია საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება. ტერნინის დამკვიდრებამ ოფიციალურად გაუხსნა გზა ორგანიზაციის სამომავლო ქმედებებს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო პირველი კრიზისის წინაშე 1956 წელს აღმოჩნდა, როცა უნგრეთი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა. რევოლუციის შედეგად იუგოსლავიისა და ავსტრიის ტერიტორიაზე 200 ათასზე მეტი პირი იქნა იძულებით გადასახლებული. კომისიის სპეციალური სააგენტოების მოქმედებების შედეგად, 180 ათასი ლტოლვილი 37 ქვეყანაში იქნენ გადანაწილებულნი.

1960 წელს, აფრიკის დეკოლონიზაციის, სასაზღვრო ომების, შიდა დაპირისპირებების ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი გაჩნდა, რამაც წარმოშვა საჭიროება გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო მასშტაბით ემოქმედა. 1967 წლის პროტოკოლით, სააგენტომ იტვირთა პასუხისმგებლობა საჭიროების ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით ემოქმედა. ამის შემდეგ, 1970-იანი წლებიდან სააგენტო იწყებს მოქმედებას ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე, ჩართულია ინდოეთის, პაკისტანის, ბანგლადეშის, ლაოსის, კამბოჯის, ვიეტნამის კონფლიქტებში. 1980-იანი წლები კიდევ ერთ გამოწვევად იქცა. მონაწილე სახელმწიფოები კონფლიქტების შედეგად ლტოლვილთა ნაკადის ზრდის გამო უარს ამბობენ საკუთარ ტერიტორიაზე მათ დასახლებაზე. შედეგად, სააგენტომ თავისუ ფუნქციონირების პრინციპი შეცვალა და უშუალოდ ჩაერთო კონფლიქტურ ზონებში მიმდინარე მოვლენებში.

სომალი, ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ნიგერია, სუდანი, იემენი, ლიბია, სირია – იმ ქვეყნების მხოლოდ ნაწილია, სადაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრიატი ამ მომენტში ყველაზე აქტიურად მოქმედებს.

საქართველოში მისი წარმომადგენლობა 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ლტოლვილთა კრიზისის გაჩენის პარალელურად დაფუძნდა. ოფიციალური მონაცემებით საქმიანობის ფარგლებში სააგენტომ 280 ათას იძულებით გადაადგილებულ პირს გაუწია დახმარება, რომელთაგან 160 ათასი პირის პრობლემა გადაჭრილია ინტეგრაციის ან დაბრუნების გზით.

მიზანი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი არის ჰუმანიტარული და სრულიად აპოლიტიკური ბუნების მქონე სააგენტო, რომლის მიზანია ლტოლვილთა პრობლემების ხანგრძლივი დროით გადაჭრა ნატურალიზაციის და ადგილობრივ მოსახლეობაში ინტეგრაციის დახმარების გზით, ასევე დევნილთა დახმარება დაბრუნების მოლოდინში ადგილობრივი ინტეგრაციის მეშვეობით. კონფლიქტებში სააგენტოს ჩართულობის მიზანია თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილების, დევნილებისა და მოქალაქეობის არ მქონე პირების უფლებების პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოდა, ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. მისი საქმიანობის მიდგომა ჰარმონიზებულია და ითვალისწინებს გაეროს სხვა სააგენტოების, პროგრამების, ფონდებისგან ჰუმანიტარული დახმარების მიღებას, რომელიც გაეროს მუდმივი კოორდინატორის მეშვეობით ხორციელდება და მიზნად ისახავს ჰუმანიტარულიდან უფრო ფართო განმავითარებელ რეაგირებაზე გადასხვას.

ფინანსური მდგომარეობა

ორგანიზაცია თითქმის მთლიანად ფინანსდება ნებაყოფლობითი შემოწირულობებით. მთლიანი ბიუჯეტის 86 %-ის კონტრიბუტორები არიან სახელმწიფოები და ევროკავშირი. 3 % ფინანსდება სხვა სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციების მიერ. 10 % კერძო სექტორის და სხვადასხვა ფონდის მიერ. დარჩენილი 1 % წარმოადგენს გაეროს მიერ გამოყოფილ სუბსიდიას ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად. აგრეთვე ორგანიზაციის საქმიანობაში გაეროს საბიუჯეტო კონტრიბუცია მოიცავს ავტომობილების და სხვა სატრანსპორტოა საშუალებებით დახმარებას.

1950 წლისთვის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ბიუჯეტი შეადგენდა 3 მლნ აშშ დოლარს. წლებთან ერთად იზრდებოდა ორგანიზაცია და დაფინანსებაც. 1990 წლისთვის წლიურმა შემოსავლებმა 1 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო 2019 წლის მონაცემებით წლიური ბიუჯეტი 8,6 მილიარდი აშშ დოლარია. სახელმწიფოებს შორის კონტრიბუციების მიხედვით პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, 2019 წელს ვაშინგტონმა ორგანიზაციას 1,707 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო.

ხელმძღვანელობა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იმყოფება გაეროს გენერალური ასამბლეის ეკონომიკისა და სოციალური საბჭოს (ECOSOC) დაქვემდებარებაში. ეს უკანასკნელი განსაზღვრავს სააგენტოს პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მიმართულებებს.

ორგანიზაციას ხელმძღვანელობს უმაღლესი კომისარი, რომელიც აირჩევა გენერალური ასამბლეის მიერ 5 წლის ვადით. მისი მოვალეობაა უზრუნველყოს სააგენტოს საქმიანობა. უმაღლესი კომისრის მიერ აირჩევა უმაღლესი აღმასრულებელი გუნდი, სადაც წარმოდგენილია უმაღლესი კომისრის მოადგილე, უმაღლესი კომისრის ასისტენტი ოპერაციების (ადმინისტრაციული საკითხების) მიმართულებით და კომისრის ასისტენტი ლტოლვილთა მხარდაჭერის მიმართულებით.

1958 წელს ასამბლეის (ECOSOC) გადაწყვეტილებით დაარსდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტი (ExCom). კომიტეტში წარმოდგენილნი არიან გაეროს წევრი სახელმწიფოები და სააგენტოები. კომიტეტს გააჩნია მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა, ხოლო სხვა წევრები აირჩევიან იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც გამოხატეს სურვილი ჩაერთონ ლტოლვილთა პრობლემის მოგვარებაში.

აღმასრულებელი კომიტეტი მინიმუმ წელიწადში ერთხელ, ოქტომბრის თვის ბოლო კვირაში იკრიბება. სხდომები ტარდება შვეიცარიაში ქ. ჟენევაში. ის ამტკიცებს ლტოლვილთა სააგენტოს ყოველწლიურ სამუშაო გეგმასა და ბიუჯეტს. აგრეთვე ის აძლევს რჩევებს უმაღლეს კომისარს ფუნქცია მოვალეობების განხორციელების პროცესში, ამზადებს მიღებული დაფინანსებისა და განხორციელებული პროგრამების შესახებ მიმოხილვებს, გასცემს ავტორიზაციას უმაღლესი კომისარისთვის რათა მან დაამყაროს ურთიერთობა ახალ დონორებთან და ამტკიცებს ორგანიზაციის ორწლიან საბიუჯეტო გეგმებს.

უმაღლესი კომისარი

დღეისათვის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მე-11 ხელმძღვანელია (უმაღლესი კომისარი) ფილიპო გრანდი, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ აირჩია 2016 წლის 1 იანვარს. მისი უფლებამოსილება შეწყდება 2020 წლის 31 დეკემბერს, არჩევიდან 5 წლის შემდეგ.

წარმომადგენლობა საქართველოში

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში 1993 წელს დაფუძნდა. საქართველოში ორგანიზაციის დაარსების მიზეზი გახდა აფხაზეთის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული დახმარება. 1990-იანი წლებიდან დღემდე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში აქტიურად იცავს თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილების, დევნილების და მოქალაქეობის არ მქონე პირების უფლებებს. დღეისათვის გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს საქმიანობა მოიცავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ 280,000 პირს, რომელთაგან 160,000 ადამიანის პრობლემა თითქმის მოგვარებულია ინტეგრაციის ან დაბრუნების გზით; აგრეთვე საქართველოში ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ 300-მდე ეთნიკური ჩეჩენი ლტოლვილი რუსეთის ფედერაციიდან და 1000-ზე მეტი მოქალაქეობის არმქონე პირი და თავშესაფრის მაძიებელი პირები (რომელთა რაოდენობა ხასიათდება მზარდი ტენდენციით).

სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროს მომსახურების განვითარების სააგენტოსთან, რათა დაცული იქნას ზემოთ აღნიშნული პირების უფლებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქმიანობის მიზანია: „ლტოლვილთა პრობლემების ხანგრძლივი დროით მოგვარება ნატურალიზაციისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის გზით, და დევნილთა დახმარება დაბრუნების მოლოდინში ადგილობრივი ინტეგრაციის მეშვეობით, ასევე მოქალაქეობის არ მქონე პირთა რაოდენობის შემცირება საქართველოში“. მისი მანდატი არის ჰუმანიტარული და არ მოიცავს პოლიტიკურ საკითხებს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა მდებარეობს თბილისში, ასევე აქვს საველე ოფისები ზუგდიდში, გალსა და სოხუმში.

პრიორიტეტული სფეროები

  • გადაადგილებული მოსახლეობის დაცვის, ინტეგრირების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული საქმიანობების კონსოლიდაცია.
  • ლტოლვილის სტატუსის განსაზღვრის პროცედურების მუდმივად გაუმჯობესება და ლტოლვილთა საკითხების მარეგულირებელი არსებული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • რუსეთის ფედერაციიდან დევნილი ეთნიკური ჩეჩენი ლტოვილების ინტეგრაციის საკითხები.
  • ადვოკატირებას უწევს საქართველოს კანონმდებლობის უწყვეტ და სისტემატურ გაუმჯობესებას, რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფებისა და ინდივიდების მოქალაქეობის არ ქონის პრევენციის მიზნით.
  • 20122014 წლების დევნილების შესახებ სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულება.

საქართველოში სააგენტოს ხელმძღვანელია: იოკო აკასაკა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელი სამხრეთ კავკასიაში.

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada November 2022. Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber...

 

Ministerial office in the United Kingdom Not to be confused with Chancellor of the Exchequer. United KingdomChancellor of the Duchy of LancasterArms of the Duchy of LancasterFlag of the Duchy of LancasterIncumbentOliver Dowdensince 25 October 2022 (2022-10-25) Government of the United Kingdom Cabinet Office Duchy of Lancaster StyleThe Right Honourable(within the UK and Commonwealth)Member of Cabinet Privy Council National Security Council Reports to The Monarch Prime Minis...

 

Strada statale 144di OropaDenominazioni successiveStrada provinciale 144 di Oropa LocalizzazioneStato Italia Regioni Piemonte DatiClassificazioneStrada statale InizioBiella FineSantuario di Oropa Lunghezza11,355[1] km Data aperturaD.P.R. 11 aprile 1951, n. 459[2] GestoreTratte ANAS: nessuna (dal 2001 la gestione è passata alla Provincia di Biella) Manuale Pietra miliare a Cossila La ex strada statale 144 di Oropa (SS 144), ora strada provinciale 144 di Oropa (SP 144...

Overview of the events of 1998 in video games List of years in video games … 1988 1989 1990 1991 1992 1993 1994 1995 1996 1997 1998 1999 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 … Art Archaeology Architecture Literature Music Philosophy Science +... This article may misquote or misrepresent many of its sources. Please see the cleanup page for more information. Editors: please remove this warning only after the diffs listed [[Wikipedia talk:Requests for comment/Jagged 85/{{{subpage}}}...

 

Artikel ini membutuhkan rujukan tambahan agar kualitasnya dapat dipastikan. Mohon bantu kami mengembangkan artikel ini dengan cara menambahkan rujukan ke sumber tepercaya. Pernyataan tak bersumber bisa saja dipertentangkan dan dihapus.Cari sumber: Kempeitai – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR Kempetai 憲兵隊 Kenpeitai Logo Kempeitai terdapat di ban lengan petugasAktif1881–1945Negara Kekaisaran JepangCabang Angkatan Darat ...

 

القائمة التالية هي قائمة للاعبي المنتخبات التي شاركت في بطولة أمم أوروبا 2020 في عدة مدن أوروبية، والتي أقيمت في الفترة ما بين 11 يونيو و11 يوليو 2021. لتقليل العبء على اللاعبين بسبب انتشار جائحة فيروس كورونا في أوروبا 2020–21، تم زيادة عدد اللاعبين في القائمة النهائية للمنتخبات ا�...

SOSTDC1 المعرفات الأسماء المستعارة SOSTDC1, ECTODIN, USAG1, CDA019, DAND7, sclerostin domain containing 1 معرفات خارجية الوراثة المندلية البشرية عبر الإنترنت 609675 MGI: MGI:1913292 HomoloGene: 9154 GeneCards: 25928 علم الوجود الجيني الوظيفة الجزيئية • BMP binding• BMP receptor activity المكونات الخلوية • الفراغ خارج الخلية• خارج خلوي العملي�...

 

Oberstdorf. Oberstdorf adalah kota yang terletak di distrik Oberallgäu di Bayern, Jerman. Kota Oberstdorf memiliki luas sebesar 229,74 km2. Oberstdorf pada tahun 2006, memiliki penduduk sebanyak 9.944 jiwa. lbsKota dan kotamadya di OberallgäuAltusried | Bad Hindelang | Balderschwang | Betzigau | Blaichach | Bolsterlang | Buchenberg | Burgberg im Allgäu | Dietmannsried | Durach | Fischen | Haldenwang | Immenstadt | Lauben...

 

United States tax codes Breakdown of revenues for US Federal Government in 2023 This article is part of a series onTaxation in the United States Federal taxation Alternative minimum tax Capital gains tax Corporate tax Estate tax Excise tax Gift tax Generation-skipping transfer tax Income tax Payroll tax Internal Revenue Service (IRS) Internal Revenue Code (IRC) IRS tax forms Revenue by state History Constitutional authority Taxpayer standing Court Protest Evasion Resistance State and local ta...

American businessman and politician (born 1954) For other people with similar names, see Michael Braun (disambiguation). Mike BraunOfficial portrait, 2019United States Senatorfrom IndianaIncumbentAssumed office January 3, 2019Serving with Todd YoungPreceded byJoe DonnellyRanking Member of the Senate Aging CommitteeIncumbentAssumed office January 3, 2023Preceded byTim ScottMember of the Indiana House of Representativesfrom the 63rd districtIn officeNovember 5, 2014&...

 

Johan August GripenstedtMinister without PortfolioIn office7 April 1848 – 1856MonarchOscar IPreceded byClaës GüntherSucceeded byCarl Göran MörnerMinister for FinanceIn office28 May 1856 – 4 July 1866MonarchsOscar I (1844–1859),Charles XV (1859–1866)Preceded byCarl Otto PalmstiernaSucceeded byGustaf Lagercrantz Personal detailsBorn(1813-08-11)11 August 1813Duchy of Holstein, German ConfederationDied13 July 1874(1874-07-13) (aged 60)Stockholm, SwedenPolitical ...

 

American politician (1895–1975) This article is about the American politician. For the horse trainer, see Clinton Anderson (horse trainer). Clinton AndersonOfficial portrait, c. 1945United States Senatorfrom New MexicoIn officeJanuary 3, 1949 – January 3, 1973Preceded byCarl HatchSucceeded byPete Domenici13th United States Secretary of AgricultureIn officeJune 30, 1945 – May 10, 1948PresidentHarry S. TrumanPreceded byClaude R. WickardSucceeded byCharles F. Br...

1914–1916 British, French and Belgian invasion of the German colony of Kamerun Kamerun campaignPart of the African theatre of World War IBritish QF 12-pounder 8 cwt firing at Fort Dachang in 1915Date6 August 1914 – 10 March 1916(1 year, 7 months and 4 days)LocationGerman Kamerun and British Nigeria03°52′N 11°31′E / 3.867°N 11.517°E / 3.867; 11.517Result Allied victoryTerritorialchanges Kamerun divided into League of Nations mandates under Bri...

 

Practical highest position in the Vietnamese politics General Secretary of the Communist Party of Vietnam Central CommitteeTổng Bí thư Ban Chấp hành Trung ương Đảng Cộng sản Việt NamEmblem of the Communist Party of VietnamFlag of the Communist Party of VietnamIncumbentNguyễn Phú Trọngsince 19 January 2011TypeParty leaderMember ofCentral CommitteePolitical BureauCentral Military CommissionSecretariatAppointerCentral CommitteeTerm lengthFive years, renewable once (bu...

 

Examiner Newspaper Group, Inc.Houston Community Newspapers Examiner Newspaper Group officesParent companyHouston ChronicleStatusActiveFounded2001; 23 years ago (2001)FoundersGeorge Boehme and Edwin HenryCountry of originUnited StatesPublication typesBellaire Examiner, Memorial Examiner, River Oaks Examiner, and West University ExaminerNonfiction topicsLocal newsOwner(s)Hearst CorporationOfficial websitewww.yourexaminernews.com The Examiner Newspaper Group, Inc. consists of a...

Tour company in Fairbanks, Alaska The Discovery III docked in Fairbanks, Alaska The Riverboat Discovery is a tour company in Fairbanks, Alaska, which operates sternwheel riverboats on the Chena and Tanana rivers. Riverboat DiscoveryCompany typeFamily business (owned by the Binkley family)IndustryTourismFounded1950HeadquartersFairbanks, Alaska, United StatesProductsRiver toursParentAlaska Riverways, Inc.Websitehttp://www.riverboatdiscovery.com/ History The Riverboat Discovery business was foun...

 

Saudi warship class This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Al Madinah-class frigate – news · newspapers · books · scholar · JSTOR (February 2017) (Learn how and when to remove this message) Al Madinah in 2017 Class overview NameAl Madinah class Builders Arsenal de Lorient, France CNIM, La Seyne, Fra...

 

دوبكي تقسيم إداري  البلد روسيا  تعديل مصدري - تعديل   يفتقر محتوى هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر. فضلاً، ساهم في تطوير هذه المقالة من خلال إضافة مصادر موثوق بها. أي معلومات غير موثقة يمكن التشكيك بها وإزالتها. (مارس 2016) دوبكي (بالروسية: Дубки) هي مدينة في مقاطعة ماغا�...

Mexican professional wrestling championship Mexican National Women's Tag Team Championship(Campeonato Nacional de Parejas Femenil)The championship beltsDetailsPromotionComisión de Box y Lucha Libre México D.F.[a]AAA (1992–1997)[a]Consejo Mundial de Lucha Libre (2020–present)[1]Date establishedApril 10, 1990[1]Current champion(s)Andrómeda and SkadiDate wonMarch 8, 2024StatisticsFirst champion(s)Irma González and Irma AguilarMost reignsLa Briosa (2 reigns...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Februari 2023. Ave Caesar! Morituri te salutant, lukisan karya Jean-Léon Gérôme (1859). Lukisan ini menggambarkan para gladiator sedang menghormati Kaisar Vitellius Avē Imperātor, moritūrī tē salūtant (Salam, Kaisar, mereka yang akan mati memberi hormat pad...