მარტი აჰტისაარი

მარტი აჰტისაარი
მარტი აჰტისაარი
ფინეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მარტი, 1994 – 1 მარტი, 2000
წინამორბედიმაუნო კოივისტო
მემკვიდრეტარია ჰალონენი

დაბადებული23 ივნისი, 1937
ვიბორგი, ფინეთი
გარდაცვლილი16 ოქტომბერი, 2023
ჰელსინკი, ფინეთი
ეროვნებაფინელი
პოლიტიკური პარტიასოციალ-დემოკრატიული პარტია

მარტი ოივა კალევი აჰტისაარი (ფინ. Martti Oiva Kalevi Ahtisaari; დ. 23 ივნისი, 1937 — გ. 16 ოქტომბერი, 2023) — ფინელი (ეთნიკურად ბალტიისპირელ-ფინელი) პოლიტიკოსი და დიპლომატი, ფინეთის პრეზიდენტი 1994-2000 წლებში. ბოლოს იგი იყო კოსოვოს კონფლიქტის მოგვარების საკითხში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი. ნობელის მშვიდობის პრემიის 2008 წლის ლაურეატი კონფლიქტების მოგვარებაში აქტიური როლის შესრულებისთვის რამდენიმე კონტინენტზე სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.[1]

ბიოგრაფია

მარტი აფტისაარი დაიბადა 1937 წლის 23 ივნისს ვიბორგში, ფინეთი, ნორვეგიული წარმოშობის ფინელი ოფიცრის ოჯახში. სსრკ-ფინეთის ომის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კუოპიოში, ხოლო 1952 წელს ოულუში. 1959 წელს დაამთავრა ოულუს უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი. ოულუში გახდა ახალგაზრდების მოხალისეობრივი ორგანიზაციის „ახალგაზრდების ქრისტიანული ასოციაციის“ (YMCA) წევრი და 1960 წელს გაეგზავრა ყარაჩიში (პაკისტანი), სადაც ხელმძღვანელობდა ასოციაციის ფიზიკური აღზრდის სკოლას. 1963 წელს მარტი აჰტისაარი დაბრუნდა ფინეთში, ჰელსინკიში, სადაც გაწევრიანდა პოლიტექნიკუმში და მუშაობდა განვითარებადი ქვეყნების დახმარების ორგანიზაციებში.

1965 წელს გახდა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. 1973 წელს დაინიშნა ელჩად ტანზანიაში (1973-1976 წწ.), 1975-1976 წლებში პარალელურად იყო ელჩი ზამბიაში, სომალიში და მოზამბიკში. 1977-1981 წლებშI გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელია ნამიბიაში.

1978 წლიდან აჰტისაარი მუშაობს გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში და უკავია საპასუხისმგებლო თანამდებობები ამ ორგანიზაციაში.

1989 წლის მარტში სათავეში ჩაუდგა გაეროს მისიას ნამიბიაში. ქვეყანაში მუშაობის დროს ნამიბიის დამოუკიდებლობამდე მიყვანის გამო მიენიჭა ნამიბიის საპატიო მოქალაქის წოდება.

ხელმძღვანელობდა გაეროს მისიას ერაყში 1991 წლის ომის (ოპერაცია „ქარიშხალი უდაბნოში“) შემდგომი შედეგების დაძლევის დროს.

1992 წლის სექტემბრიდან 1993 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა გაეროს სამუშაო ჯგუფს, რომელიც მუშაობდა ბოსნია და ჰერცეგოვინაში სიტუაციის დარეგულირებაზე.

1993 წელს გახდა ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, რომელმაც იგი წარადგინა 1994 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად.

1994 წელს გახდა ფინეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც აირჩიეს პირდაპირი, საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად. მისი პრეზიდენტობის დროს, 1995 წელს ფინეთი ევროკავშირის წევრი გახდა.

1995 წელს ესპერანტოს მსოფლიო ასოციაციისაგან მიიღო ზამენგოფის სახელობის პრემია მშვიდობის განმტკიცებასა და საერთაშორისო ურთიერთგაგებაში შეტანილი წვლილისათვის, რომელიც ეთანხმებოდა ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფის იდეალებს.

1999 წელს ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მისიას, რომელიც ნატოსთან და რუსეთთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებას იუგოსლავიის ხელმძღვანელობასთან. ივნისში, ნატოს დაბომბვიდან 11 კვირის შემდეგ, იუგოსლავიაში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ ვიქტორ ჩერნომირდინთან ერთად მიაღწია იმას, რომ იუგოსლავიის პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა ხელი მოაწერა ნატოს პირობებს კონფლიქტის დასრულების შესახებ. 2000 წელს ჰელსინკიში გაიმართა მისი წიგნის „მისია ბელგრადში“ პრეზენტაცია, რომელშიც იგი მკითხველს მოუთხრობს აღნიშნული მოვლენების შესახებ.

პრეზიდენტის თანამდებობაზე ექვსწლიანი ყოფნის შემდეგ დაუბრუნდა სამშვიდობო მოღვაწეობას.

2000 წლიდან არის ფინური ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანიის UPM-Kymmene-ს დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრი. აუდიტის კომიტეტის წევრი. ამჟამად არის მის მიერვე შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია „კრიზისული მმართველობის ინიციატივა“ ხელმძღვანელი.

2003 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, იგი ხელმძღვანელობდა ექსპერტთა ჯგუფს ორგანიზაციის თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხებში. ოქტომბერში ჯგუფმა წარადგინა მოხსენება ნიუ-იორკში, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა გაეროს მისიების დაცვის ზომებს მსოფლიოში. არის ეუთოს პირადი ელჩი ცენტრალურ აზიაში.

2005 წლის ნოემბერში დაინიშნა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად კოსოვოში, ხოლო 2012 წლის აგვისტოში მისი კანდიდატურა განიხილებოდა გაეროის სპეციალური წარგზავნილის თანამდებობაზე სირიის კრიზისის მოგვარების საკითხებში.

2020 წლის 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ მარტი აჰტისაარს დაუდგინდა კორონავირუსი. გარდაიცვალა 2023 წლის 16 ოქტომბერს 86 წლის ასაკში.[2]

კრიტიკა

გაეროს მისია ნამიბიაში

მიუხედავდ იმისა, რომ მარტი აჰტისაარი გახდა ნამიბიის საპატიო მოქალაქე, ნამიბიის პირველი პრეზიდენტი სემ ნუიომა 2001 წელს გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიულ პუბლიკაციაში მკვეთრად აკრიტიკებს აჰტისაარის მოღვაწეობას ნამიბიაში.

იუგოსლავიის დაბომბვაზე მხარდაჭერა

ასევე მას აკრიტიკებდა ბელგრადში გამომავალი გაზეთი „კვირის ტელეგრაფი“, რადგან მხარი დაუჭირა მის დაბომბვას. გაზეთმა გამოაქვეყნა ვიქტორ ჩერნომირდინისა და მარტი აჰტისაარის მოლაპარაკებების დეტალები იუგოსლავიის პრეზიდენტთან: „აჰთისაარმა დაიწყო სხდომა შემდეგი განცხადებით: „ჩვენ აქ არ შევიკრიბეთ განსახილველად ან მოლაპარაკებებისათვის“... მილოშევიჩმა აიღოი დოკუმენტები და ჰკითხა: „რა მოხდება თუკი ჩვენ ამას ხელს არ მოვაწერთ?“ პასუხად აჰტისაარმა მაგიდის ცენტრიდან გადასწია საყვავილე და ხელი გადაუსვა მაგიდის პრიალა ზედაპირს: „ბელგრადი იქნება, როგორც ეს მაგიდა. ჩვენ სასწრაფოს დავიწყებთ ბელგრადის ხალიჩისებურ დაბომბვას“. აჰტისაარმა გაიმეორა თავისი ჟესტი და მუქარა „ეს მოხდება ბელგრადში“ და წუთიერი დუმილის შემდეგ დაამატა „ერთ კვირაში ნაკლებ პერიოდში მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპება“[3][4].

კორუფციაში დადანაშაულება

ძირითადად რუსული პრესა ადანაშაულებდა აჰტისაარს „აჰტისაარის გეგმის“ გამო, რომელიც აღწერს სერბეთის პროვინციის კოსოვოს გამიჯვნის პროცესს. მათი თქმით გეგმის ნაწილი ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას და გაეროს უშიშროების საბჭოს № 1244 რეზოოლუციას. რუსულ პრესაში ვრცელდება ბრალდებები, გერმანული სადაზვერვო სააგენტოს BND-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ აჰიტისარმა დიდი ქრთამი მიიღო კოსოვოს სეპარატისტებისგან ამ გეგმის შემუშავებისა და განვითარების მიზნით[5][6].

ნობელის პრემია

2008 წლის ოქტომბერში გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, რომელიც მიენიჭა კონფლიქტების მოგვარებაში აქტიური როლის შესრულებისთვის რამდენიმე კონტინენტზე სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ სტუბმა დაჯილდოების დღეს უწოდა „ფინეთისათვის ისტორიული დღე“[7].

ძირითადად რუსი და რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსი აჰტისაარისათვის ნობელის მშვიდობის პრემიის გადაცემას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა[8][9]. პრემიის პოლიტიკურ ხასიათზე საუბრობდა ასევე იუგოსლავიის ყოფილი ელჩი მოსკოვში, სლობოდან მილოჩევიჩის ძმა ბორისლავ მილოშევიჩი[10].

ოჯახი

1968 წელს მარტი აჰტისაარი 1968 წელს დაქორწინდა ევა აჰტისაარზე (დაბადებით ჰიუვიარინენი). 2020 წლის 21 მარტს მას დაუდგინდა ახალი კორონავირუსული ინფექცია. შესაძლებელია მას ვირუსი გადასდებოდა ჰელსინკის მუსიკის სახლში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტის დროს. სამი დღის შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა თავად ექს-პრეზიდენტ მარტი აჰტისაარს. 14 აპრილს ფინეთის პრეზიდენტის კანცელარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექს-პრეზიდენტსა და მის მეუღლეს კორონავირუსის ტესტზე აქვთ უარყოფითი შედეგი.

მარტი აჰტისაარის შვილია მარკო, რომელიც 1969 წელს დაიბადა ჰელსინკიში. ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა ეკონომიკას, ფილოსოფიასა და მუსიკას. 2012 წლის თებერვლიდან არის კონცერნის დირექტორად დიზაინის საკითხებში, ასევე არის Nokia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 2008 წლის ნობელის მშვიდობის პრემია
  2. გარდაიცვალა მარტი აჰტისაარი, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი
  3. Балканы. Война закончилась. Мир ещё в пути//Эхо планеты. № 25 (584) 18-24 июня 1999.
  4. Скандал са Нобелом за Ахтисарија. Нова српска политичка мисао. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2009-03-29.
  5. Награда за Косово. РБК daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2008-02-28.
  6. Секс, деньги и Косово. Огонёк. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-15. ციტირების თარიღი: 2008-02-28.
  7. Финляндия стала известной в мире благодаря Ахтисаари — финский МИД // РИА Новости, 10 октября 2008
  8. Ахтисаари вновь расколол Косово и мир // РИА Новости, 10 октября 2008
  9. Мнения по поводу присуждения премии Ахтисаари разошлись // Вести, 10 сентября 2008
  10. Брат Милошевича огорчен решением Нобелевского комитета вручить премию мира Мартти Ахтисаари // Интерфакс, 10 сентября 2008
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
მაუნო კოივისტო
ფინეთის პრეზიდენტი
19942000
შემდეგი:
ტარია ჰალონენი

Read other articles:

CastelvenereKomuneComune di CastelvenereLokasi Castelvenere di Provinsi BeneventoNegara ItaliaWilayah CampaniaProvinsiBenevento (BN)Luas[1] • Total15,44 km2 (5,96 sq mi)Ketinggian[2]119 m (390 ft)Populasi (2016)[3] • Total2.620 • Kepadatan170/km2 (440/sq mi)Zona waktuUTC+1 (CET) • Musim panas (DST)UTC+2 (CEST)Kode pos82030Kode area telepon0824Situs webhttp://www.comune.castelvenere....

 

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Februari 2023. Bo SanchezLahir11 Juli 1966 (umur 57)Caloocan City, PhilippinesKebangsaanFilipinoPekerjaanrohaniwan awam, pengusaha, penulisSuami/istriMarowe SanchezAnakBenedict Sanchez, Francis SanchezSitus webhttp://www.bosanchez.ph Bo Sanchez yang memiliki na...

 

 

Part of a series onBritish law Acts of Parliament of the United Kingdom Year      1801 1802 1803 1804 1805 1806 1807 1808 1809 1810 1811 1812 1813 1814 1815 1816 1817 1818 1819 1820 1821 1822 1823 1824 1825 1826 1827 1828 1829 1830 1831 1832 1833 1834 1835 1836 1837 1838 1839 1840 1841 1842 1843 1844 1845 1846 1847 1848 1849 1850 1851 1852 1853 1854 1855 1856 1857 1858 1859 1860 1861 1862 1863 1864 1865 1866 1867 1868 1869 1870 1871 1872 1873 1874 1875 1876 1877 1878 ...

British archaeologist Judith HerrinFSAHerrin in 2016Born1942 (age 81–82)AwardsHeineken Prize for History (2016)Duff Cooper Prize (2020)Academic backgroundEducationNewnham College, Cambridge (BA)University of Birmingham (PhD)ThesisThe Social and Economic Structure of Central Greece in the Late Twelfth Century (1972)Academic workDisciplineByzantine studiesInstitutionsPrinceton UniversityKing's College London Judith Herrin FSA (/ˈhɛrɪn/; born 1942) is an English archaeologist,...

 

 

Duke of Gascony William VIIIDuke of GasconyReign1052–1086PredecessorBernard II TumapalerSuccessorWilliam IX, Duke of AquitaineDuke of AquitaineReign1058–1086PredecessorWilliam VII, Duke of AquitaineSuccessorWilliam IX, Duke of AquitaineBornGui-Geoffroic. 1025PoitiersDied25 September 1086ChizéSpouseGarsende of PérigordMatoedaHildegarde of BurgundyIssueAgnes of Aquitaine, Queen of León and CastileAgnes of Aquitaine, Queen of Aragon and NavarreWilliam IX, Duke of AquitaineHouseRamnulfi...

 

 

2007 single by Bow Wow featuring R. Kelly I'm a FlirtSingle by Bow Wow featuring R. Kellyfrom the album The Price of Fame ReleasedMarch 2, 2007 (US)Recorded2006GenreHip hopR&BLength4:36LabelSo So Def RecordingsLBW EntertainmentSony Urban MusicColumbiaSongwriter(s)Shad MossRobert KellyRonnie JacksonProducer(s)Lil' RonnieBow Wow singles chronology Outta My System (2007) I'm a Flirt (2007) Don't Know About That (2007) R. Kelly singles chronology Go Getta(2007) I'm a Flirt(2007) Make ...

11th and 13th prime minister of Pakistan (1953–2007) MohtarmaBenazir Bhuttoبينظير بُھٹوBhutto in 200613th Prime Minister of PakistanIn office18 October 1993 – 5 November 1996PresidentWasim Sajjad (acting)Farooq LeghariPreceded byNawaz SharifMoeenuddin Ahmad Qureshi (caretaker)Succeeded byMalik Meraj Khalid (caretaker)Nawaz Sharif11th Prime Minister of PakistanIn office2 December 1988 – 6 August 1990PresidentGhulam Ishaq KhanPreceded byMuhammad Khan J...

 

 

Island southwest of the Philippines For the municipality, see Jolo, Sulu. For other uses, see Jolo (disambiguation). JoloNative name: Sūg / Lupah SugSatellite image of JoloJoloLocation within the PhilippinesGeographyCoordinates5°58′23″N 121°9′0″E / 5.97306°N 121.15000°E / 5.97306; 121.15000ArchipelagoSulu archipelagoAdjacent toCelebes SeaSulu SeaMajor islandsBasilanJoloTawi-tawiArea869 km2 (336 sq mi)Highest elevation803 m (2635...

 

 

Subdivision of Odesa Oblast, Ukraine Raion in Odesa Oblast, UkrainePodilsk Raion Подільський районRaionul BârzulaRaion FlagCoat of armsShow Podilsk RaionShow Odesa OblastShow UkraineCoordinates: 47°42′29″N 29°32′17″E / 47.70806°N 29.53806°E / 47.70806; 29.53806Country UkraineOblast Odesa OblastEstablished1923Admin. centerPodilskSubdivisions12 hromadasGovernment • GovernorVolodymyr Syn'koArea- since July 2020 •&#...

Untuk novel, lihat The Garden of the Finzi-Continis. The Garden of the Finzi-ContinisPoster rilis teatrikalSutradaraVittorio de SicaProduserArthur CohnGianni Hecht LucariArtur BraunerDitulis olehVittorio BonicelliPemeranLino CapolicchioDominique SandaHelmut BergerFabio TestiRomolo ValliPenata musikManuel De SicaSinematograferEnnio GuarnieriPenyuntingAdriana NovelliTanggal rilis 4 Desember 1970 (1970-12-04) Durasi94 menitNegaraItaliaBahasaItalia The Garden of the Finzi-Continis (bah...

 

 

Matt Reeves nel 2014 Matt Reeves (Rockville Centre, 27 aprile 1966) è un regista, sceneggiatore, produttore televisivo e produttore cinematografico statunitense. Indice 1 Biografia 2 Filmografia 2.1 Regista 2.1.1 Cinema 2.1.2 Televisione 2.2 Sceneggiatore 2.3 Produttore 3 Riconoscimenti 3.1 Saturn Award 3.2 Empire Awards 4 Note 5 Altri progetti 6 Collegamenti esterni Biografia È noto per essere il creatore, assieme all'amico d'infanzia J. J. Abrams,[1] della serie televisiva Felicit...

 

 

此條目需要补充更多来源。 (2021年7月4日)请协助補充多方面可靠来源以改善这篇条目,无法查证的内容可能會因為异议提出而被移除。致使用者:请搜索一下条目的标题(来源搜索:美国众议院 — 网页、新闻、书籍、学术、图像),以检查网络上是否存在该主题的更多可靠来源(判定指引)。 美國眾議院 United States House of Representatives第118届美国国会众议院徽章 众议院旗...

Bilateral relations of Estonia and Poland Bilateral relationsEstonian – Polish relations Estonia Poland Estonia–Poland relations is the official relationship between Estonia and Poland. Both nations enjoy close and friendly relations, and are close allies. Both nations are members of the European Union, NATO, OECD, OSCE, Bucharest Nine, Three Seas Initiative, United Nations, Council of Europe, Council of the Baltic Sea States, HELCOM and World Trade Organization. The two countries became ...

 

 

تيراتب وينوتاي معلومات شخصية الميلاد 16 فبراير 1985 (العمر 39 سنة)بانكوك الطول 1.71 م (5 قدم 7 1⁄2 بوصة)[1][1] مركز اللعب مهاجم الجنسية تايلاند  معلومات النادي النادي الحالي بوليس تيرو الرقم 14 مسيرة الشباب سنوات فريق 2001–2002 Bangkok Christian College F.C. [الإنجليزية]‏ 2...

 

 

У этого термина существуют и другие значения, см. Голубая кровь. Голубая кровьангл. Blue Bloods Жанр Драма Создатели Робин ГринМитчелл Бёрджесс В главных ролях Донни УолбергБриджет Мойнэхэн Уилл ЭстесЛен КариуТом СеллекСэми ГейлМариса Рамирес Ванесса РэйСтив Ширрипа Ком�...

1999 video game 1999 video gameGauntlet Dark LegacyArcade flyerDeveloper(s)Midway Games West (PS2, GameCube, Xbox)Pocket Studios (GBA)Publisher(s)MidwayComposer(s)John PaulBarry LeitchSeriesGauntletPlatform(s)Arcade, PlayStation 2, GameCube, Xbox, Game Boy AdvanceReleaseArcadeNA: 1999PlayStation 2NA: May 2, 2001[1]PAL: June 15, 2001JP: July 25, 2002GameCubeNA: March 5, 2002[2]PAL: July 19, 2002XboxNA: April 23, 2002[3]PAL: June 28, 2002Game Boy AdvanceNA: November 25, ...

 

 

1996 Japanese filmRemembering the Cosmos FlowerDirected byYōichi HigashiWritten byTakehiro NakajimaProduced byKoshiro ShoTetsujiro YamagamiStarringMieko HaradaKeigo MatsuyamaShogo MatsuyamaKyozo NagatsukaCinematographyYoshio ShimizuRelease date July 13, 1996 (1996-07-13) Running time112 minutesCountryJapanLanguageJapanese Village of Dreams (絵の中のぼくの村, E no naka no boku no mura) is a 1996 Japanese drama film directed by Yōichi Higashi. It is the story of two Jap...

 

 

南京港位置国家与地区 中国位置江苏省南京市港口代码CNNJG[1]細節類型内河港現有泊位245數據年貨物噸位2.2亿年集装箱量308.3万箱網站www.nj-port.com 南京港(深交所:002040)是位于江苏省南京市的沿江商业港口,港口代码CNNJG、港口缩写NKG,位于上海吴淞港上游189海里,芜湖港下游51海里。 南京港地处长江下游,距离长江入海口437公里[2],位于长江三角洲与中西...

Halaman ini berisi artikel tentang pengusaha jamu. Untuk perusahaannya, lihat Nyonya Meneer (perusahaan). Nyonya MeneerPortret Nyonya Meneer yang legendarisLahirLauw Ping Nio1895Sidoarjo, Hindia BelandaMeninggal1978 (umur 82-83)Semarang, Jawa TengahKebangsaanIndonesiaPekerjaanUsahawanDikenal atasPendiri perusahaan jamu PT Nyonya MeneerSuami/istriOng Bian WanKerabatCharles Saerang (cucu) Lauw Ping Nio alias Nyonya Meneer[1] (lahir di Sidoarjo, Jawa Timur, pada tahun 1895 [2] - wafat tahun 1978...

 

 

For the unrelated magazine published 1884–1917, see The New England Magazine. First page of Young Goodman Brown from The New-England Magazine, April 1835 The New-England Magazine was an American monthly literary magazine published in Boston, Massachusetts, from 1831 to 1835. Overview The magazine was published by Joseph T. Buckingham and his son Edwin. The first edition was published in July 1831, and it published a total of 48 editions. After its final issue, in December 1835, the magazine...