ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში. სამუშო ენებია ინგლისური და ფრანგული.[1] ამჟამინდელი პრეზიდენტი არის ესპანელი ლეანდრო ნეგრე.
ფედერაციის უმაღლესო ორგანოა კონგრესი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება. კონგრესებს შორის ფედრაციის მუშობას ხელმძღვანელობს საბჭო, რომლის შემადგენლობასაც ირჩევს კონგრესი 4 წლის ვადით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტი, 6-9 ვიცე-პრეზიდენტი (წარმოადგენენ კონტინენტალურ ფედერაციებს), გენერალური მდივანი, ხაზინადარი, 20-25 წევრი, ქალთა კომიტეტი საბჭოში წარმოდგენილია კომიტეტის პრეზიდენტით, გენერალური მდივნით და 4 წევრით. გარდა საბჭოსი ფედერაციის მუშობას წარმართავენ ქალთა ჰოკეის, ტექნიკური, კოორდინაციისა და პროპაგანდის, ინდორ-ჰოკეის (ჰოკეი დახურულ დარბაზებში), მარკეტინგის, საფინანსო, მწვრთნელთა და სხვა კომიტეტები.
კონტინენტალური კონფედერაციები ატარებენ თავიანთი კონტინენტების ჩემპიონატებს როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის. გარდა ამისა ტარდება ტურნირები საკლუბო გუნდებს შორის. ევროპის ჩემპიონატების გარდა თავისი სიძლიერით გამოირჩევა აზიის ჩემპიონატი ვაჟთა შორის.
ცოტა სხვა გზით წავიდა ქალთა ჰოკეის განვითრება.
1927 წელს ლონდონში შეიქმნა ბალახის ჰოკეის ქალთა საერთაშორისო ასოციაცია (IFUXA) (დამფუძნებლები - ავსტრალია, ირლანდია, აშშ, უელსი, დანია, ინგლისი, შოტლანდია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობდა ედინბურგში. სამუშო ენა იყო ინგლისური. ვინაიდან IFUXA არ შედიოდა ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის შემადგენლობაში და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ცნობს მხოლოდ ერთ ორგანიზაციას სპორტის ერთ სახეობაში , ქალთა ჰოკეი არ იყო დაშვებული ოლიმპიადებზე. მხოლოდ 1975 წელს მოხდა ორივე ფედრაციის დაახლოება და შეიქმნა ერთიანი უმაღლესი საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ ორივე ფედერაციის 4-4 წარმომადგენელი. სოკ-მა აღიარა ეს საბჭო და 1980 წლიდან ქალთა ჰოკეიც გამოჩნდა ოლიმპიადებზე. IFUXA -ს უმაღლესი ორგანო იყო კონვენტი, რომელიც 3-4 წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა. ორგანიზაციის წესდებით ყველა თანამშრომელი მხოლოდ ქალი იყო. ასევე მხოლოდ ქალი არბიტრები ემსხურებოდნენ IFUXA -ს ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებს. უმაღლესი საბჭოს შექმნის შემდეგ IFUXA -მ თანდათანობით დაკარგა თავისი ფუნქციები და 1982 წელს შეუერთდა ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ქალთა კომიტეტს.
ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია ამჟამად აერთიანებს 5 კონტინენტალურ კონფედერაციას და 127 ქვეყანას. მისი წევრებია: