Magnavox Odyssey², აგრეთვე ცნობილია როგორც Philips Odyssey² — მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, გამოცემული 1978 წელს. ევროპაში კონსოლი გამოდიოდა Philips Videopac G7000-ის სახელწოდებით, ბრაზილიაში — Philips Odyssey და იაპონიაში — Odyssey2 (オデッセイ2 ოდესეი2). Odyssey² 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისამდე, Atari 2600-სა და Intellivision-თან ერთად ითვლებოდა ერთ-ერთ წამყვან ვიდეო თამაშების კონსოლად.
1970-იან წლებში კომპანია Magnavox მოწინავე იყო სახლის ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, რომელმაც შეიმუშავა პირველი სახლის სათამაშო კონსოლი Odyssey, რომელსაც მოჰყვა კონსოლის რიგი ტექნიკურად გაუმჯობესებული ვერსიები. Odyssey²-ის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 1979 აშშ დოლარს. მისი წინამორბედისგან განსხვავებით და კონსოლების, Fairchild Channel F-სადა Atari 2600-ის მსგავსად გამოიყენებდა სათამაშო კარტრიჯს და თან მოჰყვებოდა ჯოისტიკი, რომელიც 1970-1980-იან წლებში იქცა სტანდარტად. მასში განთავსებული იყო Intel-ის 8048-ის ცენტრალური პროცესორი 1.79 მჰც ტაქტური სიხშირით და 64 ბაიტი ოპერატიული მეხსიერება.
კონსოლი იმ დროში გაყიდვებით წარმატებული აღმოჩნდა, საერთო ჯამში გაიყიდა 2 მილიონი ასლი. 2009 წელს ვიდეო თამაშების საიტ IGN-მა Odyssey²-ს, სიაში „25 საუკეთესო ვიდეო თამაშების კონსოლი“ 21-ე ადგილი მიუჩინა.[5] Odyssey²-ის გამოცემა Philips-მა შეწყვიტა 1984 წელს, თუმცა მის წარმობის შეჩერებიდან ერთი წლით ადრე, 1983 წელს წარმოადგინა ახალი პროდუქტი Videopac + G7400.
თამაშები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| ფილიალები და შვილობილები |
ამჟამინდელი | |
---|
| ყოფილი და გაუქმებული | |
---|
| |
---|
| ერთობლივი საწარმები და აქციები |
|
---|
| მარკები, პროდუქცია და სტანდარტები |
|
---|
| ადგილები | |
---|
| |
|