წაქვა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ხევის თემი). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე რიკოთულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 650 მეტრი. ხარაგაულიდან 48 კილომეტრი. წყაროებში პირველად იხსენიება XVIII საუკუნეში.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 277 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
369 |
186 |
183
|
2014[1] |
277 |
141 |
136
|
ლიტერატურა
სქოლიო