ვერტყვიჭალა — სოფელი საქართველოში (იმერეთის მხარე), ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ხუნევის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს მდ. ძირულის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 400 მ-ზე, ხარაგაულიდან 40 კმ დაშორებით.
ვერტყვიჭალა წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან. ვერტყვიჭალაში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] ამ სოფელში დაიბადა (1873) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 405 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
410 |
195 |
215
|
2014[1] |
405 |
200 |
205
|
ლიტერატურა
სქოლიო