ლეღვანი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დიდვაკე, მარელისი, პატარა სახვლარი). მდებარეობს მდინარე ლეღვანურის (მდინარე ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 500 მეტრი. ხარაგაულიდან 11 კილომეტრი, რკინიგზის სადგურ მარელისიდან 4 კმ. სოფელში არის გვიან ფეოდალური ხანის კოშკი. სოფელში არის საჯარო სკოლა და ბიბლიოთეკა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 679 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
934 |
439 |
495
|
2014[1] |
679 |
326 |
353
|
ლიტერატურა
სქოლიო