ამაშუკეთი (ყოფ. ციხისძირი[2], ამაშუკეთი[3]) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ბორითის თემი). მდებარეობს მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 440 მეტრი. ხარაგაულიდან 32 კილომეტრი. სოფელში არის საშენი ქვის კარიერი, შუა საუკუნეების ორი ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 118 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[4] |
58 |
28 |
30
|
2014[1] |
118 |
62 |
56
|
ლიტერატურა
სქოლიო