ბაბი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (მოლითის თემი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე. მდინარე ჩხერიმელას მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 520 მეტრი. ხარაგაულიდან 16 კილომეტრი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
106 |
46 |
60
|
2014[1] |
62 |
34 |
28
|
ისტორია
სოფელი ბაბი მოხსენიებულია იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის 1658–1660 წწ. სიგელში.
ლიტერატურა
სქოლიო