გრიგალათი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ხევის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს მდინარეების ძირულისა და ჩხერიმელის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე რიკოთულის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 600 მ სიმაღლეზე, ხარაგაულიდან დაშორებულია 48 კმ-ით.
წყაროებში გრიგალათი პირველად იხსენიება 1628 წელს. შუა საუკუნეებში სოფელი ხეფინის ხევში შედიოდა. სოფელში არის წმ. ნიკოლოზისა ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 370 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
469 |
226 |
243
|
2014[1] |
370 |
190 |
180
|
ლიტერატურა
სქოლიო