ჩიანგმაის პროვინცია (ტაი.เชียงใหม่) — ტაილანდის 77 პროვინციიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში. სიდიდით ქვეყნის მეორე პროვინცია. პროვინციას არ გააჩნია გასავალი ზღვაზე, ესაზღვრება პროვინციებს: ჩიანგრაის, ლამპანგის, ლამფუნის, ტაკის და მეჰონგსონის, ასევე მიანმარს. ჩიანგმაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი ქვეყნის დედაქალაქიდან 685 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს.
ადმინისტრაციული დაყოფა
ჩიანგმაის პროვინცია დაყოფილია 25 რაიონად (ამფოე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 204 ქვეზონისგან (ტამბონი) და 1,915 სოფლისგან (მუბანი)[2]
ჩიანგმაის პროვინცია არის ჩრდილოეთის ტურისტული კერა და ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონი. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სანახაობით მდიდარ პროვინციად ქვეყანაში: მთებით, ხეობებით, ფლორისა და ფაუნის სიმდიდრით.
ტრანსპორტი
ჩიანგმაის პროვინციაში არსებობს 11 გზატკეცილი.
ჩიანგმაი არის ჩრდილოეთის მარშრუტის ჩრდილოეთი ტერმინალი.
ჩიანგმაის საერთაშორისო აეროპორტი (CNX)[3] არის ერთ-ერთი იმ შვიდი ტაილანდური საერთაშორისო აეროპორტებიდან, რომელიც არის საჯარო კომპანია (AOT). ჩიანგმაის საერთაშორისო აეროპორტი არის ძირითადი კარიბჭე ჩრდილოეთ ტაილანდის, მას უკავია მნიშვნელოვანი როლი მოგზაურობასა და ტურიზმში მთელი ჩრდილოეთის რეგიონში. დღეს, 14 ავიაკომპანია ემსახურება აეროპორტს, 3,000,000-ზე მეტი მგზავრით, 15 000 რეისებით და 16 000 ტონა ტვირთით ყოველწლიურად.