სამუტსაქონი ( ტაი.สมุทรสาคร) — ტაილანდის ერთ-ერთი ცენტრალური პროვინცია ( ჩანგვატი ). პროვინცია დაარსდა აქტის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა სამუთპრაკანის, ნონთაბურის, სამუთსაქონის და ნაქონნაიოკის პროვინციებს. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 1946 წლის 9 მაისს. [1]
მეზობელი პროვინციებია (სამხრეთ – დასავლეთიდან საათის ისრის მიმართულებით) სამუთ სონგხრამი, რატჩაბური, ნახონ პათომი და ბანგკოკი . სამუთ სახონი არის ბანგკოკის მიტროპოლიტის შემადგენელი.
ტოპონიმი
სიტყვა სამუტსანსკრიტული სიტყვა სამუდრადან მოდის ნიშნავს ,,ოკეანეს", ხოლო სიტყვა სახონ ასევე სანსკრიტული საგარადან მოდის და ითარგმნება როგორც ,,ტბა".
გეოგრაფია
სამუტ სახონი არის მდინარე თა ჩინ კლონგის პირას, მდინარე ჩაო ფრაიას შენაკადის, რომელიც ტაილანდის ყურეში ჩაედინება. სანაპიროზე ბევრი მარილიანი ადგილებია, რომლებიც ზღვის მარილის მრეწველობისთვის გამოიყენება. [2]
კლიმატი
სამუტნაქონის პროვინციაში ტროპიკული სავანის კლიმატია ( Köppen- ის კლიმატის კლასიფიკაციის კატეგორია Aw) და შესაბამისად ზამთარი მშრალი და თბილია. ტემპერატურა მაისამდე იზრდება. მუსონების სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გადის, რა დორსაც დამახასიათებელია ძლიერი წვიმა და დღის განმავლობაში გარკვეულწილად გაცივებული ტემპერატურა, თუმცა ღამეები თბილია. მაქსიმალური ტემპერატურაა 39,7 °C (103,5 ° ფ) აპრილსა და მაისში და ყველაზე დაბალი ტემპერატურაა 12.0 ° C (53.6 ° ვ) დეკემბერში. ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურაა 35.4 ° C (95.7 ° ვ) აპრილში და მინიმალური საშუალო ტემპერატურაა 22,0 ° C (71.6 ° ვ) დეკემბერში. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 1648 მილიმეტრი. მაქსიმალური დღიური ნალექი 248 მილიმეტრია, რომელიც მაისში ფიქსირდება. წვიმიანი დღეების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 130 დღეა. [3]
ისტორია
ტერიტორიის უძველესი სახელწოდებაა თჰა ჩინი (,,ჩინური ბურჯი"), რაც სავარაუდოდ გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ ეს იყო სავაჭრო ნავსადგური, სადაც ჩინური ჯონკა ჩამოდიოდა. [4]
ეკონომიკა და რესურსები
პროვინციის შემოსავალი მეტწილად სოფლის მეურნეობისა და თევზაობის სფეროზეა დაფუძნებული. 2020 წლის მონაცემებით სამუთ საქონს აქვს 6000-ზე მეტი ქარხანა, რომელთა უმეტესობა მცირეა, სადაც დასაქმებულია 50-ზე მცოტა მუშა. მცირე ფირმებს არ აქვთ ბიუჯეტი გარემოსდაცვითი მექანიზმების დასაყენებლად, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. შედეგად, სამუთ სახონი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული პროვინციაა ქვეყნის მასშტაბით. [5]
აღმოჩნდა, რომ მუეანგის რაიონის ინდუსტრიული ტერიტორიიდან ნიადაგისა და წყლის ნიმუშები დაბინძურებულია დარიშხანის, ტყვიის, კადმიუმის, ქრომის, თუთიის, სპილენძის და ნიკელის მაღალი რაოდენობით.
2018 წელს ტაილანდის ყველაზე დაბინძურებული ჰაერი აღმოჩნდა სამუტსაქონის პროვინციაში. [6] PCD– ის თანახმად, 2019 წელს პროვინციულ ატმოსფეროში დაბინძურების დონე უჩვეულოდ მაღალი იყო, მისი ზომა იყო 195 მიკროგრამი კუბურ მეტრზე (მკგ / მ³). [7]
სამუთ სახონი არის ზღვის მარილის წამყვანი მწარმოებელი. 2011 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სამუტსაქონში 12 572 რეი მარილის ქვაბს 242 ოჯახი აწარმოებდა.[8]
სიმბოლოები
პროვინციულ გებზე გამოსახულია ჩინური ჯონკა სანაპიროს წინ, რომლის ფონზეა ქარხანა და მისგან ამომავალი კვამლი. ჩამოთვლილთაგან ორივე ეხება როგორც ძველ სავაჭრო ტრადიციას, ასევე ადგილობრივ ინდუსტრიებს.პროვინციის დროშა ჰორიზონტალურად იყოფა სამ ნაწილად: ვარდისფერი / ღია ცისფერი / ვარდისფერი (1: 3: 1), რომლის ცენტრშიც პროვინციის გერბია გამოსახული. პროვინციული ბრენდი არის თეთრი ქარხნის, თევზაობის ნავის, თევზისა და ლურჯი წყლისა და მწვანე ფოთლის სურათი.პროვინციის ლოზუნგია ,,თევზაობის ქალაქი, ქარხნული ქალაქი, სამეურნეო დანიშნულების ადგილი, ისტორიული ადგილი". [9]
ადმინისტრაციული დაყოფა
პროვინციის მთავრობა
პროვინცია დაყოფილია სამ ოლქად ( ამფოები ). რაიონები კიდევ იყოფა 40 ქვე- ოლქად ( ტამბონები ) და 290 სოფლად (მუბანები). [10]
2003 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ტაილანდში პროგრესი განიცადა. აქ ადამიანის გავითარება ქვე-ეროვნულ დონეზე ხდება, რომელიც მოიცავს ადამიანის განვითარების რვავე ძირითად სფეროს. ეკონომიკური და სოციალური განვითარების ეროვნულმა საბჭომ ცალკეულ პროვინციების განვითარებაზე (NESDB) პასუხისმგებლობა 2017 წლიდან აიღო.[20]
↑Human achievement index 2017 by National Economic and Social Development Board (NESDB), pages 1-40, maps 1-9, retrieved 14 September 2019, ISBN 978-974-9769-33-1