რაიონგის პროვინცია (ტაი.ระยอง) — ტაილანდის პროვინცია (ჩანგვათი). მეზობელი პროვინციებია (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით): ჩონბური და ჩანთაბური. სამხრეთით ესაზღვრება ტაილანდის ყურე.
ისტორია
მეფე ტაქსინი (ტაილანდის) მოვიდა რაიონგში "აიუთაიას სამეფოს დაცემის შემდეგ. მისი მოკლე ყოფნის დროს რაიონგში ააშენა საზღვაო ფლოტი და შემდეგ გადავიდა ჩანთაბურიში, რომ შეიკრიბებინა სამხედრო ძალა ბურმელების წინააღმდეგ საბრძოლველად. რაიონგში არსებობს წმინდა ადგილი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა პატივის მისაგებად მიდის მეფე ტაქსინისათვის.
გეოგრაფია
მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთით პროვინცია არის მთიანი, პროვინცია ძირითადად შედგება დაბალი სანაპირო ვაკისგან. რამდენიმე კუნძული ტაილანდის ყურეში ეკუთვნის პროვინციას, მათ შორის ტურისტებისთვის პოპულარული კუნძულები: Ko Samet-ი, Koh Mun-ი და Ko Khud-ი.
ადმინისტრაციული დაყოფა
რაიონგის პროვინცია დაყოფილია 8 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 58 ქვეზონისგან (ტამბონ) და 388 სოფლისგან (მუბანი).