ბენგკანი (ტაი.บึงกาฬ), ასევე მოიხსენიება როგორც ბუენგკანი — ტაილანდის 76 პროვინციიდან (ჩანგვატი) ერთ-ერთი. პროვინციის დაარსების თაობაზე აქტი ტაილანდში 2011 წლის 23 მარტს მიიღეს. [2] პროვინცია მდებარეობს ტაილანდის ზედა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც ასევე უწოდებენ ისანს (ტაი.อีสาน). პროვინციას სახელი მისი ცენტრალური რაიონის, მუეანგ ბუენგ კანის პატივსაცემად ეწოდა.
გეოგრაფია
პროვინცია ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს. ესაზღვრება სამხრეთიდან საათის ისრის მიმართულებით, ნახონ ფანომის, საქონ ნახონის და ნონგ ხაის პროვინციას. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება ლაოსის ბოლიხამსაის პროვინციას. პროვინციის საზღვართან, ტაილანდსა და ლაოს შორის საზღვარს მდინარე მეკონგი ქმნის.
ბუნგ ხლას რაიონში მდებარეობს ფუ ვუას ველური ბუნების ნაკრძალი, რომელიც იცავს ტყით დაფარულ მთებს მდინარე მეკონგთან ახლოს.
ისტორია
1994 წელს, სუმეტ ფრომფანჰაომ, წარმომადგენლობითი პალატის წევრმა ნონგ კაის პროვინციიდან, წამოაყენა მოსაზრება ბუენგკანის პროვინციის დაარსების შესახებ. ახალი პროვინცია, შექმნის შემთხვევაში, 4,305 კვადრატული კილომეტრის ფართობს დაიკავებდა [3] და მოსახლეობა დაახლოებით 390,000 მცხოვრები იქნებოდა. [4] იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ ახალი პროვინციის შექმნა მძიმე ტვირთად დააწვებოდა სახელმწიფო ბიუჯეტს და ეს ეწინააღმდეგება მინისტრთა საბჭოს დადგენილებას. [5]
2011 წლის 7 თებერვალს, ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა კანონპროექტი. [6] პრემიერ მინისტრმა აბჰიზიტ ვეჟაჯივამ მეფეს ბუმბიოლ ადულიადეჯს კანონპროექტი სამეფო თანხმობისთვის გადასცა. ბუმბიოლ ადულიადემა ხელი მოაწერა კანონპროექტს 2011 წლის 11 მარტს, რომელსაც ეწოდებოდა „ჩანგვატ ბუენგ კანის შექმნის აქტი“ (ტაი.พระราชบัญญัติตั้งจังหวัดบึงกาฬ พ.ศ. 2554) აქტი გამოქვეყნდა მთავრობის გაზეთში 2011 წლის 22 მარტს და ძალაში შევიდა მეორე დღეს. [2]
ეკონომიკა
ტაილანსა და ლაოსს შორის მეგობრობის აღსანიშნავად ბენგკანის პროვინციასა და ლაოს შორის მეგობრობის მეხუთე ხიდის მშენებლობა 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს. პროექტი დააკავშირებს ბუენგ კანის პროვინციას და ლაოსის ბოლიხამსაის პროვინციას მდინარე მეკონგის გადაღმა. მისი ღირებულება იქნება 1,26 მილიარდი ბატი (40,88 მილიონი აშშ დოლარი). ტაილანდი თანახმაა გადაიხადოს 787 მილიონი ბატი (25,47 მილიონი აშშ დოლარი) და ლაოსმა 476 მილიონი ბატი (15,41 მილიონი აშშ დოლარი). უკვე არსებული ტაი-ლაოსის მეგობრული ხიდები აკავშირებს ნონგ კაი პროვინციას ვიენტიანის პრეფექტურასთან (ტაი-ლაოსის მეგობრობის პირველი ხიდი); მუკდაჰანი სავანაქეთთან (ტაი-ლაოსის მეგობრობის მეორე ხიდი); ნახონ ფანომი თაკეკთან (ტაი-ლაოსის მეგობრობის მესამე ხიდი); და ჩიანგ რაიის პროვინციაჰუაისაისთან (ტაი-ლაოსის მეგობრობის მეოთხე ხიდი). [7]
პროვინციის გერბი
ბუენგკანის პროვინცია, ტაილანდის 76-ე და უახლესი პროვინციაა, რომლის გერბიც ასახავს ფუ ტოკს, მთის სი ვილაის რაიონში, რომლის სახელიც ისანურ ენაზე ნიშნავს „მარტოხელა მთას“. [8]
კლიმატი
ბუენგკანის კლიმატი შედგება სველი სეზონისა და მშრალი სეზონისგან (დეკემბრიდან იანვრამდე). ნოემბრის განმავლობაში ტემპერატურა იკლებს და ყველაზე დაბალია დეკემბერსა და იანვარში. ტემპერატურა მარტში სწრაფად იზრდება, ხოლო პიკი აპრილშია. [9]
ადმინისტრაციული დაყოფა
პროვინციის მთავრობა
პროვინცია დაყოფილია რვა ოლქად (ამფო). ოლქები შემდგომ იყოფა 53 ქვეოლქად (ტამბონი) და 615 სოფლად (მუბანი).
2003 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ტაილანდში პროგრესი განიცადა. აქ ადამიანის გავითარება ქვეეროვნულ დონეზე ხდება, რომელიც მოიცავს ადამიანის განვითარების რვავე ძირითად სფეროს. ეკონომიკური და სოციალური განვითარების ეროვნულმა საბჭომ ცალკეულ პროვინციების განვითარებაზე (NESDB) პასუხისმგებლობა 2017 წლიდან აიღო.[17]
↑ประวัติความเป็นมา th (2020). ციტატა: „So Phisai subdistrict municipality has been changed from sanitation district on 25 May 1999.“ ციტირების თარიღი: 6 November 2020
↑Number of local government organizations: Summary elevating local authorities.. ციტატა: „No.4.35 Established Bueng Khong Long Subdistrict Administrative Organization (SAO), Bueng Khong Long district, Bueng Kan province is Bueng Ngam subdistrict municipality, outside Bueng Khong Long subdistrict municipality, effectively 7 April 2012.“ ციტირების თარიღი: 6 November 2020
↑Human achievement index 2017 by National Economic and Social Development Board (NESDB), pages 1-40, maps 1-9, retrieved 14 September 2019, ISBN 978-974-9769-33-1