ტონგის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (ქვეყანაში უფრო ცნობილი, როგორც ’Ikale Tahi — «ფსოვები») — ტონგის ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. როგორც პოლინეზიის ქვეყნების სხვა ნაკრებები, ტონგელებიც ყოველი მატჩის დასაწყისში ასრულებენ საბრძოლო ცეკვას. ტონგის ნაკრების შემთხვევაში ესაა კაილაო, აგრეთვე ცნობილი როგორც სიპი-ტაუ. ნაკრები სამოის და ფიჯის ეროვნული ნაკრებებთან ერთად შედის წყნარი ოკეანის ქვეყნების სარაგბო ალიანსში. 2011 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებმა მიაღწია უნიკალურ მიღწევას, მოუგო საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 19–14. მიუხედავად ამისა, ახალი ზელანდიის და კანადის ეროვნულ ნაკრებებთან წაგებამ არ მისცა პოლინეზიელებს საშუალება თავის ისტორიაში პირველად გასულიყვნენ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში.
ისტორია
კუნძულებზე რეგბი გამოჩნდა XX საუკუნის დასაწყისში — თამაში შემოიტანეს მეზღვაურებმა და მისიონერებმა. ტონგის რაგბის კავშირი შეიქმნა 1923 წლის ბოლოს. ეროვნული ნაკრების პირველი თამაში შედგა მომდევნო წელს: ტონგამ მოუგო ფიჯის ანგარიშით 9–6. მიუხედავად ამისა, მეორე სატესტო თამაშში ტონგის ნაკრებმა წააგო (3–14), ხოლო გადამწყვეტი თამაში დამთავრდა ფრედ 0-0.
რაგბის ეროვნული ნაკრებები |
---|
| პირველი იარუსი | |
---|
| მეორე იარუსი | |
---|
| მესამე იარუსი (პირველი განვითარების გუნდები) | |
---|
| მესამე იარუსი (მეორე განვითარების გუნდები) | |
---|
| საფრანგეთის რაგბის ფედერაცია | |
---|
| მსოფლიო რაგბის არაწევრი გუნდები | |
---|
| კომბინირებული გუნდები | |
---|
| გაუქმებული გუნდები | |
---|
|