ბრაზილიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (პორტ. Seleção Brasileira de Rugby Union) – ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. ბრაზილიის ნაკრებს არასოდეს არ მიუღია მონაწილეობა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. 2005 წლიდან რაგბის თამაშის პოპულარობა ბრაზილიაში სულ უფრო იზრდება, 2015 წლისთვის ქვეყანაში დარეგისტრირებულია დაახლოებით 10 ათასი მორაგბე. მიუხედავად ამისა, ბრაზილიის რაგბი და მისი ეროვნული ნაკრები ვერ აღწევს ისეთ წარმატებებს, როგორც მისი მეზობელი არგენტინისა და ურუგვაის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები.
ისტორია
ბრაზილიის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო არენაზე გავიდა 1950-იანი წლების დასაწყისში. ორი ათეული წლის განმავლობაში ბრაზილიის ნაკრები რეგულარულად ხვდებოდა არგენტინის, ურუგვაის და ჩილეს ეროვნულ ნაკრებებს. 1974 წელს ბრაზილიის ნაკრებმა ითამაშა საფრანგეთის მეორე ნაკრებთან და დიდი ანგარიშით დამარცხდა (7-99).[2] 1990-იანი წლების დაწყებამდე ბრაზილიის ეროვნული ნაკრები კვლავ უფრო მეტად ეთამაშებოდა მხოლოდ საკუთარ მეზობლებს, ასევე პარაგვაის ნაკრებს. 2000—2002 წლებში ბრაზილიის ნაკრებმა ჩაატარა 7 წაუგებელი მატჩების სერია. XXI საუკუნის პირველ ათწლეულში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებული მატჩების უმრავლესობა მთავრდებოდა ბრაზილიელთა გამარჯვებით.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
რაგბის ეროვნული ნაკრებები |
---|
| პირველი იარუსი | |
---|
| მეორე იარუსი | |
---|
| მესამე იარუსი (პირველი განვითარების გუნდები) | |
---|
| მესამე იარუსი (მეორე განვითარების გუნდები) | |
---|
| საფრანგეთის რაგბის ფედერაცია | |
---|
| მსოფლიო რაგბის არაწევრი გუნდები | |
---|
| კომბინირებული გუნდები | |
---|
| გაუქმებული გუნდები | |
---|
|