სამოის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (ინგლ. Samoa national rugby union team), ქვეყანაში უფრო ცნობილი როგორც მანუ სამოა — ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ორგანოა სამოის რაგბის კავშირი. ნაკრების სათამაშო ფორმის ფერებია ლურჯი და თეთრი. 1924-1997 წლებში სამოის ნაკრები, როგორც ქვეყანა გამოდიოდა დასავლეთი სამოის სახელით. ისინი ყოველი მატჩის დაწყებისას ასრულებენ ტრადიციულ სამოურ საბრძოლო ცეკვა სივა-ტაუ-ს. სამოის ეროვნული კავშირი ტონგის და ფიჯის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მონაწილეობს წყნარი ოკეანის ქვეყნების სარაგბო ალიანსში (PIRA).[2] 1996 წლიდან ეროვნულ ნაკრებს ასპონსორებს ახალ ზელანდიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდიდარი ადამიანი სერ მაიკლ ფეი.[3][4]
ისტორია
კუნძულებზე რაგბი გამოჩნდა 1920-იანი წლების დასაწყისში და მალევე შეიქმნა პირველი ადმინისტრაციული ორგანოები, მათ შორის ეროვნული სარაგბო კავშირი. სამოის ეროვნული ნაკრების პირველი საერთაშორისო მატჩი ფიჯის ეროვნულ ნაკრებთან შედგა 1924 წელს. სამოის, ფიჯის და ტონგის ეროვნულმა ნაკრებებმა რეგულარულად დაიწყეს მატჩების გამართვა ერთმანეთს შორის. რამდენიმე ხნის შემდეგ ამ შეჯიბრებებს მიეცა ტურნირების ფორმა, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია წყნარი ოკეანის სამი ერის თასი. თასის პირველი გათამაშება დამთავრდა დასავლეთ სამოის გამარჯვებით. 1991 წლიდან ეროვნული ნაკრები მონაწილეობს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, თანაც 1991 და 1995 წლებში სამოელები გავიდნენ მეოთხედფინალში.
სქოლიო
რაგბის ეროვნული ნაკრებები |
---|
| პირველი იარუსი | |
---|
| მეორე იარუსი | |
---|
| მესამე იარუსი (პირველი განვითარების გუნდები) | |
---|
| მესამე იარუსი (მეორე განვითარების გუნდები) | |
---|
| საფრანგეთის რაგბის ფედერაცია | |
---|
| მსოფლიო რაგბის არაწევრი გუნდები | |
---|
| კომბინირებული გუნდები | |
---|
| გაუქმებული გუნდები | |
---|
|