გერმანიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები – ეროვნული ნაკრები, რომელიც გერმანიას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. IRB-ის კვალიფიკაციით განეკუთვნება მესამე იარუსის გუნდებს, რომელთაც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ. გერმანიის ნაკრები ასპარეზობს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ნაკრებს არასოდეს არ უთამაშია. მათი პირველი საერთაშორისო თამაში გაიმართა 1927 წელს, როდესაც მათი მეტოქე იყო საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები. გერმანიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სისტემატურად მონაწილეობს ევროპის ერთა თასის გათამაშებაში, თუმცა რაიმე სერიოზული წარმატებისათვის მას ჯერ არ მიუღწევია. გერმანიის ეროვნული ნაკრები იმართება გერმანიის რაგბის ფედერაციის მიერ.
ევროპის ერთა თასის 2007/08 წლების სეზონზე გერმანიის ნაკრები გახდა დივიზიონ «2A-ს» გამარჯვებული, რამაც მას საშუალება მისცა მომდევნო სეზონში მონაწილეობა მიეღო პირველი დივიზიონის მატჩებში. მაგრამ გერმანელებისათვის ახალ ტურნირში კონკურენცია აღმოჩნდა საკმაოდ ძნელი, მათ დათმეს ყველა ორთაბრძოლა და სეზონის საბოლოო შედეგების მიხედვით გავარდნენ საუკეთესო ნაკრებების რიგებიდან[1]. საფრანგეთის კლუბებში მოასპარეზე რამდენიმე მორაგბის გარდა ნაკრების მოთამაშეთა უმრავლესობას მოყვარულის სტატუსი აქვს.[2]
გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ვერცხლის მედლების მოპოვება პარიზის 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების რაგბის ტურნირზე.
ნაკრების ხელმძღვანელობა აცხადებდა უკვე 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში მონაწილეობის შესახებ,[3] მაგრამ შემდეგ ნაკრებმა მიზნად დაისახა იაპონიის 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა.[4]
სქოლიო
რაგბის ეროვნული ნაკრებები |
---|
| პირველი იარუსი | |
---|
| მეორე იარუსი | |
---|
| მესამე იარუსი (პირველი განვითარების გუნდები) | |
---|
| მესამე იარუსი (მეორე განვითარების გუნდები) | |
---|
| საფრანგეთის რაგბის ფედერაცია | |
---|
| მსოფლიო რაგბის არაწევრი გუნდები | |
---|
| კომბინირებული გუნდები | |
---|
| გაუქმებული გუნდები | |
---|
|