რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1995

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1995

ტურნირის დეტალები
ტურნირის ვადები 25 მაისი - 24 ივნისი 1995
ადგილი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთი აფრიკა
მონაწილე 16
საპრიზო ადგილები
ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთი აფრიკა
მეორე ადგილი ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
მესამე ადგილი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტურნირის სტატისტიკა
ჩატარებული მატჩები 32
დასწრება 1 100 000  (34 375 თამაშზე)
ბომბარდირი(ები) საფრანგეთის დროშა ტიერი ლაკრუა  (112 ქულა)
ყველაზე მეტი ლელო ახალი ზელანდიის დროშა ჯონა ლომუ
ახალი ზელანდიის დროშა მარკ ელისი  (7 ლელო)

სამხრეთ აფრიკელ დელგატთა მხარდაჭერა რომ არა, 1985 წელს მსოფლიო თასი ვერ დაწესდებოდა, მაგრამ რადგან ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში იყო მოქცეული იქ გამეფებული რასიზმის გადამკიდე, ირბ-მა სახელოვანი „ბოკე“ პირველ ორ გათამაშებაზე ვერ დაუშვა, რის გამოც ჩემპიონებს, ზელანდიასა (1987) და ავსტრალიას (1991) ფანთა თვალში პეწი აკლდათ.

აპარტჰეიდის დემონტაჟი თავად ბურებმა წამოიწყეს. ამის წყალობით რაგბიში რასობრივი ერთიანობა 1991 წლის დეკემბერში დამყარდა, ირბ-მა კი 1992 წლის აპრილში, ველინგტონის სხდომაზე, შემდეგი მსოფლიო თასის მასპინძლობა აფრიკას დააკისრა (აქ აფრიკელებს თავიანთი ხმებით მაშინდელი „მოვალეებიც“ შეეწივნენ).

შესარჩევებში 45 ქვეყანა ჩაება, ვაკანსია კი სულ შვიდი იყო, რადგან წინა გათამაშების რვა მეოთხედფინალისტს მასპინძელიც დაემატა და 16-გუნდა ფინალში ცხრა ვაკანსია პირდაპირ შეივსო. ევროპიდან სამი საგზური უელსს, იტალიასა და რუმინეთს ერგოთ. საგზურისათვის პირველად იბრძოდა საქართველოც. შევარდნებმა (მაშინ ასე ერქვა ჩვენს გუნდს, კვართზე რაგბის ბურთზე შემოსკუპებული შევარდნის გამო) 1993 წლის მაისში, სოპოტში (პოლონეთი) ლელოს გაუტანლად წააგო რუსეთთან (პირველად და აქამდე ერთადერთხელ) და პოლონეთთან და პროცესს სტარტზევე გამოეთიშა.

დანარჩენი სამყაროდან კარგა ხნით გარიყული აფრიკა სტუმრებს ხელგაშლილი შეხვდა. ქვეყნის გამთლიანებისთვის ბრძოლის ალამდარმა, ყოფილმა პოლიტ-პატიმარმა ნელსონ მანდელამ სამყაროს მიმტევებლობის მაგალითი უჩვენა და ფინალზე ჩაიცვა „ბოკეს“ მწვანე კვართი, რომელიც მანამდე აპარტჰეიდის სიმბოლოდ აღიქმებოდა.

ბოკემ გახსნის მატჩშივე სენსაცია გამოაცხო: გემრიელ ბურთაობაში გააბითურა ჩემპიონი ავსტრალია. ამასობაში ,,ოლ ბლექსმა’’ მსოფლიოს წარუდგინა ჯონა ლომუ, რომლის გაჩერებაც იმდენად შეუძლებელი ჩანდა, სერიოზული საუბარიც კი დაიწყეს ასეთი ფიზიკური მონაცემების მქონე კაცის რაგბის თამაში შეიძლებოდა თუ არა.

ავსტრალია მეოთხედფინალისთვის წამატებულ დროში არეკნით გააგდო ინგლისელმა რობ ენდრიუმ. დურბანში პირველ ნახევარფინალს წარღვნა დაემთხვა და რაგბი წყალბურთს დაემგვანა. რადგან თამაშის გადადება შეუძლებელი იყო, ბურთაობის დაწყება საათ-ნახევრით დაგვიანდა. ბოკე თავიდან ბოლომდე წინ იყო, მაგრამ 80 წუთის შემდეგ აბდელ ბენაზმა აიღო აბრაგანი, ჯეიმზ სმოლმა ზედ ხაზზე გააჩერა და უელსელმა რეფერმა მასპინძლები იხსნა - ფრანგებს საჭოჭმანო ლელო არ უბოძა.


კეიპტაუნში, მეორე ნახევარფინალში, ლომუმ მეოთხე ბრიტანულ ქვეყანას, "ხუთი ერის" სლემით მომგებ ინგლისსაც ბდღვირი ადინა. პირველივე შეტევაში ტონი ანდერვუდი, ვილ ქარლინგი და მაიკ ქეთი შეარცხვინა. მართლია ქარლინგმა მერე თავად გააბითურა (ბურთი ფეხით თავზე გადაუგდო, შემოურბინა და ლელოსაც უწია) დაცვაში თამაშის ჯერ კიდევ არმცოდნე ლომუ, მაგრამ ამან საქმე ვერ უშველა და ლომუმ ოთხჯერ დაალელოვა პომები.

ფინალისათვის მსოფლიოს ერთი კითხვა აწუხებდა: შეაჩერებდნენ თუ ვერა აფრიკელები ლომუს?

როგორც ფინალმა აჩვენა, ბოკეს მაშინდელმა მწვრთნელმა, ქიჩ ქრისთმა ლომუს დაკეტვის სპეციალური გეგმა შეიმუშავა. გეგმა იმაში მდგომარეობდა რომ ბურებმა შენიშნეს, ჯონა თუ გარედან შემოურბენდა მბოჭავს, მერე მას ვეღარ აჩერებდნენ, და გადაწყვიტეს, მთაკაცი შეტევის ფრონტის შუისკენ გაელალათ. გაჩაღდა თამაში და ბოკეს ტაქტიკის გადამკიდე, ლომუს ბურთი იშვიათად მისდიოდა და თუ კი მიუვიდოდა მოედნის ცენტრში, სადაც საშიში უკვე აღარ იყო . იქ სიჩქარეაუკრეფელ ლომუს აფრიკელები იოლად ბოჭვდნენ. უკვე პირველივე მიძალებაზე ზელანდიელი გოლიათი იუსტ ვან დერ ვესტჰუიზენმა დასცა, მერე და მერე კი, ლომუსთნ შედარებით ჩია იაპი მულდერმაც ზედიზედ აქცია გოლიათი.

ფინალში ლელო არ გასულა. აფრიკელებმა რახან ლომუ გააჩერეს ტაქტიკური ბრძოლა გაუმართეს ზელანდიელებს. ქულებს გუნდები მხოლოდ საჯარიმოებით აგროვებდნენ. თასის ბედი ჯოელ სტანსკის მიერ დამატებულ დროში, უხერხული პოზიციიდან გატანილმა არეკნმა გადაწყვიტა.

ამასობაში რაგბიში რუპორტ მერდოკი გამოჩნდა. მისი ფულებით საცქერად საამო ორი ახალი ტურნირი (ზე-12 და სამი ერი) დაარსდა. ირბ-ს მამებმა ყური ცქვიტეს და იმავე წლის აგვისტოს ბოლოს, პარიზის საგანგებო სხდომაზე, ხელის ერთი დაკვრით გააუქმეს ყველა სამოყვარულო კანონი და რაგბი "ღია თამაშად" გამოაცხადა. ამით დასრულდა რაგბის სამოყვარულო ისტორია, რასაც ერთ საუკუნეზე მეტი ვერ ელეოდა საერთაშორისო საბჭო.

შედეგები

ჯგუფი А

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთი აფრიკა 27:18 20:0 21:8 3 0 0 68−26 6
2. ავსტრალიის დროშა ავსტრალია 18:27 27:11 42:3 2 0 1 87−41 4
3. კანადის დროშა კანადა 0:20 11:27 34:3 1 0 2 45−50 2
4. რუმინეთის დროშა რუმინეთი 8:21 3:42 3:34 0 0 3 14−97 0

ჯგუფი B

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1. ინგლისის დროშა ინგლისი 44:22 27:20 24:18 3 0 0 95−60 6
2. სამოის დროშა სამოა 22:44 42:18 32:26 2 0 1 96−88 4
3. იტალიის დროშა იტალია 20:27 18:42 31:25 1 0 2 69−94 2
4. არგენტინის დროშა არგენტინა 18:24 26:32 25:31 0 0 3 69−87 0

ჯგუფი C

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1. ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 43:19 34:9 145:17 3 0 0 225−45 6
2. ირლანდიის დროშა ირლანდია 19:43 24:23 50:28 2 0 1 93-94 4
3. უელსის დროშა უელსი 9:34 23:24 57:10 1 0 2 89−68 2
4. იაპონიის დროშა იაპონია 17:145 28:50 10:57 0 0 3 55−252 0

ჯგუფი D

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1. საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 22:19 38:10 54:18 3 0 0 114−47 6
2. შოტლანდიის დროშა შოტლანდია 19:22 41:5 89:0 2 0 1 149−27 4
3. ტონგის დროშა ტონგა 10:38 5:41 29:11 1 0 2 44−90 2
4. კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი 18:54 0:89 11:29 0 0 3 29−172 0

პლეი-ოფი

მეოთხედფინალი ნახევარფინალი ფინალი
                   
       
 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთი აფრიკა  42
 სამოის დროშა სამოა  14  
 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთი აფრიკა  19
   საფრანგეთის დროშა საფრანგეთი  15  
 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი  36
 ირლანდიის დროშა ირლანდია  12  
 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთი აფრიკა  15
   ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია  12
 ინგლისის დროშა ინგლისი  25
 ავსტრალიის დროშა ავსტრალია  22  
 ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია  45 მატჩი მესამე ადგილისთვის
   ინგლისის დროშა ინგლისი  29  
 ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია  48  საფრანგეთის დროშა საფრანგეთი  19
 შოტლანდიის დროშა შოტლანდია  30    ინგლისის დროშა ინგლისი  9


 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
პირველი წოდება
წინამორბედი:
1991
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი
1995
შემდეგი:
1999


Read other articles:

Xiao'erjing Sebuah kamus Tionghoa-Arab-Xiaoerjing dari masa-masa awal Republik Rakyat Tiongkok. Hanzi tradisional: 小兒經 Hanzi sederhana: 小儿经 Makna harfiah: aksara anak-anak Alih aksara Mandarin - Hanyu Pinyin: Xiǎo'érjīng - Xiao'erjing: ثِیَوْعَرݣ‌ٍْ - Bahasa Dungan: Щёрҗин Xiao'erjin Hanzi tradisional: 小兒錦 Hanzi sederhana: 小儿锦 Alih aksara Mandarin - Hanyu Pinyin: Xiǎo'érjǐn Sebuah buku berbahasa Arab mengenai ritual Islam, dengan terjemah...

 

 

Artikel ini bukan mengenai Bahasa Partia. Bahasa Persia فارسی (fārsi); (Fārsi ditulis dalam kaligrafi Persia (Nasta'līq) Pengucapan[fɒːɾˈsiː] simakⓘDituturkan diIran, Afganistan (sebagai Dari) Tajikistan (sebagai Tajik), Uzbekistan (sebagai Tajik), Irak, Turkmenistan, Rusia, AzerbaijanWilayahAsia Barat, Asia Tengah, Asia TenggaraEtnisBangsa PersiaPenuturkurang lebih 97–110 juta Rincian data penutur Jumlah penutur beserta (jika ada) metode pengambilan, jenis, tanggal...

 

 

Pour les articles homonymes, voir Perdue (homonymie). David Perdue Portrait officiel de David Perdue (2016). Fonctions Sénateur des États-Unis 3 janvier 2015 – 3 janvier 2021(6 ans) Élection 4 novembre 2014 Circonscription Géorgie Législature 114e, 115e et 116e Groupe politique Républicain Prédécesseur Saxby Chambliss Successeur Jon Ossoff Biographie Nom de naissance David Alfred Perdue Junior Date de naissance 10 décembre 1949 (74 ans) Lieu de naissance Macon (Géorgie,...

Api Abadi Mrapen adalah api abadi di Indonesia yang merupakan hasil dari aktivitas geologi alami. Lokasi Api abadi Mrapen terletak di Desa Manggarmas, Kecamatan Godong, Kabupaten Grobogan.[1] Lokasinya sekitar 26 kilometer sebelah timur Purwodadi, Grobogan. Dasar ilmiah Api abadi ini tercipta karena fenomena geologi alami, yaitu bocornya gas alam dari dalam tanah. Tidak diketahui kapan kebocoran gas tersebut terjadi, namun diperkirakan telah terjadi pada masa sebelum abad ke-15 di era...

 

 

2007 Indian filmKaruppusamy KuththagaithaararDVD coverDirected byA. GovindamoorthyWritten byA. GovindamoorthyProduced bySethuD.GopinathDheeraj KherR.BalasubramaniamVineet GogiyaStarringKaranMeenakshiVadiveluCinematographyJ. SridharEdited byS. ShathishMusic byDhinaRelease date 14 May 2007 (2007-05-14) Running time150 minutesCountryIndiaLanguageTamil Karuppusamy Kuththagaithaarar is a 2007 Indian Tamil-language masala film written and directed by A. Govindamoorthy. the song lyri...

 

 

Gatehouse in Split, CroatiaThe Iron GateNative name Croatian: Zlatna vrataView of The Iron Gate from 2013, Photo by Mark AhsmannTypeGatehouseLocationSplit, CroatiaCoordinates43°30′31″N 16°26′21″E / 43.50861°N 16.43917°E / 43.50861; 16.43917Built4th century ADBuilt byDiocletianArchitectural style(s)RomanLocation of The Iron Gate in Croatia The Iron Gate (Croatian: Željezna vrata, Latin: Porta ferrea), or the Western Gate, is one of the four principal Roman ...

Electronic device that emits radio waves For broader coverage of this topic, see Signal transmission. For the band, see The Transmitters. This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (October 2022) (Learn how and when to remove this message) Commercial FM broadcasting transmitter at radio station WDET-FM, Wayne State University, Detroit, US. It broadcasts a...

 

 

Contea di DawsonconteaContea di Dawson – VedutaIl tribunale della contea di Dawson. LocalizzazioneStato Stati Uniti Stato federato Texas AmministrazioneCapoluogoLamesa Data di istituzione1876 TerritorioCoordinatedel capoluogo32°44′24″N 101°57′00″W / 32.74°N 101.95°W32.74; -101.95 (Contea di Dawson)Coordinate: 32°44′24″N 101°57′00″W / 32.74°N 101.95°W32.74; -101.95 (Contea di Dawson) Superficie2 336 km² Abitanti13&#...

 

 

AKAP5 التراكيب المتوفرة بنك بيانات البروتينOrtholog search: PDBe RCSB قائمة رموز معرفات بنك بيانات البروتين 2H9R, 3LL8 المعرفات الأسماء المستعارة AKAP5, AKAP75, AKAP79, H21, A-kinase anchoring protein 5 معرفات خارجية الوراثة المندلية البشرية عبر الإنترنت 604688 MGI: MGI:2685104 HomoloGene: 15854 GeneCards: 9495 علم الوجود الجيني الوظيفة �...

Series of steps leading down to a body of water, particularly a holy river in South Asia For other uses, see Ghat (disambiguation). Munshi Ghat Dashashwamedh Ghat on the Ganges river, in Varanasi. Ghat, a term used in the Indian subcontinent, refer to the series of steps leading down to a body of water or wharf, such as a bathing or cremation place along the banks of a river or pond, the Ghats in Varanasi, Dhobi Ghat or the Aapravasi Ghat.[1][2] Etymology The origin of the Eng...

 

 

Annual festival celebrated in Aluva Siva temple Aluva Sivarathri Manappuram FestivalA night view of Aluva Sivaratri FestivalObserved byHindus of KeralaTypeReligious, culturalDateper Hindu calendar2023 date18 FebruaryFrequencyAnnual Aluva Sivarathri Festival is the Sivarathri celebrated in Aluva Mahadeva Temple in Aluva, Kochi in the state of Kerala, India[1] The celebration of Sivarathri in Aluva is very famous in Kerala. The month of Kumbham is noted for the Sivarathri fest...

 

 

2016年美國總統選舉 ← 2012 2016年11月8日 2020 → 538個選舉人團席位獲勝需270票民意調查投票率55.7%[1][2] ▲ 0.8 %   获提名人 唐納·川普 希拉莉·克林頓 政党 共和黨 民主党 家鄉州 紐約州 紐約州 竞选搭档 迈克·彭斯 蒂姆·凱恩 选举人票 304[3][4][註 1] 227[5] 胜出州/省 30 + 緬-2 20 + DC 民選得票 62,984,828[6] 65,853,514[6]...

Governing body for soccer in northern New South Wales Northern NSW FootballFormation1887; 137 years ago (1887)HeadquartersNewcastle, New South WalesParent organisationFootball AustraliaWebsitewww.northernnswfootball.com.au Northern NSW Football (NNSWF) is the governing body of soccer in the north of New South Wales, Australia. It is a member of the national governing body, Football Australia. The Federation's roots were go back to the formation of the Northern District Brit...

 

 

Частина серії проФілософіяLeft to right: Plato, Kant, Nietzsche, Buddha, Confucius, AverroesПлатонКантНіцшеБуддаКонфуційАверроес Філософи Епістемологи Естетики Етики Логіки Метафізики Соціально-політичні філософи Традиції Аналітична Арістотелівська Африканська Близькосхідна іранська Буддій�...

 

 

2006 Hong Kong filmA Battle of WitsOfficial posterChinese nameTraditional Chinese墨攻Simplified Chinese墨攻TranscriptionsStandard MandarinHanyu PinyinMò GōngYue: CantoneseJyutpingMak6 Gung1 Directed byJacob CheungScreenplay byJacob CheungNeon Tang Tsz ChunChun Tin-namLi ShuxingStory byKen'ichi SakemiHideki MoriProduced byJacob CheungTsui Siu-mingHuang JianxinIseki SatoruWang ZhongleiLee Joo-ickTom CheungYoshitsuru YoshimitsuStarringAndy LauAhn Sung-kiWang ZhiwenFan BingbingNicky W...

Cuban politician (1901–1973) Fulgencio BatistaOfficial portrait, 1940President of CubaIn officeMarch 10, 1952 – December 31, 1958Prime Minister See list HimselfAndrés DomingoJorge García MontesAndrés Rivero AgüeroEmilio Núñez PortuondoGonzalo Güell Vice PresidentRafael Guas InclánPreceded byCarlos Prío SocarrásSucceeded byAnselmo AlliegroIn officeOctober 10, 1940 – October 10, 1944Prime MinisterCarlos Saladrigas ZayasRamón ZaydínAnselmo AlliegroVice Preside...

 

 

Stasiun Otoineppu (音威子府駅 Otoineppu-eki) adalah sebuah stasiun kereta api yang berada di Jalur Utama Sōya terletak di Otoineppu, Distrik Nakagawa, Subprefektur Kamikawa, Hokkaido, Jepang, yang dioperasikan oleh JR Hokkaido. Stasiun ini diberi nomor W61. Stasiun Otoineppu音威子府駅Bangunan Stasiun OtoineppuLokasi509 Otoineppu, Otoineppu, Distrik Nakagawa, Prefektur Hokkaido 098-2501JepangKoordinat44°43′45″N 142°15′36″E / 44.72917°N 142.26000°E...

 

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: 5th Cavalry Corps Soviet Union – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2022) (Learn how and when to remove this message) 5th Cavalry CorpsAllegianceSoviet UnionBranchSoviet Red ArmyEngagements Soviet invasion of Poland Eastern Front (World War I...

Allium hyalinum Klasifikasi ilmiah Kerajaan: Plantae Klad: Tracheophyta Klad: Angiospermae Klad: Monokotil Ordo: Asparagales Famili: Amaryllidaceae Genus: Allium Spesies: Allium hyalinum Nama binomial Allium hyalinumCurran Allium hyalinum adalah spesies tumbuhan yang tergolong ke dalam famili Amaryllidaceae. Spesies ini juga merupakan bagian dari ordo Asparagales. Spesies Allium hyalinum sendiri merupakan bagian dari genus bawang Allium.[1] Nama ilmiah dari spesies ini pertama kali d...

 

 

高屏大橋新高屏大橋與第一代舊橋橋墩遺跡坐标22°38′49″N 120°26′10″E / 22.647066°N 120.436224°E / 22.647066; 120.436224承載 台1線跨越高屏溪國家/地區 中華民國地點高雄市大寮區屏東縣屏東市官方名稱高屏大橋维护单位 交通部公路總局上游桥梁下淡水溪鐵橋(台鐵舊屏東線)下游桥梁萬大大橋(省道台88線)设计参数全长1,995.3米(6,546英尺)[1]宽度16�...