სუდ-ჩიჩასი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. სამხრეთით ესაზღვრება არგენტინა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ტარიხას დეპარტამენტი, აღმოსავლეთით — ჩუკისაკის დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ასევე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაჭიმულია 60 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 8 158 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 52 308 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 47 873-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 8.5 %-იან კლებას.