ენრიკე-ბალდივიესოს პროვინცია (ესპ.Provincia de Enrique Baldivieso) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტში. სახელი ეწოდა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის — ენრიკე ბალდივიესოს პატივსაცემად. დედაქალაქია სან-აგუსტინი, რომელიც მდინარე ტურუნჩის ნაპირებზეა გაშენებული.
ენრიკე-ბალდივიესო ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილოეთით ესაზღვრება კოჩაბამბის დეპარტამენტი, სამხრეთ-დასავლეთით — ორუროს დეპარტამენტი. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია 120 კმ-ზე, საშუალო სიგანე 35 კმ-ია, ხოლო მთლიანი ფართობი 2 254 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 1 313 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 1 640-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 25 %-იან ზრდას.