კორნელიო-საავედრა ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ჩუკისაკის დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 105 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 95 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 1 378 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 52 659 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 58 706-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 11.5 %-იან ზრდას.