ანტონიო-კიხარო ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილოეთით ესაზღვრება ორუროს დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 225 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 180 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 17 449 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 37 384 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 37 428-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 0.1 %-იან ზრდას.