მოდესტო-ომისტე ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. აღმოსავლეთით ესაზღვრება ტარიხას დეპარტამენტი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით — არგენტინა. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 65 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 120 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 2 554 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 31 737 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 36 266-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 14.3 %-იან ზრდას.