სურ-ლიპესი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. მდებარეობს ვულკანლიკანკაბურის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე. სამხრეთ დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება ჩილე, სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით — არგენტინა. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 230 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 100 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 22 355 კმ²-ს შეადგენს.