ტუპისა — ქალაქი ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 2 850 მეტრზე, ქალაქ პოტოსიდან 208 კმ-ით სამხრეთით. 2006 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 23 100 ადამიანს.
ქალაქი სასოფლო-სამეურნეო ხეობაში მდებარეობს, რომელიც მთებითაა გარშემორტყმული. საშუალო წლიური ტემპერატურა 25 C°-ია.
ტუპისა დაარსდა 1535-1536 წლებში და ასრულებდა ბაზის როლს დიეგო დე ალმაგროს ჩილეში ექსპედიციებისთვის.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში