კათოლიციზმი საქართველოში

საქართველოში კათოლიკური ეკლესიის გერბი.
თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური ეკლესია.

კათოლიციზმი საქართველოში ან კათოლიკე ეკლესია საქართველოშირომის კათოლიკური ეკლესიის ნაწილი საქართველოში. ქვეყანაში კათოლიკეთა რაოდენობა დაახლოებით 19,2 ათას ადამიანს (მოსახლეობის 0,5%) შეადგენს.[1] კათოლიკური ტაძრები და საკრებულოები მოქმედებს თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, კახეთში, სამცხეში (უდე, არალი, აბასთუმანი, ახალციხე). კათოლიკეებმა ღირსშესანიშნავი კვალი დაამჩნიეს ქართულ კულტურას, მათი მეურვეობით რომში დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნები: ქართულ-იტალიური ლექსიკონი, ქართული ენის გრამატიკა, ლორეტას ლიტურგია. მათ პირველებმა ჩაწერეს ქართული ზღაპრები, შეადგინეს ქვეყნის სხვადასხვაგვარი აღწერილობა და სხვ.

ისტორია

ისტორიულ წყაროთა თანახმად, ქართლის სამეფოს სარწმუნოებრივი კავშირი რომის ეკლესიასთან სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე დამყარდა. წმინდა ნინომ და მეფე მირიან III-მ მიიღეს კურთხევის წერილი რომის პაპის სილვესტერ I-საგან, რომელიც მცხეთაში ვინმე „ბრანჯი“ მთავარდიაკონმა ჩაიტანა. 596 წელს ნესტორიანელთა ხელახლა ნათლობის სადავო საკითხის გადასაწყვეტად ქართლის კათოლიკოსმა კირონ I-მა რომის პაპს მიმართა და სამოძღვრო წერილი გრიგოლ I დიდისგან მიიღო. XIII საუკუნიდან საქართველოში მოღვაწეობა დაიწყო ლათინური წესის სამღვდელოებამ. 1240 წელს პაპმა გრიგოლ IX-მ რუსუდან მეფესთან ფრანცისკელი მოძღვრები გაგზავნა, მალე მათ შეუერთდნენ დომინიკელები, რომლებმაც თბილისში მონასტერი ააშენეს. მისიონერების პროპაგანდის შედეგად თბილისში მომრავლდნენ ქართველი კათოლიკეები.

1328 წელს პაპმა იოანე XXII-მ გააუქმა ოსმალებისგან შევიწროებული სმირნის საეპისკოპოსო და იგი თბილისში გადაიტანა. ასე დაფუძნდა თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო და მის ეპისკოპოსად დაინიშნა ფლორენციელი დომინიკელი იოანე. მან ამ თანამდებობაზე 19 წელი დაჰყო. ამ პერიოდში გიორგი V ბრწყინვალის მეფობისას საქართველოს სამეფოში ხელსაყრელ პირობები არსებობდა კათოლიციზმის გავრცელებისთვის. სამეფო კარი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კეთილგანწყობილებას იჩენდა კათოლიკე მისიონერებისადმი. ამავე პერიოდში, ზოგიერთი წყაროს ცნობით, სოხუმშიც არსებულა კათოლიკური საეპისკოპოსო. საეპისკოპოსოს მიეცა ქართულენოვანი ტიპიკონი. 1349-1356 წლებში თბილისის ეპისკოპოსად დანიშნული იყო ბერტანო კოლეტი. 1391 წელს თბილისის ეპისკოპოსად დაინიშნა ლეონარდო ვილაკოელი. XV საუკუნეში თბილისის ეპისკოპოსი იყო ვინმე ივანე, რომელიც 1425 წელს გარდაიცვალა და მის ნაცვლად ეპისკოპოსად პაპმა მარტინ V-მ დანიშნა ივანე სანკტემიქაელელი. თბილისის საეპისკოპოსო გაუქმდა 1507 წელს და არსებობის განმავლობაში მას თანმიმდევრობით 12 ეპისკოპოსი მართავდა. საეპისკოპოსოს გაუქმება განაპირობა საქართველოს სამეფოს დაშლამ.

კათოლიკეთა სავანე სამეგრელოში, ესკიზი კრისტოფორო დე კასტელის ჩანახატებიდან.

საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ კათოლიკე მისიონერების მოღვაწეობა არ შეწყვეტილა. 1633 წელს პროპაგანდა ფიდეს დეკრეტით საქართველო ისპაჰანის ეპისკოპოსის იურისდქციას დაექვემდებარა, ხოლო თბილისში დაწესდა სამოციქულო სავიკარიუსო. ამ თანამდებობაზე დანიშნული იყო ჯოვანი ტადეო. XVII საუკუნის განმავლობაში კათოლიკე ეპისკოპოსი საქართველოში საერთოდ არ ჩასულა, ხოლო XVIII საუკუნეში ჩავიდა სამჯერ ან ოთხჯერ. XVII საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებში მისიონერად მოღვაწეოდბენ ავგუსტინელი და იეზუიტი მისიონერები. 1628 წელს პორტუგალიელმა ავგუსტინელებმა თეიმურაზ I-ს ჩაუტანეს წამებული ქეთევან დედოფლის ნეშტი. მადლობის ნიშნად თეიმურაზმა მათ გორში აჩუქა მიწა, სადაც მოგვიანებით კათოლიკური ტაძარი აშენდა.

1626 წელს პაპმა ურბან VIII-მ საქართველოში გაგზავნა თეატინელი ბერები პიეტრო ავიტაბილე, კრისტოფორო კასტელი, ანტონიო ჯარდინა, არქანჯელო ლამბერტი და სხვები. მათ დატოვეს მრავალი ჩანახატი და აღწერა იმ პერიოდის საქართველოს ცხოვრებისა. თეატინელი მისიონერები საქართველოში თავდაპირველად კარგად მიიღეს, მაგრამ ქართლის სამეფოში როსტომის გამეფების შემდეგ მათი მდგომარეობა დამძმდა. 1634 წელს თეატინელები დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ. იქ მათ მფარველობდა მალაქია II. მისიონერები ძირითადად ოდიშისა და გურიის სამთავროებში მოღვაწეობდნენ. მალაქიას სიკვდილის შემდეგ ვახტანგ II გურიელმა მისიონერები გურიიდან განდევნა და ისინი სამეგრელოსა და იმერეთში აგრძელებდნენ საქმიანობას. კათოლიკეთა მოღვაწეობამ დასავლეთ საქართველოში ისე შეაწუხა ალექსანდრიის პატრიარქი ნიკიფორე, რომ ის ჩავიდა ქუთაისში იმერეთის მეფეის დასარწმუნებლად, რომ გაეშვა სამეფოდან კათოლიკე მისიონერები, მაგრამ მეფე ალექსანდრე III ვერ დაითანხმა. თეატინელი მისიონერები გურია-სამეგრელოში ებრძოდნენ ტყვის სყიდვას, აარსებდნენ კათოლიკურ სკოლებს, ზრუნავდნენ განათლებასა და კათოლიზიცმის გავრცელებაზე, უწევდნენ ხალხს საექიმო დახმარებას. 1657 წელს ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ დასავლეთ საქართველოში აღარ დარჩა კათოლიკე მისიონრების მფარველი მთავარი. თეატინელთა მისიონი 1660 წელს უკვე პრაქტიკულად გაუქმებული იყო.

პროპაგანდა ფიდემ 1661 წელს გადაწყვიტა საქართველოში კაპუცინების მისიის გაგზავნა. კაპუცინები ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ ღატაკური ცხოვრებით და ომებისგან გაჩანაგებულ საქართველოში მათ ნაკლები დანახარჯები ექნქებოდათ. ამან ვერ გაამართლა პროპაგანდა ფიდეს ვარაუდი, კაპუცინელები ხშირად ითხოვდნენ ფინანსურ შემწეობას ვატიკანისგან. 1663 წელს სამი კაპუცინელი პატრი თბილისში ჩავიდა. როსტომ-ხანმა მათ მისცა ღვთისმსახურების უფლება. კაპუცინებმა თბილისში ააშენეს სკოლა და ეკლესია. თბილისის მისიას რომის ეკლესია მიიჩნევდა ყველაზე უფრო ნაყოფიერად აზიაში არსებულ კაპუცინთა მისიებს შორის. მათ კათოლიციზმზე მოაქციეს მეფე გიორგი XI, რომელმაც 1687 წლის 29 აპრილის თავისი და თავისი შვილის ბაგრატის სახელით ერთგულება გამოუცხადა რომის პაპ ინოკენტი XI-ს. კათოლიკობა მიიღეს მეფის ძმა ლევანმა, ძმისწულმა ქაიხოსრომ, არქიეპისკოპოსმა ექვთიმემ და რამდენიმე მღვდელმა, მაგრამ ყველაზე დიდი გამოხმაურება 1701 წელს სულხან-საბა ორბელიანის მიერ კათოლიკობის მიღებას მოჰყვა. ორბელიანი დიპლომატიური მისიით საფრანგეთსა და რომში იმყოფებოდა. ის 1714 წელს რომში კლემენტ XI-ს შეხვდა. 1717 წელს მის საქართველოში დაბრუნებას კათოლიკე მისიონის დევნა მოჰყვა, ხოლო ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი 1724 წელს სპარსეთის იმპერიასთან დაპირისპირების გამო რუსეთის იმპერიაში გადაიხვეწნენ.

ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია ერთ-ერთი კიდევ ოთხ ეკლესიასთან ერთად, რომლებიც ქართველ კათოლიკეებს სადავოდ მიაჩნიათ.

1742 წელს ახალციხის საფაშო გამოყვეს ისპაჰანის ეპისკოპოსის იურისდიქციისგან და კონსტანტინოპოლისას დაუქვემდებარეს, მაგრამ ამან გააუარესა რომის კათოლიკე ეკლესიის მდგომარეობა ახალხციხის საფაშოში. 1763 წელს ახალციხეში დაარსდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის კონგრეგაციის მისიონი. 1750-1755 წლებში კათოლიკეების მისიონმა მრავალი მღვდელი და 60 თავადი მოაქცია კათოლიკობაზე, მათ შორის დასავლეთ საქართველოს პატრიარქი ბესარიონი. 1756 წელს საქართველოში მოღვაწე კაპუცინებს უფლება მიეცათ ქართულ ენაზე ეგალობათ „დიდება“ და „მრწამსი“. კათოლიკეების დევნა მოჰყვა ასევე აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I-ის მიერ კათოლიკობის მიღებას 1756 წელს და მის გადაყენებას. მეფე თეიმურაზ II-მ კათოლიკე მისიონერებს ეკლესია ჩამოართვა და სამეფოდან გააძევა. მისიონერები დაბრუნდნენ თბილისში მეფე ერეკლე II-ის დროს, მაგრამ 1775 წლიდან დაიწყო კათოლიკეების დევნა. დაწესდა სასჯელები კათოლიკობის მიღებაზე. 1780-იან წლებში ერეკლე II კათოლიკე მისიონერების მეშვეობით ცდილობდა კავშირი დაემყარებინა გერმანიის იმპერიასთან. თბილისის კათოლიკე მისიონი საბოლოოდ გაანადგურა 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის მიერ ქალაქის აღებამ.

ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც 1803 წელს აშენდა, როგორც კათოლიკური ეკლესია. ამჟამად ის მართლმადიდებლურად არის ნაკურთხი.

რუსეთის იმპერიასთან ქართლ-კახეთის სამეფოს შეერთების შემდეგ მოისპო კათოლიციზმის ქადაგების შესაძლებლობა, რადგან რუსეთში 1735 წლიდან აკრძალული იყო კათოლიკობის მიღება. ამიტომ XIX საუკუნის დასაწყისიდან კათოლიკე მოღვაწეთა საქმიანობა უფრო მეტად კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროსკენ გადაიხარა. საქართველოს მთავარსარდალი პავლე ციციანოვი მფარველობდა კაპუცინელებს. მისიონერებს გადაწურული ჰქონდათ 1755 წელს დაკარგული ეკლესიის დაბრუნების იმედი, ამიტომ 1804 წელს გახსნეს ახალი ეკლესია თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური ეკლესია, რის შემდეგაც კიდევ ერთი ეკლესია გახსნეს გორში. გორის ეკლესიის აშენებაში დიდი წვლილი შეიტანეს ზუბალაშვილებმა. 1823 წელს საქართველოში მხოლოდ სამი კაპუცინი პატრი იყო. 1841 წელს დაიწყო ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის მშენებლობა და დასრულდა 1862 წელს. 1845 წელს მისიონერები საქართველოდან გააძევეს, რადგან რუსეთის იმპერია ვერ ეგუებოდა მის გუბერნიაში უცხო სასულიერო პირების ყოფნას და მათ კავშირს ვატიკანთან. საქართველოს კათოლიკეები დარჩნენ მღვდლების გარეშე. 1847 წელს დაიდო ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და როპმის ეკლესიას შორის. საქართველოს ყველა კათოლიკე, როგოც ლათინური, ასევე სომხური წესის, დაუქვემდებარეს ტირასპოლის ეპისკოპოსის იურისდიქციას, რომელის რეზიდენცია რუსეთის იმპერიის ქალაქ სარატოვში მდებარეობდა. ამ პერიოდისთვის მთელი სამღვდელოება საქართველოში ეთნიკურად ქართველი იყო. 1877 წელს აშენდა პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია თბილისში, მას ძირითადად პოლონელი კათოლიკეები იყენებდნენ. 1884 წელს განაახლეს მიძნების სახელობის ტაძარი. XIX საუკუნის განმავლობაში კათოლიკე ეპისკოპოსი საქართველოში არ ჩასულა, პირველად ის ჩავიდა მხოლოდ 1903 წელს ბათუმის ეკლესიის კურთხევის დროს. XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში დაახლოებით 40 000 კათოლიკე იყო, აქედან 8 000 სომხური წესისა, დანარჩენი კი ლათინურის. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისის ცნობილი ქართველი კათოლიკე მოღვაწეები იყვნენ: პეტრე ხარისჭირაშვილი, ივანე გვარამაძე, იოსებ ხუციშვილი, ანდრია წინამძღვრიშვილი, მიხეილ თამარაშვილი, დომენიკე მუღაშაშვილი, ალფონს ხითარიშვილი, ათანასე ნასყიდაშვილი, ანსელმ მღებრიშვილი, დამიანე სააკაშვილი, გაბრიელ ასლანიშვილი, მიხეილ თარხნიშვილი.

1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო აქტიური მოთხოვნა ქართველი კათოლიკეებისა, რომ ღვთისმსახურება ესმინათ და ელოცათ არა სომხურ ენაზე, როგორც ეს მანამდე იყო, არამედ ქართულ ენაზე[2][3][4][5]. 25 მარტს (7 აპრილი) ქართველ კათოლიკეთა კრებაზე მიღებულ იქნა დადგენილება აღდგენილიყო ქართველ კათოლიკეთა საეპისკოპოსო კათედრა თბილისში, რომელიც არსებობდა XIII საუკუნეში. არჩეულ იქნა ბიურო, რომელსაც დაევალა თბილისში საეპისკოპოსო კათედრის აღდგენის ორგანიზება. ბიუროში შედიოდნენ: ა. ი. გურჯი, მ. ი. მღებრიშვილი, მ. პ. პარმახსიზიშვილი, ზ. პ. ფალიაშვილი, გ. ზ. ისარლიშვილი, კ. ფ. სააკაძე, პ. პ. ლითანოვი, ს. ე. ყარაგოზიშვილი, ი. პ. საანიშვილი და ნ. ა. ვართანოვი. ბიურომ პრეზიდიუმში აირჩია: თავჯდომარედ მ. პ. პარმახსიზიშვილი, მოადგილედ ა. ი. გურჯი, მდივნად მ. ი. მღებრიშვილი და ხაზინადრად ს. ე. ყარაგოზიშვილი[6]. 4 (17) აპრილს ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიის სკოლის დარბაზში მოწვეულ იქნა ქართველ კათოლიკეთა კრება ქართულ ტიპიკონზე დაბრუნების და თბილისში ქართველ კათოლიკეთა საკუთარი საეპისკოპოსო კათედრის აღდგენის შესახებ[7].

1920 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო კვლავ აღდა. მის მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი ნატალე გაბრიელ მორიონდო. 1920-იან წლებში ქართველ კათოლიკეთა რაოდენობა დაახლოებით 50 000-ს შეადგენდა. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ კათოლიკეებმა დიდი დევნა განიცადეს, საეპისკოპოსო გააუქმეს, პაპის წარმომადგენლები საქართველოდან გააძევეს, კათოლიკური ეკლესიებიც დახურეს, განადგურდა კათოლიკე სამღვდელოება, დაიხურა და დაინგრა ტაძრები, 60 ტაძრიდან მოქმედებდა მხოლოდ ერთი — თბილისში პეტრე-პავლეს სახელობისა, რომელიც ლიტვის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა. დიდი წმენდის დროს დახვრიტეს საქართველოს კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის უფროსი, არქიმანდრიტი შიო ბათმანიშვილი. საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობდნენ უკანასკნელი ეთნიკურად ქართველი კათოლიკე მღვდლები ემანუილ ვარდიძე და კონსტანტინე საფარიშვილი, მათ შემდეგ საქართველოში ადგილობრივ კათოლიკე მღვდელს აღარ უმსახურია.

თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია შიგნით.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო კათოლიკური ეკლესიის განახლება საქართველოში, აღდგა ლათინური, სომხური და ასირიულ-ქალდეური წესის საკრებულოები. 1993 წლის თებერვალში, დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობანი წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის, რის შედეგადაც დაარსდა ვატიკანის სამოციქულო სადესპანო საქართველოში. ამოქმედდა და აშენდა რამდენიმე კათოლიკური ტაძარი. საქართველოში კათოლიკური ეკლესიის საქმიანობის წარმართვისთვის შეიქმნა ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია. 1997 წელს ადმინისტრატორად, 2000 წელს აღდგა ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო საეპისკოპოსო და ეპისკოპოსად ხელდასმული იქნა ჯუზეპე პაზოტო. აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს ერთადერთი კათოლიკური მრევლი სოხუმში, რომელიც ემორჩილება კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატურას. ქართველ კათოლიკეთათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო პაპ იოანე პავლე II-ის სტუმრობა თბილისში 1999 წლის 8-9 ნოემბერს.

ამჟამად საქართველოში მოღვაწეობს კარმილელთა ორდენი, სტიგმელთა კონგრეგაცია, დედა ტერეზა კალკუტელის მოწყალების ორდენი, სალეზელთა საზოგადოება და სხვ. შეიქმნა საქველმოქმედო კათოლიკური ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასი“, თბილისის კათოლიკური საავადმყოფო „კაცთა მაცხოვარი“, დაარსდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. იბეჭდება საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე „საბა“, აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობის ჟურნალი „დიალოგი“. კათოლიკეებს საკუთრად მიაჩნიათ საქართველოში არსებული ხუთი ისტორიული ტაძარი, მათ შორის ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია, რომლებიც ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა.

დემოგრაფია

2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 19195 კათოლიკე იყო, სამცხე-ჯავახეთში — 15024, თბილისში — 1662, გურიაში — 306, იმერეთში — 158, ქვემო ქართლში — 1493, კახეთში — 264, აჭარაში — 147, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 53, შიდა ქართლში — 73, მცხეთა-მთიანეთში — 15.[8]

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Read other articles:

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Andreas Chong Hwa-gyong (1807-1840) adalah seorang martir Katolik Korea. Ia merupakan orang yang sangat bodoh sehingga dia mudah ditipu dengan mudah. Akibatnya, seorang uskup dan banyak orang Katolik ditangkap. Si pengkhianat, Kim Yo-sang berkata kepad...

 

BMV Katedral, BogorGereja Katedral BogorLokasiJalan Kapten Muslihat Nomor 22, Bogor. 16122Situs webhttps://www.bmvkatedralbogor.org/Didirikan1889Imam yang bertugasRD Paulus HarunaCatatan Pendirian: sebelumnya di Katedral Jakarta Gereja Katedral Bogor adalah sebuah gereja katedral Katolik untuk Keuskupan Bogor, dengan nama resmi Gereja Beatae Mariae Virginis (Santa Perawan Maria).[1] Beralamat di Jalan Kapten Muslihat Nomor 22, Bogor. Awalnya merupakan sebuah gereja Paroki Bogor yang t...

 

Wakil Bupati KamparPetahanaTidak adasejak 23 Mei 2022Masa jabatan5 tahunDibentuk2001Pejabat pertamaAchmad ZakirSitus webwww.kamparkab.go.id Berikut ini adalah daftar Wakil Bupati Kampar dari masa ke masa. No Potret Wakil Bupati Mulai Jabatan Akhir Jabatan Prd. Ket. Bupati 1 Achmad Zakir 23 November 2001 25 Maret 2004 1 [1] H.Jefry Noer Jabatan kosong 25 Maret 2004 23 September 2005   H. M.Rusli ZainalS.E., M.P.(Pelaksana Tugas) (1) Achmad Zakir 23 September 2005 23 November ...

MamujuKecamatanNegara IndonesiaProvinsiSulawesi BaratKabupatenMamujuPemerintahan • CamatSyamsul[1]Populasi (2020)[2] • Total74.866 jiwa • Kepadatan362,00/km2 (937,6/sq mi)Kode pos91511 - 91515Kode Kemendagri76.02.01 Kode BPS7604020 Luas206,64 km²Desa/kelurahan4 desa 4 kelurahan Maradia atau pangeran Mamuju dalam pakaian upacara (1938) Mamuju adalah sebuah kecamatan dan merupakan pusat pemerintahan sekaligus ibu kota dari Prov...

 

Location of Franklin Parish in Louisiana This is a list of the National Register of Historic Places listings in Franklin Parish, Louisiana. This is intended to be a complete list of the properties on the National Register of Historic Places in Franklin Parish, Louisiana, United States. The locations of National Register properties for which the latitude and longitude coordinates are included below, may be seen in a map.[1] There are 4 properties listed on the National Register in the...

 

American singer-songwriter (1945–1979) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Donny Hathaway – news · newspapers · books · scholar · JSTOR (November 2019) (Learn how and when to remove this template message) Donny HathawayBackground informationBirth nameDonny Edward HathawayAlso known asDonny Pitt...

Minolta and Sony SLR A-mount prime lens Photographic lens Minolta AF 20mm f/2.8MakerMinolta, SonyTechnical dataTypePrimeFocal length20mmAperture (max/min)f/2.8 - f/22Close focus distance250 mmMax. magnification1/7.7Diaphragm blades7 circularConstruction10 elements in 9 groupsFeaturesApplicationNormal wide-aperture primePhysicalMax. length53 mmDiameter72 mmWeight285 gAccessoriesLens hoodbayonet, flowerHistoryIntroduction2006 SonyRetail infoMSRP679 USD Originally produc...

 

All Smiles Dental Centers (ADSC)[1] was an American chain of dental clinics, with its headquarters in Farmers Branch, Texas in the Dallas-Fort Worth area,[2][3][4] The chain operates dental clinics in the Dallas-Fort Worth area and in Greater Houston.[5] The company was the management service organization providing business support services to All Smiles Dental Professionals, P.C.[1] The patients mostly consisted of children in low-income Hispa...

 

See also: Timeline of South Dakota The history of South Dakota describes the history of the U.S. state of South Dakota over the course of several millennia, from its first inhabitants to the recent issues facing the state. Early inhabitants Craven Canyon petroglyphs in the Black Hills. Human beings have lived in what is today South Dakota for at least several thousand years. Early hunters are believed to have first entered North America at least 17,000 years ago via the Bering land bridge, w...

Japanese farming settlement in Florida, USA Yamato Colony 1908 with two-story house of founder Jo Sakai The Yamato Colony was an attempt to create a community of Japanese farmers in what is now Boca Raton, Florida, early in the 20th century. With encouragement from Florida authorities, young Japanese men were recruited to farm in the colony. There were as many as 75 Japanese men, some with their families, at the peak. There was a cluster of two-story frame houses, a general store..., some pac...

 

Hakob Tonoyani anvan Sowpergavat' 2014 Competizione Hakob Tonoyani anvan Sowpergavat' Sport Calcio Edizione 17ª Organizzatore FFA Date 24 settembre 2014 Risultati Vincitore Banants(1º titolo) Finalista P'yownik Cronologia della competizione 2013 2015 Manuale La Hakob Tonoyani anvan Sowpergavat' 2014 è stata la diciassettesima edizione della supercoppa armena di calcio. L'incontro si giocò il 24 settembre 2014 nella capitale Erevan e venne disputato tra il vincitore del campionato, il Ban...

 

Area of central London, England This article is about the district of London. For the fictional character, see Paddington Bear. For the station, see London Paddington station. For the film, see Paddington (film). For other uses, see Paddington (disambiguation). Human settlement in EnglandPaddingtonSt Mary's HospitalPaddingtonLocation within Greater LondonOS grid referenceTQ267814London boroughWestminsterCeremonial countyGreater LondonRegionLondonCountryEnglandSovereign...

Questa voce o sezione sull'argomento film commedia non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Amori & incantesimiNicole Kidman e Sandra Bullock in una scena del filmTitolo originalePractical Magic Paese di produzioneStati Uniti d'America Anno1998 Durata103 min Generefantastico RegiaGriffin Dunne ...

 

Cet article est une ébauche concernant l’art et une chronologie ou une date. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Chronologies Données clés 1577 1578 1579  1580  1581 1582 1583Décennies :1550 1560 1570  1580  1590 1600 1610Siècles :XIVe XVe  XVIe  XVIIe XVIIIeMillénaires :-Ier Ier  IIe  IIIe Chronologies thématiques Art Architecture, Arts...

 

VescinafrazioneVescina – VedutaLa chiesa parrocchiale di San Lorenzo LocalizzazioneStato Italia Regione Liguria Città metropolitana Genova Comune Avegno TerritorioCoordinate44°22′45.66″N 9°10′04.84″E44°22′45.66″N, 9°10′04.84″E (Vescina) Altitudine238 m s.l.m. Abitanti49 (2001) Altre informazioniCod. postale16036 Prefisso0185 Fuso orarioUTC+1 Patronosan Lorenzo Giorno festivo10 agosto CartografiaVescina Modifica dati su Wikidata · ...

Questa voce sull'argomento calciatori cambogiani è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Tun SovanrithyNazionalità Cambogia Altezza176 cm Calcio RuoloDifensore SquadraMilitary Police Cambodia CarrieraSquadre di club1 2004-Military Police Cambodia? (?) Nazionale 2004 Cambogia4 (0) 1 I due numeri indicano le presenze e le reti segnate, per le sole partite di campionato.Il simbolo → indica...

 

この記事は検証可能な参考文献や出典が全く示されていないか、不十分です。 出典を追加して記事の信頼性向上にご協力ください。(このテンプレートの使い方)出典検索?: 土俵入り – ニュース · 書籍 · スカラー · CiNii · J-STAGE · NDL · dlib.jp · ジャパンサーチ · TWL (2013年8月) 幕内土俵入り(前頭から大関までの力士による土�...

 

Ourolândia   Município do Brasil   Símbolos Bandeira Brasão de armas Hino Gentílico ourolandense Localização Localização de Ourolândia na BahiaLocalização de Ourolândia na Bahia OurolândiaLocalização de Ourolândia no Brasil Mapa de Ourolândia Coordenadas 10° 58′ 12″ S, 41° 04′ 58″ O País Brasil Unidade federativa Bahia Região metropolitana Jacobina Distância até a capital 416 km História Fundação 13 de junho de 1989 (35 ano...

Pour les articles homonymes, voir Arago. Cet article est une ébauche concernant un bateau ou un navire. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Arago L’Arago dans le port de Toulon Type Patrouilleur de service public Classe Lapérouse Histoire A servi dans  Marine nationale Chantier naval Chantiers de l'Atlantique, Saint-Nazaire, France Quille posée 26 juin 1989 Lancement 6 septembre 1990 Armé ...

 

Filipino prelate of the Catholic Church (1885–1972) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: José María Cuenco – news · newspapers · books · scholar · JSTOR (July 2020) (Learn how and when to remove this message) The Most ReverendJosé María Diosomito CuencoD.D.Archbishop of JaroChurchCatholicArc...