ვაკე — სოფელი საქართველოში (გურიის მხარე), ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (შრომის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს ნასაკირალის სერზე, ზღვის დონიდან 100 მ-ზე, ოზურგეთიდან 24 კმ-ში, ნატანებიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 12 კმ-ში.
სოფელში დაიბადა ქართველი მწერალი და დრამატურგი იონა ვაკელი. სოფელში იდგა ქვით ნაგები ღვთისმშობლის ეკლესია. 1980–იანი წლების დასაწყისში აღმოჩნდა ნაგებობის საძირკველი და გვირაბი.
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[2] |
520 |
|
|
2002 |
502 |
|
|
2014 |
504 |
257 |
247
|
ლიტერატურა
სქოლიო