ჭანიეთური — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბაილეთის თემში (სოფლები: ახალსოფელი, ბაილეთი, ჭანიეთური). მდებარეობს ნასაკირალის სერის ჩრდილოეთით, მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 80 მ, ოზურგეთიდან 10 კმ, ბაილეთიდან 3 კმ.
ისტორია
სოფლის სახელწოდება „ჭან“ ძირიდან და ამ ტერიტორიაზე ადრეულ ეპოქებში დასახლებული ჭანებიდან მოდის.[2] გურიის სამთავროს ძველ საბუთებში ჭანიეთური ცალკე სოფლადაა მითითებული. ჭანიეთურში იყო განვითარებული ფეოდალური ხანის ეკლესია-მონასტერი. გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ნაკაშიძეების სამფლობელოს.[3]
საბჭოთა პერიოდში ის სამ ნაწილად გაიყო: ნაწილი შევიდა გურიანთის შემადგენლობაში, ნაწილს ეწოდა განთიადი და შევიდა კონჭკათის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში, ხოლო ნაწილი ჭანიეთურის სახელით დარჩა ცალკე სოფლად განახლების სასოფლო საბჭოში.[4] ჭანიეთურის მონასტერი ამჟამად მოქცეულია სოფელ განთიადის ტერიტორიაზე.
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002 |
220 |
|
|
2014 |
239 |
118 |
121
|
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ლომჯარია ს., „სოფელო ჩემო“, თბილისი: „მერიდიანი“, 2012. — გვ. 3, ISBN 978-9941-10-560-9.
- ↑ სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 165.
- ↑ ტუღუში კ., სირაძე დ., „დავიცვათ და შევისწავლოთ კულტურის ძეგლები“ // „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1961, № 135, გვ. 3.