ზემო მაკვანეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მაკვანეთის თემში (სოფლები: გოგიეთი, ზემო მაკვანეთი, ქვემო მაკვანეთი). მდებარეობს მდინარე აგიდაყვის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 140 მეტრზე. ქვემო მაკვანეთიდან 0,5 კმ., ოზურგეთიდან 5 კმ. სოფელში მოიპოვება კაოლინი, კაოლინის ფენის სიმძლავრე 0,4-დან 11 მეტრამდეა.
ისტორია
გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ნაკაშიძეების სამფლობელოს. აქვე ცხოვრობდა ნაკაშიძეების ერთი შტო, რომელსაც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე მაკვანეთში სასახლე ჰქონდა მოწყობილი. მამუკა ნაკაშიძე მოხსენიებული იყო სოფელში მდგარი მთავარანგელოზის ეკლესიის მთავარანგელოზის ვერცხლის ხატის ქვემო არშიაზე. აღნიშნული წარწერა XVIII საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება.[2][3] ნაკაშიძეების სახელი დღემდე აქვს შემორჩენილი ერთ-ერთ გორაკს.
მთავარანგელოზის ხის ტაძარი, მთა გორმაღალზე იდგა და ქვის გალავანი ჰქონდა. 1828 წლისთვის მის სამრევლოში 58 კომლი შედიოდა.[4] ამჟამად ნაკაშიძეების ნამოსახლარზე სოფლის სასაფლაოა.
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002 |
842 |
|
|
2014 |
684 |
331 |
353
|
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 165.
- ↑ თაყაიშვილი ე., არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, ტფილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“, 1907. — გვ. 31.
- ↑ ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 72, ISBN 99940-11-89-8.